Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ჩარკვიანმა თავის კასტრირებულ კატას დაბადების დღეზე მარში მიუძღვნა
გელა ჩარკვიანმა თავის კასტრირებულ კატას დაბადების დღეზე მარში მიუძღვნა

თა­ვის ბოლო წიგნ­ში, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ცე­მად ახლა მზად­დე­ბა, გელა ჩარ­კვი­ან­მა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს არა­ერ­თი ფურ­ცე­ლი მი­უ­ძღვნა. სა­ნამ მისი უბის წიგ­ნი მა­ღა­ზი­ე­ბის დახ­ლებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა, ბა­ტო­ნი გელა თა­ვის ერ­თგულ მე­გობ­რებ­ზე ჩვენს ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ამ­ბობთ.

- ყვე­ლას არ უყ­ვარს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ქმარს უყ­ვარს და ცოლს - არა. ამის გამო ოჯა­ხებ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბიც ხდე­ბა. მა­მა­ჩემს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და ძაღ­ლე­ბი, დე­დას - არა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ­დით, მა­მა­ჩე­მი ცე­კას პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი გახ­ლდათ. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა კომ­პრო­მისს მი­აღ­წი­ეს, ეზო­ში ჰყავ­დათ ძაღ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ცხო­ვე­ლებ­თან ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. მა­მას, ძი­რი­თა­დად, მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი ჰყავ­და და ერ­თიც - დამ­ცვე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს სახ­ლს დაც­ვა არ სჭირ­დე­ბო­და, მი­ლი­ცია გვი­ცავ­და. ერთ-ერ­თმა მო­ნა­დი­რე ძაღ­ლმა, პო­ინ­ტერ­მა, რო­მელ­საც გუ­ლა­დი ერ­ქვა, სა­ო­ცა­რი რამ გა­ა­კე­თა. მას მერე, რაც მა­მა­ჩე­მი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, დაც­ვაც წა­ვი­და ჩვე­ნი სახ­ლი­დან. სა­ნამ იმ ბი­ნას დავ­ცლი­დით, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლა­დი, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ხმა არ ამო­უ­ღია, გახ­და მცვე­ლი. და­ი­წყო ყეფა, ეზო­ში არა­ვის აღარ უშ­ვებ­და, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის ათი მი­ლი­ცი­ის მუ­შა­კი ჩა­ა­ნაც­ვლა.

ძაღ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვიხ­სე­ნო ბა­ბუ­ა­ჩე­მის ძაღ­ლი სო­ფელ ქო­რე­ნის­ში, კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი, მურა. როცა იგ­რძნო, სიკ­ვდი­ლის დრო დად­გა, წა­ვი­და და გა­და­ი­კარ­გა. 14 წლის იყო მა­შინ. გვყავ­და დო­ბერ­მა­ნიც, ყურ­შა, რო­მელ­მაც მერე ჩემს ძმას უკბი­ნა და ამის გამო მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ მახ­სენ­დე­ბა. ბრა­ზი­ა­ნი ძაღ­ლი იყო, მო­ჩხუ­ბა­რი. წყნეთ­ში რომ აგ­ვყავ­და, ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი გარ­ბოდ­ნენ და იმა­ლე­ბოდ­ნენ.

ზო­გა­დად ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ინ­გლის­ში მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან აიკ­რძა­ლა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი. ჩვენ­თან დღე­საც აწყო­ბენ ამ სა­ში­ნელ სცე­ნებს. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ბარ­ბა­რო­სო­ბაა.

როცა უკვე ჩემი ოჯა­ხი მქონ­და, მო­ვიყ­ვა­ნე ტაქ­სა, ნაბუ. ეს არის გრძე­ლი, მოკ­ლე­ფე­ხე­ბი­ა­ნი მო­ნა­დი­რე, რო­მე­ლიც ნა­დი­რობს მაჩვზე. ნაბუ გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და. ჩემს ცოლ­საც არ უყ­ვარ­და დი­დად ძაღ­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი. ნა­ბუმ 84-ჯერ უკბი­ნა ადა­მი­ანს. მათ შო­რის ვი­ყა­ვი მეც, ოთხჯერ მი­კ­ბი­ნა. გარ­შე­მო ყვე­ლა დაკბი­ნა, ირაკ­ლის მე­გობ­რე­ბიც. გან­სა­კუთ­რე­ბით არ უყ­ვარ­და მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად რომ იქ­ცე­ოდ­ნენ, ამის გამო. ორი ადა­მი­ა­ნი იყო, ვის­თვი­საც ნა­ბუს არ უკბე­ნია: ჩემი მე­უღ­ლე ნანა და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი თე­ო­ნა, რო­მე­ლიც არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვართ ცხო­ვე­ლებს. ნა­ნამ ერთხელ ე.წ. ფრან­ცუს­კე­ბის ქუს­ლიც კი და­ად­გა და მა­ინც არ გა­ი­მე­ტა საკ­ბე­ნად. რა­ტომ­ღაც პატ­რო­ნად მი­იჩ­ნევ­და. თე­ო­ნა ნა­ბუს ხელს უდებ­და პირ­ში. ნაბუ ცირ­კის ნი­ან­გი­ვით იდგა პირ­და­ღე­ბუ­ლი და სა­ნამ თე­ო­ნა ხელს არ გა­მო­ი­ღებ­და, მა­ნამ არ და­კე­ტავ­და პირს, არა­თუ უკბენ­და, არც აგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ ხელი უნდა გა­მო­ე­ღო... მერე იუ­მო­რით მი­ვუ­დე­ქი ნა­ბუს აგ­რე­სი­ას, ყო­ველ ათ კბე­ნა­ზე სამ­ხედ­რო წო­დე­ბე­ბის მი­ცე­მა და­ვი­წყე. ისე გა­ი­წა­ფა, ბო­ლოს გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სი გახ­და (იცი­ნის).

- თქვენ რა­ტომ გა­გი­მე­ტათ ნა­ბუმ ოთხჯერ?

- ალ­ბათ, არ მქონ­და ის ენერ­გია, რაც თე­ო­ნას. ჩვენ სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მე ვაჭ­მევ­დი, ვუვ­ლი­დი, ზოგ­ჯერ ვსჯი­დი. ადა­მი­ა­ნებს კბენ­და, ხომ უნდა მი­მე­ღო ზო­მე­ბი. პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბარ ქალს უკბი­ნა, რო­მელ­მაც ტორ­ტის ნა­ჭე­რი გა­უ­წო­და, პა­ტი­ვი უნ­დო­და ეცა. ქალს კი­ნა­ღამ ხელი მო­ა­ჭა­მა.

- რო­გორ სჯი­დით?

- და­სა­წყის­ში ერთი-ორ­ჯერ ვუ­თა­ქე კი­დეც თა­ვი­სი­ვე სა­ყე­ლუ­რით. მერე ისე გა­თა­მამ­და, დაყ­ვი­რე­ბაც კი არ ჭრი­და. ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მი­კ­ბი­ნა. ერთხელ ავად ვი­ყა­ვით ორი­ვე. მე სა­წოლ­ში ვი­წე­ქი, თვი­თონ სა­წოლ­თან იჯდა. ვი­ფიქ­რე, ცო­დოა, ამო­ვიყ­ვან სა­წოლ­ზე, მო­ვე­ფე­რე­ბი-მეთ­ქი. ზოგ­ჯერ ამო­დი­ო­და ჩემს სა­წოლ­ზე და საბ­ნის ქვეშ ძვრე­ბო­და, ძაღ­ლებს უყ­ვართ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. მოვ­კი­დე ხელი, ამომ­ყავ­და და მი­კ­ბი­ნა. კი­ნა­ღამ მო­მაგ­ლი­ჯა ხელი, დღემ­დე მაქვს იარა. მე კარ­გს ვუ­კე­თებ­დი და...

- რა ბედი ეწია ნა­ბუს?

- 12 წელი იცო­ცხლა. მე და ჩემი მე­უღ­ლე სტუმ­რად მივ­დი­ო­დით, ნაბუ ია­ტაკ­ზე იწვა, რომ და­ვუ­ძა­ხე, წა­მო­ი­წია და ისევ დაწ­ვა. რომ დავ­ბრუნ­დით, აღარ იყო ცო­ცხა­ლი. ქა­ლაქ­გა­რეთ დავ­მარ­ხე, ის ად­გი­ლი დღემ­დე მაქვს მო­ნიშ­ნუ­ლი,

ხეზე ნი­შა­ნი გა­ვა­კე­თე. რომ გა­ვივ­ლი ხოლ­მე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, არ გავ­ჩერ­დე და ნა­ბუს რამე არ ვუ­თხრა...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

გელა ჩარკვიანმა თავის კასტრირებულ კატას დაბადების დღეზე მარში მიუძღვნა

გელა ჩარკვიანმა თავის კასტრირებულ კატას დაბადების დღეზე მარში მიუძღვნა

თავის ბოლო წიგნში, რომელიც გამოსაცემად ახლა მზადდება, გელა ჩარკვიანმა შინაურ ცხოველებს არაერთი ფურცელი მიუძღვნა. სანამ მისი უბის წიგნი მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება, ბატონი გელა თავის ერთგულ მეგობრებზე ჩვენს ინტერვიუში გიამბობთ.

- ყველას არ უყვარს შინაური ცხოველი. არის შემთხვევები, როცა ქმარს უყვარს და ცოლს - არა. ამის გამო ოჯახებში კონფლიქტებიც ხდება. მამაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა ძაღლები, დედას - არა. მოგეხსენებათ, ჩვენ განსაკუთრებულ პირობებში ვცხოვრობდით, მამაჩემი ცეკას პირველი მდივანი, ქვეყნის პირველი პირი გახლდათ. ჩემმა მშობლებმა კომპრომისს მიაღწიეს, ეზოში ჰყავდათ ძაღლები. შესაბამისად, ცხოველებთან ბავშვობიდან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. მამას, ძირითადად, მონადირე ძაღლები ჰყავდა და ერთიც - დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახლს დაცვა არ სჭირდებოდა, მილიცია გვიცავდა. ერთ-ერთმა მონადირე ძაღლმა, პოინტერმა, რომელსაც გულადი ერქვა, საოცარი რამ გააკეთა. მას მერე, რაც მამაჩემი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დაცვაც წავიდა ჩვენი სახლიდან. სანამ იმ ბინას დავცლიდით, სამი თვის განმავლობაში გულადი, რომელსაც მანამდე ხმა არ ამოუღია, გახდა მცველი. დაიწყო ყეფა, ეზოში არავის აღარ უშვებდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ფაქტობრივად, ის ათი მილიციის მუშაკი ჩაანაცვლა.

ძაღლის ფსიქოლოგიაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენო ბაბუაჩემის ძაღლი სოფელ ქორენისში, კავკასიური ნაგაზი, მურა. როცა იგრძნო, სიკვდილის დრო დადგა, წავიდა და გადაიკარგა. 14 წლის იყო მაშინ. გვყავდა დობერმანიც, ყურშა, რომელმაც მერე ჩემს ძმას უკბინა და ამის გამო მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება. ბრაზიანი ძაღლი იყო, მოჩხუბარი. წყნეთში რომ აგვყავდა, ქუჩის ძაღლები გარბოდნენ და იმალებოდნენ.

ზოგადად ძაღლების ჩხუბის წინააღმდეგი ვარ. ინგლისში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან აიკრძალა ძაღლების ჩხუბი. ჩვენთან დღესაც აწყობენ ამ საშინელ სცენებს. მიმაჩნია, რომ ეს ბარბაროსობაა.

როცა უკვე ჩემი ოჯახი მქონდა, მოვიყვანე ტაქსა, ნაბუ. ეს არის გრძელი, მოკლეფეხებიანი მონადირე, რომელიც ნადირობს მაჩვზე. ნაბუ განსაკუთრებით მიყვარდა. ჩემს ცოლსაც არ უყვარდა დიდად ძაღლები, ცხოველები. ნაბუმ 84-ჯერ უკბინა ადამიანს. მათ შორის ვიყავი მეც, ოთხჯერ მიკბინა. გარშემო ყველა დაკბინა, ირაკლის მეგობრებიც. განსაკუთრებით არ უყვარდა მთვრალი ადამიანები, არაადეკვატურად რომ იქცეოდნენ, ამის გამო. ორი ადამიანი იყო, ვისთვისაც ნაბუს არ უკბენია: ჩემი მეუღლე ნანა და ჩემი ქალიშვილი თეონა, რომელიც არანორმალურად უყვართ ცხოველებს. ნანამ ერთხელ ე.წ. ფრანცუსკების ქუსლიც კი დაადგა და მაინც არ გაიმეტა საკბენად. რატომღაც პატრონად მიიჩნევდა. თეონა ნაბუს ხელს უდებდა პირში. ნაბუ ცირკის ნიანგივით იდგა პირდაღებული და სანამ თეონა ხელს არ გამოიღებდა, მანამ არ დაკეტავდა პირს, არათუ უკბენდა, არც აგრძნობინებდა, რომ ხელი უნდა გამოეღო... მერე იუმორით მივუდექი ნაბუს აგრესიას, ყოველ ათ კბენაზე სამხედრო წოდებების მიცემა დავიწყე. ისე გაიწაფა, ბოლოს გენერალისიმუსი გახდა (იცინის).

- თქვენ რატომ გაგიმეტათ ნაბუმ ოთხჯერ?

- ალბათ, არ მქონდა ის ენერგია, რაც თეონას. ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. მე ვაჭმევდი, ვუვლიდი, ზოგჯერ ვსჯიდი. ადამიანებს კბენდა, ხომ უნდა მიმეღო ზომები. პირველად ჩვენი ოჯახის მეგობარ ქალს უკბინა, რომელმაც ტორტის ნაჭერი გაუწოდა, პატივი უნდოდა ეცა. ქალს კინაღამ ხელი მოაჭამა.

- როგორ სჯიდით?

- დასაწყისში ერთი-ორჯერ ვუთაქე კიდეც თავისივე საყელურით. მერე ისე გათამამდა, დაყვირებაც კი არ ჭრიდა. ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში მიკბინა. ერთხელ ავად ვიყავით ორივე. მე საწოლში ვიწექი, თვითონ საწოლთან იჯდა. ვიფიქრე, ცოდოა, ამოვიყვან საწოლზე, მოვეფერები-მეთქი. ზოგჯერ ამოდიოდა ჩემს საწოლზე და საბნის ქვეშ ძვრებოდა, ძაღლებს უყვართ ასეთი რაღაცები. მოვკიდე ხელი, ამომყავდა და მიკბინა. კინაღამ მომაგლიჯა ხელი, დღემდე მაქვს იარა. მე კარგს ვუკეთებდი და...

- რა ბედი ეწია ნაბუს?

- 12 წელი იცოცხლა. მე და ჩემი მეუღლე სტუმრად მივდიოდით, ნაბუ იატაკზე იწვა, რომ დავუძახე, წამოიწია და ისევ დაწვა. რომ დავბრუნდით, აღარ იყო ცოცხალი. ქალაქგარეთ დავმარხე, ის ადგილი დღემდე მაქვს მონიშნული,

ხეზე ნიშანი გავაკეთე. რომ გავივლი ხოლმე, წარმოუდგენელია, არ გავჩერდე და ნაბუს რამე არ ვუთხრა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია