პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგრად "დავიქოქე", მაგარ რაღაცებს ვაპირებ, რომ ქართველი ხალხი ვასახელო" - ნუკა კვალიაშვილი
"მაგრად "დავიქოქე", მაგარ რაღაცებს ვაპირებ, რომ ქართველი ხალხი ვასახელო" - ნუკა კვალიაშვილი

"მოვ­დი­ვარ, და­მე­ლო­დეთ - მაგ­რად "და­ვი­ქო­ქე", მა­გარ რა­ღა­ცებს ვა­პი­რებ, რომ ჩემი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ ვა­სა­ხე­ლო", - გვი­თხრა ნუკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს "ფე­ის­ბუ­კით" აქ­ტი­უ­რად ეკონ­ტაქ­ტე­ბა, სი­ახ­ლე­ებს აც­ნობს, ხან­და­ხან კი ცოტა არ იყოს, უხეშ "სტა­ტუ­სებ­საც" წერს...

- "ფე­ის­ბუ­კი" სულ გახ­სნი­ლი მაქვს. ასე თუ ისე, შევ­დი­ვარ და ვნა­ხუ­ლობ. ხში­რად იმ სა­ი­ტებს ვსტუმ­რობ, სა­დაც ფილ­მე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი და ვუ­ყუ­რებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიხ­ში­რით "იუ­თუბ­ზე" შევ­დი­ვარ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უც­ნო­ბებს იმე­გობ­რებ?

- რა თქმა უნდა! მე­გობ­რე­ბის სია სავ­სე მაქვს. სულ 5000 "ფრენ­დი" და 15400 "გა­მომ­წე­რი" მყავს. უც­ნო­ბე­ბი თუ არ და­ვი­მე­გობ­რე, სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. სხვა­თა შო­რის, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ­დე უც­ნო­ბებს არ ვი­მე­გობ­რებ­დი.

- ახლა რა მიზ­ნით იმე­გობ­რებ? გინ­და, შენი შე­მოქ­მე­დე­ბა გა­იც­ნონ თუ გე­ში­ნია, არ თქვან, - "თავ­ში აუ­ვარ­და", არ გვკად­რუ­ლობ­სო?

- "ფე­ის­ბუ­კი" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. თავ­ში რომ არ "ამი­ვარ­და", ისე­დაც ბევ­რმა იცის - ჩემი "პოს­ტე­ბის", პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

- შენს სა­ხელ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ ცრუ "პრო­ფილს" შენ­თვის რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­უქ­მნია?

- "ფე­ის­ბუკ­ზე" ჩემს სა­ხელ­ზე ცრუ "პრო­ფი­ლი" მარ­თლაც იყო გახ­სნი­ლი, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, "და­ა­რე­პორ­ტო" და "ფე­ის­ბუ­კი" მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად "და­ხუ­რავს". იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ჩემი პი­რა­დი "პრო­ფი­ლის" გა­უქ­მე­ბას ცდი­ლობ­დნენ. ქსელ­მა სამ­ჯერ ტეს­ტი "ამო­მიგ­დო" - ნამ­დვი­ლად მე ვი­ყა­ვი თუ არა. ერთხელ "ოდ­ნოკ­ლას­ნიკ­ზე" ვი­ღაც ჩემი სა­ხე­ლით და­რე­გის­ტრირ­და. მერე გა­ვი­გე, რომ ბავ­შვი იყო, რო­მე­ლიც ჩემ­თან მე­გობ­რობ­და. ბო­დი­ში მო­მი­ხა­და. ის "პრო­ფი­ლი" "და­ვა­ხუ­რი­ნე".

- "ფე­ის­ბუ­კის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს პა­სუ­ხობ ხოლ­მე. უყუ­რა­დღე­ბოდ პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­საც არ ტო­ვებ?

- იმ­დე­ნად ბევრ წე­რილს ვი­ღებ, რომ დე­დის ან მე­უღ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბის წა­კი­თხვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. შემ­დეგ მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა­ღაც მოგ­წე­რე და "გახ­სე­ნიო". მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შვილ­საც ვზრდი. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფიც კი, რო­გორც შე­მიძ­ლია, ვცდი­ლობ, ყვე­ლა მე­სიჯს ვუ­პა­სუ­ხო. ვი­საც ვერ ვწერ, ბო­დიშს ვუხ­დი - 8 ხელი არ მაქვს. თან, ვირ­ტუ­ა­ლუ­რის გარ­და, რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაც მაქვს.

- ძი­რი­თა­დად, უც­ნო­ბე­ბი რას გწე­რენ?

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცია იყო, უარ­ყო­ფი­თი მე­სი­ჯე­ბიც მომ­დი­ო­და, ახლა - წე­რი­ლე­ბის 99% და­დე­ბი­თია. ათას­ში ერთხელ თუ ვი­ღაც გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინც რა­ი­მე ცუდს მომ­წერს... მი­ხა­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბის­თვის სა­ჯა­როდ უხე­შად მი­გი­მარ­თავს?

- უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ოჯა­ხურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ე­რი­ოს და სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი აფ­რქვი­ოს. თუკი და­ფიქ­რდე­ბი­ან, მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ჩემს ად­გილ­ზე თა­ვა­დაც ასე მო­იქ­ცე­ოდ­ნენ.

- ვინ­მე "და­გიბ­ლო­კავს"?

- კი, კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი "დავბლო­კე".

- ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რი­ლებს სხვა "ექა­უნ­თი­დან" თუ გიგ­ზავ­ნი­ან?

- ვერ მიგ­ზავ­ნი­ან. უცხო ადა­მი­ა­ნი ვერ მწერს, მე­სი­ჯის მო­წე­რის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ჩემს მე­გობ­რებს აქვთ. თუკი ჩემს "ფრენდ ლის­ტში" რო­გორ­ღაც აღ­მოჩ­ნდნენ, ყვე­ლას ვუ­პა­სუ­ხებ, მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბის­თვი­საც პა­სუ­ხის გა­ცე­მას უბ­რა­ლოდ, არ ვი­კად­რებ.

- მათ რიგ­ში ცნო­ბი­ლე­ბიც არი­ან?

- არა. კო­ლე­გებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- ქსელ­ში რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- სხვა­თა შო­რის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერს ვკი­თხუ­ლობ. შე­იძ­ლე­ბა, თვალ­ში რა­ღაც მომ­ხვდეს, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რომ "და­მე­ჰა­ი­დე­ბი­ნოს"... გა­მახ­სენ­და: ერთი შემ­თხვე­ვა იყო, როცა წერ­დნენ, "ბა­ი­ერ­ნი" ვერ მო­ი­გებ­სო. ამ "პოსტმა" გა­მა­ღი­ზი­ა­ნა და "და­ვა­ჰა­ი­დე" (იცი­ნის).

- ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხარ?

- ქმარ­მა შე­მაყ­ვა­რა. "ბა­ი­ერ­ნის" თა­მაშს ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე.

- ბოლო დროს კი­დევ უფრო გა­ლა­მაზ­დი და "ფე­ის­ბუ­კის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ქა­თი­ნა­ურს ხში­რად გე­უბ­ნე­ბი­ან. დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გჭირ­დე­ბა, რომ ასეთ კარგ ფორ­მა­ში იყო?

- ხომ ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, - ფეხ­მძი­მო­ბა მო­უხ­დაო? მეც ასე და­მე­მარ­თა - ორ­სუ­ლო­ბა მო­მიხ­და (იცი­ნის). წო­ნა­ში ცო­ტა­თი მო­ვი­მა­ტე, სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი შე­მეც­ვა­ლა. ადრე ლა­მის ძვლე­ბი მი­ჩან­და, ისე­თი გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი.

- ვარ­ჯი­შობ? დი­ე­ტას იცავ?

- ვცდი­ლობ, შემ­წვა­რი საკ­ვე­ბი და თეთ­რი პური არ ვჭა­მო. ლუდს არ ვსვამ, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას თავი და­ვა­ნე­ბე. ახლა ვარ­ჯიშს ვი­წყებ... დი­ე­ტა არ და­მი­ცავს. უბ­რა­ლოდ, სწო­რად ვიკ­ვე­ბე­ბო­დი.

- რო­გორც მივ­ხვდი, კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც ახალს გეგ­მავ...

- ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი მაქვს - მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ. უბ­რა­ლოდ, წი­ნას­წარ ვერ ვი­სა­უბ­რებ...

- ნუკა, "ცხელ გულ­ზე" და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სი თუ გი­ნა­ნია?

- არა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჰო­როს­კო­პით სას­წო­რი ვარ და ვიდ­რე რა­მეს დავ­წერ, მა­ნამ­დე ყო­ველ­თვის ბევ­რს ვფიქ­რობ. ისიც გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ჩემს სი­ტყვებს. კრი­ტი­კის მო­სას­მე­ნად მზად ვარ.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" წერ­დი, - ვი­ღა­ცებ­მა რა­ღა­ცებ­ში მაგ­რად და­ი­წყეს მო­ბაძ­ვაო... ვის გუ­ლის­ხმობ?

- ვინც სა­ჭი­როა, მიხ­ვდე­ბო­და. კარ­გია, როცა ადა­მი­ანს რა­ღაც კარ­გში ჰბა­ძავ, მაგ­რამ როცა ცდი­ლობ, უკე­თე­სი გა­მოჩ­ნდე, ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ცოტა არ იყოს, მი­უ­ღე­ბე­ლია. თან, ავი­წყდე­ბათ, რომ 17-18 წლის ბავ­შვი არ ვარ. ალ­ბათ იმი­ტომ ავი­წყდე­ბათ, რომ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ და არ ვიმ­ჩნევ თუნ­დაც იმას, რომ მათ­ზე უფ­რო­სი გახ­ლა­ვართ; შე­სა­ბა­მი­სად, მათ­ზე უფრო მეტი ტვი­ნი და გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს - ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი კარ­გი და ცუდი მი­ნა­ხავს.

- "მო­წო­ნე­ბე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა შენს გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დებს?

- ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არც ვაქ­ცევ. ჩემ­თვის ის უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­დე­ბით აზრს აფიქ­სი­რე­ბენ ხოლ­მე. როცა ადა­მი­ა­ნუ­რად (და არა - შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ტო­ნით) მწე­რენ, თუ რას ფიქ­რო­ბენ ჩემ შე­სა­ხებ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო.

- შენი ფა­ნე­ბის მიერ შექ­მნი­ლი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს თუ იც­ნობ?

- ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თან ინ­ტერ­ნე­ტით ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს; სხვებს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ­დი. შე­იძ­ლე­ბა, მე­სი­ჯიც მო­უ­წე­რი­ათ, მაგ­რამ ვერ ვნა­ხუ­ლობ - შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჩემს "ინ­ბოქსში" შეხ­ვი­დე და ნორ­მა­ლუ­რად რამე წა­ი­კი­თხო, რად­გან უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­დის.

- თუ აკონ­ტრო­ლებ, შენს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე რას წე­რენ, რას აქ­ვეყ­ნე­ბენ?

- კონ­ტრო­ლი არ მჭირ­დე­ბა, რად­გან ვინც ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად მყავს და­ნიშ­ნუ­ლი, ის სა­ეჭ­ვოს არა­ფერს და­წერს. თუ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ ექ­ცე­ვა, წი­ნას­წარ მე­კი­თხე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მაგრად "დავიქოქე", მაგარ რაღაცებს ვაპირებ, რომ ქართველი ხალხი ვასახელო" - ნუკა კვალიაშვილი

"მაგრად "დავიქოქე", მაგარ რაღაცებს ვაპირებ, რომ ქართველი ხალხი ვასახელო" - ნუკა კვალიაშვილი

"მოვდივარ, დამელოდეთ - მაგრად "დავიქოქე", მაგარ რაღაცებს ვაპირებ, რომ ჩემი ქართველი ხალხი საქართველოს ფარგლებს გარეთ ვასახელო", - გვითხრა ნუკა კვალიაშვილმა, რომელიც თავის გულშემატკივრებს "ფეისბუკით" აქტიურად ეკონტაქტება, სიახლეებს აცნობს, ხანდახან კი ცოტა არ იყოს, უხეშ "სტატუსებსაც" წერს...

- "ფეისბუკი" სულ გახსნილი მაქვს. ასე თუ ისე, შევდივარ და ვნახულობ. ხშირად იმ საიტებს ვსტუმრობ, სადაც ფილმებია განთავსებული და ვუყურებ. განსაკუთრებული სიხშირით "იუთუბზე" შევდივარ.

- სოციალურ ქსელში უცნობებს იმეგობრებ?

- რა თქმა უნდა! მეგობრების სია სავსე მაქვს. სულ 5000 "ფრენდი" და 15400 "გამომწერი" მყავს. უცნობები თუ არ დავიმეგობრე, სხვაგვარად არაფერი გამოვა. სხვათა შორის, "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობამდე უცნობებს არ ვიმეგობრებდი.

- ახლა რა მიზნით იმეგობრებ? გინდა, შენი შემოქმედება გაიცნონ თუ გეშინია, არ თქვან, - "თავში აუვარდა", არ გვკადრულობსო?

- "ფეისბუკი" ინფორმაციის გასავრცელებლად საუკეთესო საშუალებაა. თავში რომ არ "ამივარდა", ისედაც ბევრმა იცის - ჩემი "პოსტების", პირადი ურთიერთობების საფუძველზე.

- შენს სახელზე დარეგისტრირებულ ცრუ "პროფილს" შენთვის რაიმე პრობლემა შეუქმნია?

- "ფეისბუკზე" ჩემს სახელზე ცრუ "პროფილი" მართლაც იყო გახსნილი, მაგრამ შესაძლებელია, "დაარეპორტო" და "ფეისბუკი" მას ოფიციალურად "დახურავს". იყო შემთხვევები, როცა ჩემი პირადი "პროფილის" გაუქმებას ცდილობდნენ. ქსელმა სამჯერ ტესტი "ამომიგდო" - ნამდვილად მე ვიყავი თუ არა. ერთხელ "ოდნოკლასნიკზე" ვიღაც ჩემი სახელით დარეგისტრირდა. მერე გავიგე, რომ ბავშვი იყო, რომელიც ჩემთან მეგობრობდა. ბოდიში მომიხადა. ის "პროფილი" "დავახურინე".

- "ფეისბუკის" მომხმარებლების კომენტარებს პასუხობ ხოლმე. უყურადღებოდ პირად შეტყობინებებსაც არ ტოვებ?

- იმდენად ბევრ წერილს ვიღებ, რომ დედის ან მეუღლის შეტყობინების წაკითხვას ვეღარ ვახერხებ. შემდეგ მირეკავენ და მეუბნებიან, - რაღაც მოგწერე და "გახსენიო". მოგეხსენებათ, შვილსაც ვზრდი. ასეთ მდგომარეობაში მყოფიც კი, როგორც შემიძლია, ვცდილობ, ყველა მესიჯს ვუპასუხო. ვისაც ვერ ვწერ, ბოდიშს ვუხდი - 8 ხელი არ მაქვს. თან, ვირტუალურის გარდა, რეალური ცხოვრებაც მაქვს.

- ძირითადად, უცნობები რას გწერენ?

- "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობის პერიოდში, როცა ძლიერი კონკურენცია იყო, უარყოფითი მესიჯებიც მომდიოდა, ახლა - წერილების 99% დადებითია. ათასში ერთხელ თუ ვიღაც გამოჩნდება, ვინც რაიმე ცუდს მომწერს... მიხარია, რომ ადამიანები ჩემ მიმართ კეთილგანწყობილები არიან.

- ყოფილა შემთხვევები, როცა უარყოფითი კომენტარების ავტორებისთვის საჯაროდ უხეშად მიგიმართავს?

- უფლებას არავის მივცემ, ჩემს პირად ცხოვრებაში, ოჯახურ სიტუაციაში ჩაერიოს და საკუთარი აზრები აფრქვიოს. თუკი დაფიქრდებიან, მიხვდებიან, რომ ჩემს ადგილზე თავადაც ასე მოიქცეოდნენ.

- ვინმე "დაგიბლოკავს"?

- კი, კონკურსის პერიოდში უამრავი ადამიანი "დავბლოკე".

- ასეთი ადამიანები წერილებს სხვა "ექაუნთიდან" თუ გიგზავნიან?

- ვერ მიგზავნიან. უცხო ადამიანი ვერ მწერს, მესიჯის მოწერის უფლება მხოლოდ ჩემს მეგობრებს აქვთ. თუკი ჩემს "ფრენდ ლისტში" როგორღაც აღმოჩნდნენ, ყველას ვუპასუხებ, მაგრამ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებისთვისაც პასუხის გაცემას უბრალოდ, არ ვიკადრებ.

- მათ რიგში ცნობილებიც არიან?

- არა. კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- ქსელში რა სახის ინფორმაცია გაღიზიანებს?

- სხვათა შორის, აბსოლუტურად არაფერს ვკითხულობ. შეიძლება, თვალში რაღაც მომხვდეს, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა, რომ "დამეჰაიდებინოს"... გამახსენდა: ერთი შემთხვევა იყო, როცა წერდნენ, "ბაიერნი" ვერ მოიგებსო. ამ "პოსტმა" გამაღიზიანა და "დავაჰაიდე" (იცინის).

- ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ?

- ქმარმა შემაყვარა. "ბაიერნის" თამაშს ვუყურებ ხოლმე.

- ბოლო დროს კიდევ უფრო გალამაზდი და "ფეისბუკის" მომხმარებლებიც ქათინაურს ხშირად გეუბნებიან. დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ ასეთ კარგ ფორმაში იყო?

- ხომ ამბობენ ხოლმე, - ფეხმძიმობა მოუხდაო? მეც ასე დამემართა - ორსულობა მომიხდა (იცინის). წონაში ცოტათი მოვიმატე, სხეულის ფორმები შემეცვალა. ადრე ლამის ძვლები მიჩანდა, ისეთი გამხდარი ვიყავი.

- ვარჯიშობ? დიეტას იცავ?

- ვცდილობ, შემწვარი საკვები და თეთრი პური არ ვჭამო. ლუდს არ ვსვამ, სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. ახლა ვარჯიშს ვიწყებ... დიეტა არ დამიცავს. უბრალოდ, სწორად ვიკვებებოდი.

- როგორც მივხვდი, კარიერასთან დაკავშირებით რაღაც ახალს გეგმავ...

- ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს - მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ. უბრალოდ, წინასწარ ვერ ვისაუბრებ...

- ნუკა, "ცხელ გულზე" დაწერილი სტატუსი თუ გინანია?

- არა. ალბათ იმიტომ, რომ ჰოროსკოპით სასწორი ვარ და ვიდრე რამეს დავწერ, მანამდე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ. ისიც გააზრებული მაქვს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს სიტყვებს. კრიტიკის მოსასმენად მზად ვარ.

- "ფეისბუკზე" წერდი, - ვიღაცებმა რაღაცებში მაგრად დაიწყეს მობაძვაო... ვის გულისხმობ?

- ვინც საჭიროა, მიხვდებოდა. კარგია, როცა ადამიანს რაღაც კარგში ჰბაძავ, მაგრამ როცა ცდილობ, უკეთესი გამოჩნდე, ასეთი საქციელი ცოტა არ იყოს, მიუღებელია. თან, ავიწყდებათ, რომ 17-18 წლის ბავშვი არ ვარ. ალბათ იმიტომ ავიწყდებათ, რომ ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელური ვარ და არ ვიმჩნევ თუნდაც იმას, რომ მათზე უფროსი გახლავართ; შესაბამისად, მათზე უფრო მეტი ტვინი და გამოცდილება მაქვს - ცხოვრებაში ბევრი კარგი და ცუდი მინახავს.

- "მოწონებების" რაოდენობა შენს განწყობილებაზე მოქმედებს?

- ამას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ. ჩემთვის ის უფრო სასიამოვნოა, როცა ჩემთან დაკავშირებით, დადებით აზრს აფიქსირებენ ხოლმე. როცა ადამიანურად (და არა - შეურაცხმყოფელი ტონით) მწერენ, თუ რას ფიქრობენ ჩემ შესახებ, ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო.

- შენი ფანების მიერ შექმნილი გვერდის ადმინისტრატორებს თუ იცნობ?

- ჩემი ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორთან ინტერნეტით ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს; სხვებს არ ვიცნობ, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობდი. შეიძლება, მესიჯიც მოუწერიათ, მაგრამ ვერ ვნახულობ - შეუძლებელია, ჩემს "ინბოქსში" შეხვიდე და ნორმალურად რამე წაიკითხო, რადგან უამრავი შეტყობინება მოდის.

- თუ აკონტროლებ, შენს ოფიციალურ გვერდზე რას წერენ, რას აქვეყნებენ?

- კონტროლი არ მჭირდება, რადგან ვინც ადმინისტრატორად მყავს დანიშნული, ის საეჭვოს არაფერს დაწერს. თუ რაიმე ინფორმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა, წინასწარ მეკითხება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება