პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაროზო - ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია
ბაროზო - ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ პა­ველ კლიმ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკვე მო­ი­ძებ­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ შეძ­ლებს უკ­რა­ი­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ზონა ევ­რო­კავ­შირ­სა და დსთ-ს შე­უ­თავ­სოს. "უნი­ა­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ კლიმ­კინ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ბრი­უ­სელ­ში ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი სამმხრი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი მზა­დაა გა­აგ­რძე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ღია და­ტო­ვოს ბა­ზა­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ქონ­ლის­თვის 2015 წლამ­დე. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის გა­რე­შე.

"ამ­გვა­რად, რუ­სულ მხა­რეს არ გა­აჩ­ნია სა­ფუძ­ვე­ლი, შემ­ზღუდ­ვე­ლი ზო­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს უკ­რა­ი­ნის ექ­სპორტთან მი­მარ­თე­ბა­ში შე­თან­ხმე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სამმხრივ მოქ­მე­დე­ბას სა­ვაჭ­რო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კლიმ­კინ­მა.

რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის­გან მო­ი­თხოვ­და, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა შე­ე­ტა­ნა იმ მი­ზე­ზის გამო, რომ შე­თან­ხმე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი რუ­სე­თის­თვის რის­კებს შე­ი­ცავ­და. რუ­სეთს სურ­და, კი­ევ­სა და ბრი­უ­სელს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ზო­ნი­დან 20 %-ზე მეტი სა­ქო­ნე­ლი ამო­ე­ღო. 11 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუ­სეთ­მა უარი თქვა თა­ვის მო­თხოვ­ნა­ზე ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით

ამას­თან, ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზო მი­იჩ­ნევს, რომ ევ­რო­კავ­შირ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მი ახლო მო­მავ­ლის სა­კი­თხია. "უნი­ა­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ბა­რო­ზომ კი­ევ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და ჩვენს უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს ხაზ­გას­მით ვუ­თხრა, რომ ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას სტრა­ტე­გი­უ­ლი კუ­თხით გან­ვი­ხი­ლავთ. მინ­და, რომ უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირს და­უ­ახ­ლოვ­დეს, თუკი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ნება არ­სე­ბობს. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა პო­რო­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, ეს ეხე­ბა, უპირ­ველს ყოვ­ლი­სა, სა­ვი­ზო რე­ჟიმს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უვი­ზო სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბას. უვი­ზო რე­ჟი­მი უნდა იქ­ცეს მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად და ევ­რო­პე­ლე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლად" - აღ­ნიშ­ნა ბა­რო­ზომ.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ პა­ველ კლიმ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბას ერთი წლის შემ­დეგ ვა­რა­უ­დობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბაროზო - ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია

ბაროზო - ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინის განცხადებით, უკვე მოიძებნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს უკრაინა თავისუფალი ვაჭრობის ზონა ევროკავშირსა და დსთ-ს შეუთავსოს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ კლიმკინმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართული სამმხრივი კონსულტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ავტონომიური პრეფერენციები და ღია დატოვოს ბაზარი უკრაინული საქონლისთვის 2015 წლამდე. მინისტრის ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება ცვლილებების შეტანის გარეშე.

"ამგვარად, რუსულ მხარეს არ გააჩნია საფუძველი, შემზღუდველი ზომები გამოიყენოს უკრაინის ექსპორტთან მიმართებაში შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ სამმხრივ მოქმედებას სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა კლიმკინმა.

რუსეთი უკრაინისგან მოითხოვდა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შეეტანა იმ მიზეზის გამო, რომ შეთანხმებაში არსებული პირობები რუსეთისთვის რისკებს შეიცავდა. რუსეთს სურდა, კიევსა და ბრიუსელს თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან 20 %-ზე მეტი საქონელი ამოეღო. 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უარი თქვა თავის მოთხოვნაზე ასოცირების შეთანხმებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით

ამასთან, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მიიჩნევს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ბაროზომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ხაზგასმით ვუთხრა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობას სტრატეგიული კუთხით განვიხილავთ. მინდა, რომ უკრაინა ევროკავშირს დაუახლოვდეს, თუკი უკრაინელი ხალხის ნება არსებობს. როგორც პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, ეს ეხება, უპირველს ყოვლისა, სავიზო რეჟიმს, უახლოეს მომავალში უვიზო სისტემის არსებობას. უვიზო რეჟიმი უნდა იქცეს მამოძრავებელ ძალად და ევროპელებისა და უკრაინელების გამაერთიანებლად" - აღნიშნა ბაროზომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ერთი წლის შემდეგ ვარაუდობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა