საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყება კრიმინალზე გენერალური შეტევა?!
როდის დაიწყება კრიმინალზე გენერალური შეტევა?!

აგ­ვის­ტოს კრი­მი­ნა­ლურ­მა ქრო­ნი­კამ ყვე­ლა­ზე უა­რეს მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოკ­ლეს 11 კაცი და დაჭ­რეს 13; აგ­ვის­ტო­ში მკვლე­ლო­ბა­თა უმე­ტე­სო­ბა თბი­ლის­ში მოხ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია - გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი ქა­ო­სი ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს კი "მოწ­მედ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მოჰ­ყავთ და აცხა­დე­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის და­ნა­შა­უ­ლი წინა წლებ­შიც ხდე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რამ­დე ეს ამ­ბა­ვი არ მი­დი­ო­და. თუმ­ცა, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის (აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლთა ოჯა­ხებ­ზე) სა­ნუ­გე­შო ნამ­დვი­ლად არ არის და გან­გა­შის გრძნო­ბა თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბა.

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა "ნუ­ლო­ვან­მა ტო­ლე­რან­ტო­ბამ" მა­ხინ­ჯი ფორ­მა მი­ი­ღო და თვი­თონ იქცა და­ნა­შა­უ­ლად. ჩა­მო­ყა­ლიბ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი, რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა ცი­ხე­ში თუ მის გა­რეთ. ეს ერთი უკი­დუ­რე­სო­ბა იყო, რო­მელ­მაც და­ნა­შა­უ­ლი თით­ქოს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად კი შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ ამას არა­ერ­თი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი შე­ე­წი­რა.

ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, ეს სის­ტე­მა ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­ეც­ვა­ლა და გა­მო­ცხად­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ამ­ნის­ტია, შე­ი­წყა­ლეს არა­ერ­თი პა­ტი­მა­რი. თუმ­ცა, ექ­სპერტთა აზ­რით, ამას უფრო მკვეთ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა მოჰ­ყო­ლო­და.

მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კით, რო­დე­საც მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცი­ხი­დან გა­მო­დის, მას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბენ (კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში). მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ცია მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­სშია, კონ­კრე­ტულ­მა მო­ქა­ლა­ქემ ხომ არ აღად­გი­ნა ძვე­ლი სა­ეჭ­ვო კავ­ში­რე­ბი, ხომ არ ცდი­ლობს ია­რა­ღის შე­ძე­ნას, ხომ არ ემუქ­რე­ბა მის­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას საფრ­თხე და ა.შ. გა­სა­გე­ბია, რომ ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათა­სი პა­ტიმ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ექ­სპერტთა აზ­რით, შსს-მ უნდა შე­არ­ჩი­ოს რის­კჯ­გუ­ფე­ბი და მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს. მხო­ლოდ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა, ალ­ბათ, ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

სხვა­თა შო­რის, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არა მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რა და შს სა­მი­ნის­ტრო იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, არა­მედ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მაც. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა", - აცხა­დებს უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი.

"მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს: სის­ტე­მა­ტუ­რად და უფრო ხში­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნონ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი სტა­ტის­ტი­კა, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ობი­ექ­ტურ ანა­ლიზს; უზ­რუნ­ველ­ყონ და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კის მე­თო­დო­ლო­გი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის; შე­ი­მუ­შა­ონ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა; რე­ცი­დი­ვიზ­მთან ეფექ­ტუ­რად ბრძო­ლის მიზ­ნით, მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ეთ­მოს პა­ტი­მარ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მებს; ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ზედ­მი­წევ­ნით შე­ის­წავ­ლონ ყო­ვე­ლი პა­ტიმ­რის საქ­მე, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა კი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რა­საც ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე იღე­ბენ", - ნათ­ქვა­მია ექ­ვსი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლია იმ არ­ხის გა­და­კეტ­ვა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ია­რა­ღი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვის ხელ­ში ხვდე­ბა.

ექ­სპერტთა აზ­რით, ფაქ­ტია - სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი არა­ლე­გა­ლუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა. სხვა­თა შო­რის, ეს სა­კი­თხი მწვა­ვედ და­ის­ვა 2013 წლის აგ­ვის­ტო­შიც, რო­დე­საც ასე­ვე ერ­თგვა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბა იყო. მა­შინ ექ­სპერ­ტე­ბი გა­მოთ­ქვამ­დნენ ვა­რა­უდს, რომ ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლებ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს შსს ია­რა­ღის შავი ბაზ­რის არ­ხე­ბის გა­და­კეტვის­თვის. თუმ­ცა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვა თუ წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და, ეს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს­თვის დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

როდის დაიწყება კრიმინალზე გენერალური შეტევა?!

როდის დაიწყება კრიმინალზე გენერალური შეტევა?!

აგვისტოს კრიმინალურმა ქრონიკამ ყველაზე უარეს მოლოდინს გადააჭარბა. ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოკლეს 11 კაცი და დაჭრეს 13; აგვისტოში მკვლელობათა უმეტესობა თბილისში მოხდა. საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია - გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიმინალური ქაოსი ყველას კარგად ახსოვს. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი “მოწმედ სტატისტიკური მონაცემები მოჰყავთ და აცხადებენ, რომ დაახლოებით ასეთი რაოდენობის დანაშაული წინა წლებშიც ხდებოდა, მაგრამ მაშინ მედიისა და საზოგადოების ყურამდე ეს ამბავი არ მიდიოდა. თუმცა, ასეთი განცხადებები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის (აღარაფერს ვამბობთ დანაშაულის მსხვერპლთა ოჯახებზე) სანუგეშო ნამდვილად არ არის და განგაშის გრძნობა თანდათან ძლიერდება.

წინა ხელისუფლების მმართველობისას დანაშაულთან ბრძოლაში გამოცხადებულმა "ნულოვანმა ტოლერანტობამ" მახინჯი ფორმა მიიღო და თვითონ იქცა დანაშაულად. ჩამოყალიბდა ძალადობრივი, რეპრესიული სისტემა, რომელმაც არაერთი ადამიანი შეიწირა ციხეში თუ მის გარეთ. ეს ერთი უკიდურესობა იყო, რომელმაც დანაშაული თითქოს მნიშვნელოვნად კი შეამცირა, მაგრამ ამას არაერთი უდანაშაულო ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები შეეწირა.

ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს სისტემა ფუნდამენტურად შეეცვალა და გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ამნისტია, შეიწყალეს არაერთი პატიმარი. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ამას უფრო მკვეთრი პრევენციული ღონისძიებები უნდა მოჰყოლოდა.

მაგალითად, დასავლური ქვეყნების პრაქტიკით, როდესაც მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი ციხიდან გამოდის, მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველები მეთვალყურეობენ (კანონიერების ფარგლებში). მაგალითად, პოლიცია მუდმივად საქმის კურსშია, კონკრეტულმა მოქალაქემ ხომ არ აღადგინა ძველი საეჭვო კავშირები, ხომ არ ცდილობს იარაღის შეძენას, ხომ არ ემუქრება მისგან საზოგადოებას საფრთხე და ა.შ. გასაგებია, რომ ციხიდან გამოსული რამდენიმე ათასი პატიმრის გაკონტროლება რთულია, მაგრამ ექსპერტთა აზრით, შსს-მ უნდა შეარჩიოს რისკჯგუფები და მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა, ალბათ, ნაკლებეფექტიანი იქნება.

სხვათა შორის, პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ როგორც სახალხო დამცველი, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პროკურატურა და შს სამინისტრო იყვნენ ჩართული ამ პროცესში, არამედ სასამართლო სისტემაც. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე დანაშაულებზე საკმაოდ მსუბუქი სასჯელების გამოყენება შეინიშნება", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს: სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნონ დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, რაც შესაძლებელს გახდის კრიმინოგენული მდგომარეობის ობიექტურ ანალიზს; უზრუნველყონ დანაშაულის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობა მედიისა და საზოგადოებისათვის; შეიმუშაონ დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა; რეციდივიზმთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებს; ვადაზე ადრე გათავისუფლებისას შესაბამისმა ორგანოებმა ზედმიწევნით შეისწავლონ ყოველი პატიმრის საქმე, პოლიტიკოსებმა კი რეკომენდაციების გაცემისას გაითვალისწინონ ის პასუხისმგებლობა, რასაც ისინი საზოგადოების წინაშე იღებენ", - ნათქვამია ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი შემადგენელია იმ არხის გადაკეტვა, რომლის საშუალებითაც იარაღი პოტენციური დამნაშავის ხელში ხვდება.

ექსპერტთა აზრით, ფაქტია - საქართველოში კვლავ არის შესაძლებელი არალეგალურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა. სხვათა შორის, ეს საკითხი მწვავედ დაისვა 2013 წლის აგვისტოშიც, როდესაც ასევე ერთგვარი კრიმინალური აფეთქება იყო. მაშინ ექსპერტები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ იარაღით ვაჭრობაში კრიმინალებთან ერთად ყოფილი ძალოვანებიც იყვნენ ჩართული. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა ღონისძიებებს ახორციელებს შსს იარაღის შავი ბაზრის არხების გადაკეტვისთვის. თუმცა, ამ მიმართულებით შეტევა თუ წარმატებით დაგვირგვინდა, ეს დამნაშავეთა სამყაროსთვის დიდი დარტყმა იქნება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"