პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ექიმები ალკოჰოლსაც ვიღებთ, ხანდახან თამბაქოსაც ვეწევით და კვების რაციონსაც ვარღვევთ''
''ექიმები ალკოჰოლსაც ვიღებთ, ხანდახან თამბაქოსაც ვეწევით და კვების რაციონსაც ვარღვევთ''

ახა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო თოქ­შოუ "ექი­მე­ბი" დიდი ხანი არაა, რაც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ვი­და, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლია. კოტე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ოპე­რა­ცი­ას აკე­თებს. სამ­სა­ხუ­რი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­დის ჩა­წე­რებ­ზე. ცხოვ­რე­ბის ასე­თი ტემ­პი ცოტა დამ­ღლე­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს დიდი მონ­დო­მე­ბით აკე­თებს. პო­პუ­ლა­რო­ბა არ ხიბ­ლავს, მხო­ლოდ ის უნდა, რომ გა­და­ცე­მის მეშ­ვე­ო­ბით ხალ­ხს და­ეხ­მა­როს.

- კოტე, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით თოქ­შო­უ­ში "ექი­მე­ბი"?

- გა­და­ცე­მის საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუფ­მა საკ­მა­ოდ დიდი შერ­ჩე­ვა აწარ­მოა. კას­ტინგზე და­ახ­ლო­ე­ბით სა­მა­სამ­დე ექი­მი მი­იწ­ვი­ეს. დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და გვკი­თხეს, გვქონ­და თუ არა სურ­ვი­ლი, ამ ტი­პის შო­უ­ში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პი­რა­დად მე და­ვე­თან­ხმე, მი­ვე­დი ერთ-ერთ კას­ტინგზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მი­რე­კეს და შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა და­ამ­ტკი­ცეს. შემ­დეგ და­ი­წყო ჩვე­ნი ტრე­ნინ­გი. კა­მე­რებ­თან მუ­შა­ო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე ვსწავ­ლობ­დით. წამ­ყვან­თა გუნ­დმა ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი.

- იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც თქვით, ნე­ტავ რა­ტომ დავ­თან­ხმდი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი­აო?

- გე­თან­ხმე­ბით, ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა ად­ვი­ლი არაა, მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­ფე­სია კა­მე­რებ­თან მუ­შა­ო­ბა­ზე უფრო ძნე­ლია და ექი­მებს სირ­თუ­ლე­ე­ბის იდე­ურ დო­ნე­ზე არ გვე­ში­ნია. სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია, რო­დე­საც ასეთ ამ­პლუ­ა­ში სა­კუ­თარ თავს პო­უ­ლობ. ჩა­წე­რებ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლე­ბი მივ­დი­ვართ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ ამ ახალ შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, რად­გან გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში ახა­ლია.

- რო­გორც ვიცი, წამ­ყვა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დით.

- მხო­ლოდ ნინო ჩი­გო­ვა­ძეს ვიც­ნობ­დი შო­რი­დან, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი გვყავს.

- ახლა და­მე­გობ­რდით, თუ თქვენ შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­მენ­ტი გაჩ­ნდა?

- ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი კონ­კუ­რენ­ცია არაა. იმ­დე­ნად ფარ­თო გა­და­ცე­მაა, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი და თა­ვი­სი სა­სა­უბ­რო აქვს.

- გა­და­ცე­მის თე­მებს ერ­თად გეგ­მავთ?

- თე­მებს საპ­რო­დი­უ­სე­რო გუნ­დი გეგ­მავს. შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ამ­დე კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დი­ან ჩვენ­თა­ნაც და იმ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თა­ნაც, რა თე­მებ­ზეც იქ­ნე­ბა გა­და­ცე­მა. შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა დე­ტა­ლის ზუს­ტი გა­და­მოწ­მე­ბა არ და ვერ ხერ­ხდე­ბა ტექ­ნი­კუ­რად, მაგ­რამ რაც ეთერ­ში გა­დის, ყვე­ლა­ფერს სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ვამ­ბობთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი გა­და­ცე­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­საც ვთხოვ, იაქ­ტი­უ­როს და ჩვე­ნი დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო და სა­ე­ქი­მო გუნ­დიც მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

''ექიმები ალკოჰოლსაც ვიღებთ, ხანდახან თამბაქოსაც ვეწევით და კვების რაციონსაც ვარღვევთ''

''ექიმები ალკოჰოლსაც ვიღებთ, ხანდახან თამბაქოსაც ვეწევით და კვების რაციონსაც ვარღვევთ''

ახალი სამედიცინო თოქშოუ ''ექიმები'' დიდი ხანი არაა, რაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში გავიდა, თუმცა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილია. კოტე დღის განმავლობაში უამრავ ოპერაციას აკეთებს. სამსახურიდან ტელევიზიაში მიდის ჩაწერებზე. ცხოვრების ასეთი ტემპი ცოტა დამღლელია, თუმცა ყველაფერს დიდი მონდომებით აკეთებს. პოპულარობა არ ხიბლავს, მხოლოდ ის უნდა, რომ გადაცემის მეშვეობით ხალხს დაეხმაროს.

- კოტე, როგორ აღმოჩნდით თოქშოუში ''ექიმები''?

- გადაცემის საპროდიუსერო ჯგუფმა საკმაოდ დიდი შერჩევა აწარმოა. კასტინგზე დაახლოებით სამასამდე ექიმი მიიწვიეს. დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, გვქონდა თუ არა სურვილი, ამ ტიპის შოუში მიგვეღო მონაწილეობა. პირადად მე დავეთანხმე, მივედი ერთ-ერთ კასტინგზე, მოგვიანებით დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი კანდიდატურა დაამტკიცეს. შემდეგ დაიწყო ჩვენი ტრენინგი. კამერებთან მუშაობას დაახლოებით ორი თვე ვსწავლობდით. წამყვანთა გუნდმა ძალიან მოკლე დროში ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე დავიწყეთ საუბარი.

- იყო მომენტი, როდესაც თქვით, ნეტავ რატომ დავთანხმდი, ტელევიზიაში მუშაობა ძალიან რთულიაო?

- გეთანხმებით, ტელეწამყვანობა ადვილი არაა, მაგრამ ჩვენი პროფესია კამერებთან მუშაობაზე უფრო ძნელია და ექიმებს სირთულეების იდეურ დონეზე არ გვეშინია. საინტერესო მომენტია, როდესაც ასეთ ამპლუაში საკუთარ თავს პოულობ. ჩაწერებზე სამსახურიდან ძალიან დაღლილები მივდივართ, მიუხედავად ამისა, ძალიან მომწონს, რომ ამ ახალ შოუში ვმონაწილეობ, რადგან გადაცემის ფორმატი ქართულ ტელესივრცეში ახალია.

- როგორც ვიცი, წამყვანები ერთმანეთს არ იცნობდით.

- მხოლოდ ნინო ჩიგოვაძეს ვიცნობდი შორიდან, საერთო მეგობრები გვყავს.

- ახლა დამეგობრდით, თუ თქვენ შორის კონკურენციის მომენტი გაჩნდა?

- ჩვენ შორის არანაირი კონკურენცია არაა. იმდენად ფართო გადაცემაა, რომ ყველას თავისი ადგილი და თავისი სასაუბრო აქვს.

- გადაცემის თემებს ერთად გეგმავთ?

- თემებს საპროდიუსერო გუნდი გეგმავს. შემდეგ რეპეტიციამდე კონსულტაციებს გადიან ჩვენთანაც და იმ დარგის სპეციალისტებთანაც, რა თემებზეც იქნება გადაცემა. შეიძლება, ყველა დეტალის ზუსტი გადამოწმება არ და ვერ ხერხდება ტექნიკურად, მაგრამ რაც ეთერში გადის, ყველაფერს სანდო წყაროზე დაყრდნობით ვამბობთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გადაცემა წარმატებული იქნება. მაყურებელსაც ვთხოვ, იაქტიუროს და ჩვენი დიდი სატელევიზიო და საექიმო გუნდიც მეტად საინტერესო გადაცემებს შემოგთავაზებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება