მთაწმინდაზე რამდენიმე ჰექტარზე ტყის მასივი, ბუჩქები და ბალახი იწვის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, ხანძარი მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძასა და ეშმაკის ბორბალს" შორის არსებულ ფართობზე არის გავრცელებული.
ადგილზე გასულია 13 სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.