პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველი - მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი
მერაბ მეტრეველი - მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი

მე­დი­ას სჭირ­დე­ბა კრი­ტი­კა, მაგ­რამ მე­ო­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად გა­მოდ­გე­ბა მის კვა­ლი­ფი­ცი­ურ კრი­ტი­კო­სად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­რაბ მეტ­რე­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მეტ­რე­ვე­ლის შე­ფა­სე­ბით, კრი­ტი­კა იმ შემ­თხვე­ვა­შია მი­სა­ღე­ბი, თუ ის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში, თუ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი, რად­გან მო­სა­წყე­ნია მის გა­რე­შე - ადრე, მისი აქ­ტი­უ­რო­ბის დროს, უფრო მხი­ა­რუ­ლე­ბა იყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მე­ო­რე მხრივ, ვე­თან­ხმე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იმა­ში, რომ მე­დი­ას სჭირ­დე­ბა კრი­ტი­კა, მაგ­რამ ეს კრი­ტი­კაც უნდა იყოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა რამ­დე­ნად გა­მოდ­გე­ბა მე­დი­ის კვა­ლი­ფი­ცი­ურ კრი­ტი­კო­სად, ეს უკვე მე­ო­რე სა­კი­თხია, რა­ტომ არის ის მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი?! ზო­გა­დად, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა გა­მოთ­ქვას სა­კუ­თა­რი აზრი მე­დი­ა­ზე, მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. კი ბა­ტო­ნო, გვაკ­რი­ტი­კონ, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ჩვენ კრი­ტი­კის არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა გვაკ­რი­ტი­კოს რამ­დე­ნიც უნდა. თუ კრი­ტი­კა იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი - გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, თუ არ იქ­ნე­ბა, არ გა­ვი­ზი­ა­რებთ, ესეც ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ მეტ­რე­ველ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მე­დია ვერ იქ­ნე­ბა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა. რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, "ძა­ლი­ან ხში­რად შე­ე­ხე­ბა" ამ თე­მას და მე­დი­ის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს დიდ დროს და­უთ­მობს.

"ძა­ლი­ან ხში­რად მი­მი­ღია საყ­ვე­დუ­რი, რომ ვბე­დავ­დი და მე­დი­ას ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, მაგ­რამ მე­დია ვერ იქ­ნე­ბა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა. მე­დი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი - სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი და ისი­ნიც უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ კონ­ტროლს და, თუ გნე­ბავთ, კრი­ტი­კას. რო­გორც ჩემ დროს, როცა ვა­ხერ­ხებ­დი კრი­ტი­კუ­ლი აზრი გა­მო­მეთ­ქვა, ისე დღეს, თუკი დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბი­დან ამას ვინ­მე მო­ა­ხერ­ხებს, მი­დის სა­ში­ნე­ლი აჟი­ო­ტა­ჟი, რომ ხდე­ბა მე­დი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბა და ა.შ. რა თქმა უნდა, მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ მე­დია თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან (რად­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ში­შია, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერე­ვა და ძა­ლა­დობს მე­დი­ა­ზე), მაგ­რამ ის, რომ ამ თე­მას ტაბუ და­ა­დო - მე­დი­ას არ შე­ე­ხო და არ გა­აკ­რი­ტი­კო, ეს ვერ მოხ­დე­ბა. მე ძა­ლი­ან ხში­რად შე­ვე­ხე­ბი ამ თე­მას - ახ­ლა­ვე ვაფრ­თხი­ლებ ჟურ­ნა­ლის­ტებს, შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­ცე­მა და სა­ა­თე­ბიც მი­ვუ­ძღვნა იმის ანა­ლიზს, რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი მე­დია, ვინ არი­ან მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. მე ამას არ მო­ვე­რი­დე­ბი. ეს გან­წყო­ბა ახ­ლა­ვე მი­ი­ღონ და შე­ე­გუ­ონ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ ისი­ნი არ არი­ან რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი, არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წევ­რე­ბი, მა­თაც შე­იძ­ლე­ბა შე­ე­შა­ლოთ და იმ სუ­რათს ნუ და­ხა­ტა­ვენ, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებს, რომ არის პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნი­ლი", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 15 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია ასე­ვე 15 სექ­ტემ­ბერს, ორ­შა­ბათს, 19:30 სა­ათ­ზე იხი­ლეთ "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში, აუ­დიო ვერ­სი­ის მოს­მე­ნა კი იმა­ვე დროს, რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე", FM 103.9-ზე შე­გიძ­ლი­ათ.

მერაბ მეტრეველი - მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი

მერაბ მეტრეველი - მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი

მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, მედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა განუცხადა.

მეტრეველის შეფასებით, კრიტიკა იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ ის კვალიფიციური იქნება.

"პირველ რიგში, თუ ბატონი ბიძინა გააქტიურდება, იქნება ძალიან კარგი, რადგან მოსაწყენია მის გარეშე - ადრე, მისი აქტიურობის დროს, უფრო მხიარულება იყო ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ვეთანხმები აბსოლუტურად იმაში, რომ მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ ეს კრიტიკაც უნდა იყოს კვალიფიციური. ბატონი ბიძინა რამდენად გამოდგება მედიის კვალიფიციურ კრიტიკოსად, ეს უკვე მეორე საკითხია, რატომ არის ის მედიაექსპერტი?! ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი მედიაზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. კი ბატონო, გვაკრიტიკონ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ კრიტიკის არ უნდა შეგვეშინდეს. ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც მოქალაქეს აქვს უფლება გვაკრიტიკოს რამდენიც უნდა. თუ კრიტიკა იქნება კვალიფიციური - გავითვალისწინებთ, თუ არ იქნება, არ გავიზიარებთ, ესეც ჩვენი უფლებაა", - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. როგორც ივანიშვილი ამბობს, "ძალიან ხშირად შეეხება" ამ თემას და მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთმობს.

"ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რომ ვბედავდი და მედიას ვსაყვედურობდი, მაგრამ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები - საზოგადოების წევრები და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლს და, თუ გნებავთ, კრიტიკას. როგორც ჩემ დროს, როცა ვახერხებდი კრიტიკული აზრი გამომეთქვა, ისე დღეს, თუკი დღევანდელი მთავრობიდან ამას ვინმე მოახერხებს, მიდის საშინელი აჟიოტაჟი, რომ ხდება მედიაზე ძალადობა და ა.შ. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან (რადგან ყველაზე მეტად საშიშია, თუ ხელისუფლება ერევა და ძალადობს მედიაზე), მაგრამ ის, რომ ამ თემას ტაბუ დაადო - მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება. მე ძალიან ხშირად შევეხები ამ თემას - ახლავე ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები. ეს განწყობა ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება შეეშალოთ და იმ სურათს ნუ დახატავენ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ არის პოლიტიკურად დევნილი", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ინტერვიუს სრული ვერსია ასევე 15 სექტემბერს, ორშაბათს, 19:30 საათზე იხილეთ "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიო ვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები