პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად - რა მოხდა გორში პატრულსა და ავარიაში მოყოლილ მძღოლს შორის
ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად - რა მოხდა გორში პატრულსა და ავარიაში მოყოლილ მძღოლს შორის

პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და 22 წლის გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვილს შო­რის, გო­რის ცენ­ტრში, 10 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო, გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე შალ­ვა კა­კა­უ­რი­ძემ ზარ­ხო­ზაშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

საქ­მე ეხე­ბა 10 სექ­ტემ­ბერს გო­რის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რომ­ლის დრო­საც ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ავა­რი­ა­ში მო­ყო­ლილ­მაგიგა ზარ­ხო­ზაშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, პრო­კუ­რორ­მა შო­რე­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვი­ლი და­ე­ჯა­ხა სამ მან­ქა­ნას. ის მი­მალ­ვას ცდი­ლობ­და, არ და­ე­მორ­ჩი­ლა პატ­რუ­ლის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას. ის მი­ე­მა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, ხელს შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სის წარ­მო­ე­ბას, ჩა­ი­დენს ახალ და­ნა­შა­ულს, ზე­წო­ლას მო­ახ­დენს მოწ­მე­ებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა იქ­ნეს გა­მო­ტა­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა. ის პარ­ლა­მენ­ტარ თა­მაზ ში­ოშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია.

გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვილს ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ნო­ზა­ძემ კი მო­სა­მარ­თლეს ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი აუხ­სნა, თუ რა­ტომ უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო გი­რაო ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ.

"გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვი­ლი ადრე ნა­სა­მარ­თა­ლე­ვი არ არის. ბოლო დრომ­დე, რო­გორც ხე­ლო­სა­ნი, და­კა­ვე­ბუ­ლია შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით, გა­აჩ­ნია მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, ჰყავს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. გო­რის ბაზ­რის მო­ვაჭ­რე­ებს და მე­ზობ­ლებს შო­რის შეგ­რო­ვე­ბუ­ლია 300-ზე მეტი ხელ­მო­წე­რა, რომ­ლი­თაც ის და­დე­ბი­თად ხა­სი­ათ­დე­ბა. ის აგ­რე­სია გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა მის ავად­მყოფ, ახ­ლად ნა­ო­პე­რა­ცი­ებ დე­დას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად - რა მოხდა გორში პატრულსა და ავარიაში მოყოლილ მძღოლს შორის

ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად - რა მოხდა გორში პატრულსა და ავარიაში მოყოლილ მძღოლს შორის

პოლიციელებსა და 22 წლის გიგა ზარხოზაშვილს შორის, გორის ცენტრში, 10 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ზარხოზაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება 10 სექტემბერს გორის ბაზრის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავარიაში მოყოლილმა გიგა ზარხოზაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

გიგა ზარხოზაშვილის სასამართლო პროცესზე, პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგა ზარხოზაშვილი დაეჯახა სამ მანქანას. ის მიმალვას ცდილობდა, არ დაემორჩილა პატრულის კანონიერ მოთხოვნას. ის მიემალება გამოძიებას, ხელს შეუშლის გამოძიების პროცესის წარმოებას, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე და შესაბამისად, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იქნეს გამოტანილი", - განაცხადა პროცესზე პროკურორმა მგალობლიშვილმა. ის პარლამენტარ თამაზ შიოშვილის დეიდაშვილია.

გიგა ზარხოზაშვილს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ კი მოსამართლეს ის გარემოებები აუხსნა, თუ რატომ უნდა გამოყენებულიყო გირაო ბრალდებულის მიმართ.

"გიგა ზარხოზაშვილი ადრე ნასამართალევი არ არის. ბოლო დრომდე, როგორც ხელოსანი, დაკავებულია შრომითი საქმიანობით, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. გორის ბაზრის მოვაჭრეებს და მეზობლებს შორის შეგროვებულია 300-ზე მეტი ხელმოწერა, რომლითაც ის დადებითად ხასიათდება. ის აგრესია გამოწვეული იყო იმით, რომ პატრულის თანამშრომელმა მის ავადმყოფ, ახლად ნაოპერაციებ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა