მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცული საძოვრები, საქონელი და ბაღ-ბოსტანი - ქართველ მეჯოგეებს "ელექტრონული მწყემსი" დაეხმარება
დაცული საძოვრები, საქონელი და ბაღ-ბოსტანი - ქართველ მეჯოგეებს "ელექტრონული მწყემსი" დაეხმარება

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ფერ­მე­რებს "ელექტრო­ნუ­ლი მწყემ­სის" გა­მო­ყე­ნე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. სხვა­თა შო­რის, "ელექტრო­ნუ­ლი მწყემ­სი" გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ბევრ ფერ­მერს ასე­თი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე სა­ძოვ­რე­ბი­სა და პი­რუ­ტყვის მოვ­ლა ვერც წარ­მო­უდ­გე­ნია.

ფერ­მე­რებს "ელექტრო­ნულ მწყემსს" პრო­ექტ MOLI-ს ფარ­გლებ­ში სთა­ვა­ზო­ბენ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სე­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლის, რეზო გე­თაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ელექტრო­ნუ­ლი მწყემ­სი" არის მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე აპა­რა­ტი, რო­მელ­ზეც შე­ერ­თე­ბუ­ლია მავ­თუ­ლი. მავ­თუ­ლი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ფარ­თო­ბის სა­ძო­ვარ­ზე, თუკი ცხო­ვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას გა­და­წყვეტს, მას დენი და­არ­ტყამს და უკან გა­მო­აბ­რუ­ნებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ელექტრო­დარ­ტყმა პი­რუ­ტყვის­თვის სა­ზი­ა­ნო არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ძოვ­რე­ბის სიმ­წი­რეა. "ელექტრო­ნუ­ლი მწყემ­სის" მეშ­ვე­ო­ბით კი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათი მო­ნაც­ვლე­ო­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ძოვ­რე­ბის მოვ­ლის­თვის.

"მინ­დორს შე­მო­ფარ­გლავ მავ­თუ­ლით. ამ სის­ტე­მის უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ მინ­დვ­რე­ბის ქა­ო­სუ­რი გა­და­ძო­ვე­ბა არ მოხ­დე­ბა, ასე­ვე გვერ­დით მდე­ბა­რე ბაღ-ვე­ნა­ხე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა პი­რუ­ტყვის გა­და­ჯეგ­ვის­გან. ერთი სი­ტყვით, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ძოვ­რე­ბის მარ­თვა. ამ­ჟა­მად მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ძოვ­რებს მხო­ლოდ სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ოდ იყე­ნებს და არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი მათი მოვ­ლით. არა­და, მათი მოვ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა რო­ტა­ცია, სე­ზო­ნუ­რად ან წლი­უ­რად", - ამ­ბობს რეზო გა­თი­აშ­ვი­ლი.

სა­ძოვ­რე­ბის შე­მო­ღობ­ვა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა, თუმ­ცა, "ელექტრო­ნუ­ლი მწყემ­სის" მოხ­სნა და სხვა ად­გილ­ზე გა­და­ტა­ნა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"სე­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლის ნინო თევ­ზა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მით 2 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თის დაც­ვა 4 ათას ლა­რამ­დე ჯდე­ბა.

"ეს პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თეთ ჯერ კი­დევ 2012 წელს მი­წის რე­სურ­სე­ბის მარ­თვის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. სა­პი­ლო­ტე ფარ­გლებ­ში კა­ხეთ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ სე­მი­ნა­რე­ბი და გლე­ხებს სა­ძოვ­რე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მა გა­ვა­ცა­ნით. გარ­და "ელექტრო­ნუ­ლი მწყემ­სის" და­ნერგვი­სა, ჩვენ სა­პი­ლო­ტე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შე­ვი­ტა­ნეთ ეს­პარ­ტე­ტის თეს­ლი. ეს კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან ნოყი­ე­რი და ტკბი­ლია, იგი მე­ფუტკრე­ო­ბის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა", - ამ­ბობს ნინო თევ­ზა­ძე.

პრო­ექ­ტი "MOLI" "ელექტრომ­წყემ­სის" საც­დელ პრო­ექტს კა­ხეთ­ში, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში ახორ­ცი­ე­ლებს - ხაშმ­სა და უდაბ­ნო­ში - ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, საც­დე­ლი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს სა­ძოვ­რე­ბის რო­ტა­ცი­ის სის­ტე­მის და­ნერგვით კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, გა­და­ძო­ვი­ლი სა­ძოვ­რე­ბის პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრას.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დღეს მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა სა­ძოვ­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. პრო­ფე­სორ პა­ა­ტა კო­ღუ­აშ­ვი­ლის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო მცი­რე­მი­წი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა და დე­ფი­ცი­ტი ისე­დაც არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექ­ტუ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა მოხ­დეს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დაცული საძოვრები, საქონელი და ბაღ-ბოსტანი - ქართველ მეჯოგეებს "ელექტრონული მწყემსი" დაეხმარება

დაცული საძოვრები, საქონელი და ბაღ-ბოსტანი - ქართველ მეჯოგეებს "ელექტრონული მწყემსი" დაეხმარება

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არასამთავრობო ორგანიზაციები ფერმერებს "ელექტრონული მწყემსის" გამოყენებას სთავაზობენ. სხვათა შორის, "ელექტრონული მწყემსი" განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება და ბევრ ფერმერს ასეთი დახმარების გარეშე საძოვრებისა და პირუტყვის მოვლა ვერც წარმოუდგენია.

ფერმერებს "ელექტრონულ მწყემსს" პროექტ MOLI-ს ფარგლებში სთავაზობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სენის" წარმომადგენლის, რეზო გეთაშვილის ინფორმაციით, "ელექტრონული მწყემსი" არის მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატი, რომელზეც შეერთებულია მავთული. მავთული გარშემორტყმულია გარკვეული ფართობის საძოვარზე, თუკი ცხოველი ტერიტორიის დატოვებას გადაწყვეტს, მას დენი დაარტყამს და უკან გამოაბრუნებს. ბუნებრივია, ელექტროდარტყმა პირუტყვისთვის საზიანო არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საძოვრების სიმწირეა. "ელექტრონული მწყემსის" მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება მათი მონაცვლეობა, რაც აუცილებელია საძოვრების მოვლისთვის.

"მინდორს შემოფარგლავ მავთულით. ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მინდვრების ქაოსური გადაძოვება არ მოხდება, ასევე გვერდით მდებარე ბაღ-ვენახები დაცული იქნება პირუტყვის გადაჯეგვისგან. ერთი სიტყვით, შესაძლებელია საძოვრების მართვა. ამჟამად მოსახლეობა საძოვრებს მხოლოდ საექსპლუატაციოდ იყენებს და არ არის დაკავებული მათი მოვლით. არადა, მათი მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა როტაცია, სეზონურად ან წლიურად", - ამბობს რეზო გათიაშვილი.

საძოვრების შემოღობვა გაცილებით ძვირი ჯდება, თუმცა, "ელექტრონული მწყემსის" მოხსნა და სხვა ადგილზე გადატანაცაა შესაძლებელი.

"სენის" წარმომადგენლის ნინო თევზაძის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემით 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაცვა 4 ათას ლარამდე ჯდება.

"ეს პროექტი გავაკეთეთ ჯერ კიდევ 2012 წელს მიწის რესურსების მართვის შესახებ პროექტის ფარგლებში. საპილოტე ფარგლებში კახეთში ჩავატარეთ სემინარები და გლეხებს საძოვრების მართვის თანამედროვე სისტემა გავაცანით. გარდა "ელექტრონული მწყემსის" დანერგვისა, ჩვენ საპილოტე ტერიტორიებზე შევიტანეთ ესპარტეტის თესლი. ეს კულტურა ძალიან ნოყიერი და ტკბილია, იგი მეფუტკრეობისთვისაც გამოიყენება", - ამბობს ნინო თევზაძე.

პროექტი "MOLI" "ელექტრომწყემსის" საცდელ პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში ახორციელებს - ხაშმსა და უდაბნოში - ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საცდელი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საძოვრების როტაციის სისტემის დანერგვით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, გადაძოვილი საძოვრების პრობლემის აღმოფხვრას.

სპეციალისტების განცხადებით, დღეს მეცხოველეობის განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემა საძოვრების დეფიციტია. პროფესორ პაატა კოღუაშვილის აზრით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და დეფიციტი ისედაც არსებობდა, ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია