საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 ათასი მანქანა საზღვარზე გადასვლას ელოდება" - რატომ ჩხრეკენ საქართველოში ტურისტებს?
"5 ათასი მანქანა საზღვარზე გადასვლას ელოდება" - რატომ ჩხრეკენ საქართველოში ტურისტებს?

წლე­ვან­დელ­მა ცხელ­მა ზა­ფხულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, შავ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი ერთი-ორად გა­ზარ­და. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ წარ­მა­ტე­ბულ ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე დამ­სვე­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას არც ხა­ვერ­დო­ვან სე­ზონ­ზე უჩი­ვი­ან.

სო­ფი­კო გუ­ჯა­ბი­ძე, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე: "წლე­ვან­დე­ლი ტუ­სი­ტუ­ლი სე­ზო­ნი შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ფას­დეს. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც ჩვენს დე­პარ­ტმენტს აქვს. ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და სას­ტუმ­რო­ე­ბის დატ­ვირ­თვის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი: იან­ვარ-აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10,41%-ით მე­ტია 2013 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. თუმ­ცა, ეს სტა­ტის­ტი­კა სრულ­ყო­ფილ სუ­რათს მა­ინც ვერ ქმნის, რად­გან კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ნა­ცე­მებს არ მო­ი­ცავს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ნა­ცე­მებს ვერ ვით­ვლით, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა შე­სა­ბა­მის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე და დიდი იმე­დი გავ­ქვს, რომ მო­მა­ვალ­ში ამ სექ­ტორ­საც აღ­ვრი­ცხავთ.

გაზ­რდი­ლია აჭა­რა­ში სა­ჰა­ე­რო გზით შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც: იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში 30-%-იანი ზრდა გვაქვს გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. ეს ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბია, მაგ­რამ ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი შე­მო­დის ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტე­ბი­და­ნაც. 11-%-იანი ზრდა გვაქვს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის მხრივ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს. წელს აჭა­რა­ში შე­მო­ვი­და 18 გემი, რაც ორ­ჯერ მე­ტია შარ­შან­დელ სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით".

სო­ფი­კო გუ­ჯა­ბი­ძის თქმით, ტუ­რის­ტე­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზე კვლავ თურ­ქე­თია, ხოლო მე­ო­რე­ზე - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად შე­დის სომ­ხე­თი, მაგ­რამ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნი­დან, ბე­ლო­რუ­სი­დან და რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი­სა. ასე­ვე მო­მა­ტე­ბუ­ლია დამ­სვე­ნებლთა რი­ცხვი ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან.

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო "ფიჭვნა­რის" მფლო­ბე­ლი თა­მაზ გო­გი­ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ წელს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო სე­ზო­ნი იყო, მაგ­რამ ეს უფრო ამინ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"ვი­საც ნორ­მა­ლუ­რი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბინა ჰქონ­და, ყვე­ლამ გა­ა­ქი­რა­ვა. ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იყო და ეს იყო მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რომ წელს ქო­ბუ­ლეთ­ში და მთელ ჩვენს სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­ის­ვე­ნა.

რაც მთა­ვა­რია, ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლემ ძა­ლი­ან შე­უმ­სუ­ბუ­ქა მდგო­მა­რე­ო­ბა იმ ხალ­ხს, ვი­საც ბან­კე­ბი­დან სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი და ვერ ის­ტუმ­რებ­და. ბან­კის ვა­ლე­ბის გამო ხალ­ხი სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. სა­ხელ­მწი­ფომ დღემ­დე არ გას­ცა შე­პი­რე­ბუ­ლი სეს­ხი და არ და­ეხ­მა­რა იმ ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც ბან­კის ვალს ვერ იხ­დიდ­ნენ.

კარ­გი ამინ­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი კვლავ რჩე­ბა, რაც ტუ­რის­ტე­ბის უკა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­რი­ა­ლის ხე­ო­ბი­დან უკან და­მიბ­რუნ­და ორი ტუ­რის­ტი, რომ­ლე­ბიც თავ­ბედს იწყევ­ლიდ­ნენ - კარ­გად და­ვის­ვე­ნეთ, მაგ­რამ რაც ახლა ლარ­სის სა­ბა­ჟო­ზე ხდე­ბა, გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. ამ­ბობ­დნენ: 5 ათა­სი მან­ქა­ნა დგას რიგ­ში, მში­ერ-მწყურ­ვა­ლი ხალ­ხი სა­ზღვარ­ზე გა­დას­ვლას ელო­დე­ბა, მე­ბა­ჟე­ე­ბი კი ყვე­ლა ჩან­თას და ჩე­მო­დანს ისე ჩხრე­კენ, თით­ქოს ტუ­რის­ტებს ატო­მუ­რი ბომ­ბი გა­დაჰ­ქონ­დე­თო..."(!)

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"5 ათასი მანქანა საზღვარზე გადასვლას ელოდება" - რატომ ჩხრეკენ საქართველოში ტურისტებს?

"5 ათასი მანქანა საზღვარზე გადასვლას ელოდება" - რატომ ჩხრეკენ საქართველოში ტურისტებს?

წლევანდელმა ცხელმა ზაფხულმა საქართველოში, შავ ზღვაზე დასვენების მსურველთა რიცხვი ერთი-ორად გაზარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უკვე ლაპარაკობენ წარმატებულ ტურისტულ სეზონზე. შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა რაოდენობას არც ხავერდოვან სეზონზე უჩივიან.

სოფიკო გუჯაბიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე: "წლევანდელი ტუსიტული სეზონი შეიძლება წარმატებულად შეფასდეს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომელიც ჩვენს დეპარტმენტს აქვს. ძალიან გაიზარდა სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი: იანვარ-აგვისტოს მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს მაჩვენებელი 10,41%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, ეს სტატისტიკა სრულყოფილ სურათს მაინც ვერ ქმნის, რადგან კერძო სექტორის მონაცემებს არ მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ კერძო სექტორის მონაცემებს ვერ ვითვლით, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის მეთოდოლოგიაზე და დიდი იმედი გავქვს, რომ მომავალში ამ სექტორსაც აღვრიცხავთ.

გაზრდილია აჭარაში საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობაც: იანვარ-აგვისტოში 30-%-იანი ზრდა გვაქვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ბათუმის აეროპორტის მონაცემებია, მაგრამ ბათუმში ძალიან ბევრი დამსვენებელი შემოდის ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებიდანაც. 11-%-იანი ზრდა გვაქვს საზღვაო ტრანსპორტის მხრივ, რომელიც უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით მოძრაობს. წელს აჭარაში შემოვიდა 18 გემი, რაც ორჯერ მეტია შარშანდელ სეზონთან შედარებით".

სოფიკო გუჯაბიძის თქმით, ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ თურქეთია, ხოლო მეორეზე - აზერბაიჯანი. პირველ ხუთეულში ტრადიციულად შედის სომხეთი, მაგრამ გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან შემოსული ტურისტებისა. ასევე მომატებულია დამსვენებლთა რიცხვი ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი თამაზ გოგიბერიძე მიიჩნევს, რომ წელს შავი ზღვის სანაპიროზე მართლაც უპრეცედენტო სეზონი იყო, მაგრამ ეს უფრო ამინდის დამსახურებაა.

"ვისაც ნორმალური, მოწესრიგებული ბინა ჰქონდა, ყველამ გააქირავა. ცხელი ზაფხული იყო და ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წელს ქობულეთში და მთელ ჩვენს სანაპირო ზოლზე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაისვენა.

რაც მთავარია, ტურისტების სიმრავლემ ძალიან შეუმსუბუქა მდგომარეობა იმ ხალხს, ვისაც ბანკებიდან სესხი ჰქონდა აღებული და ვერ ისტუმრებდა. ბანკის ვალების გამო ხალხი სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. სახელმწიფომ დღემდე არ გასცა შეპირებული სესხი და არ დაეხმარა იმ ოჯახებს, რომლებიც ბანკის ვალს ვერ იხდიდნენ.

კარგი ამინდების მიუხედავად, მოუგვარებელი პრობლემები კვლავ რჩება, რაც ტურისტების უკაყოფილებას იწვევს. რამდენიმე დღის წინ დარიალის ხეობიდან უკან დამიბრუნდა ორი ტურისტი, რომლებიც თავბედს იწყევლიდნენ - კარგად დავისვენეთ, მაგრამ რაც ახლა ლარსის საბაჟოზე ხდება, გამართლება არა აქვს. ამბობდნენ: 5 ათასი მანქანა დგას რიგში, მშიერ-მწყურვალი ხალხი საზღვარზე გადასვლას ელოდება, მებაჟეები კი ყველა ჩანთას და ჩემოდანს ისე ჩხრეკენ, თითქოს ტურისტებს ატომური ბომბი გადაჰქონდეთო..."(!)

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია