პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი
"გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი

მას შემ­დეგ, რაც ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი, გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ვი­და, თუმ­ცა მის შე­სა­ხებ უკვე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა. თავ­და­პირ­ვე­ლად მე­დი­ი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მან კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის გამო მი­ი­პყრო, რო­დე­საც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ კი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში აბა­ში­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის კი­დევ ერთ მო­ტივ­ზე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ფაქ­ტორ­ზე და­ი­წე­რა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ მო­დელ­თან, ეკო ფან­გან­თან აქვს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ Ambebi.ge-ს გი­ორ­გი აბა­ში­ძის ახლო მე­გო­ბა­რი და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ხმე­ბი, თით­ქოს აბა­ში­ძეს ცნო­ბილ მო­დელ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და გი­ორ­გის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და.

"გი­ორ­გი აბა­ში­ძი­სა და ეკო ფან­გა­ნის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, გი­ორ­გის მოს­კო­ვე­ლი სა­ცო­ლე ჰყავს", – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აბა­ში­ძის ახლო მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

Ambebi.ge-ს გი­ორ­გი აბა­ში­ძის მე­გო­ბარ­მა უამ­ბო, რომ უკვე 5 წე­ლია გი­ორ­გი რუს გო­გო­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის მხატ­ვა­რია და წყვი­ლი მალე და­ქორ­წი­ნე­ბას გეგ­მავს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ას­ლან აბა­ში­ძის შვი­ლი და ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი გი­ორ­გი აბა­ში­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ის ახლა სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" ის­ვე­ნებს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს აბა­ში­ძის ად­ვო­კატ­მა, რა­მინ პა­პი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც რა­მინ პა­პი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მის­თვის უც­ნო­ბია, გი­ორ­გი აბა­ში­ძემ გა­და­ი­ხა­და თუ არა ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც მას შე­უ­ფარ­დეს. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბად ჯა­რი­მის გა­დახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის.

გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა წუ­ხელ და­ა­კა­ვეს. აბა­ში­ძე ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­უდ­გინ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი აბა­ში­ძეს 500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

ანას­ტა­სია ჩი­ღუ­ნა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი

"გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი

მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა, სულ რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა მის შესახებ უკვე არაერთი სტატია დაიწერა. თავდაპირველად მედიისა და სამართალდამცავების ყურადღება მან კანონის დარღვევის გამო მიიპყრო, როდესაც მცირე რაოდენობით ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი მედიასაშუალებებში აბაშიძის საქართველოში დაბრუნების კიდევ ერთ მოტივზე, შეყვარებულის ფაქტორზე დაიწერა. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მას საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ მოდელთან, ეკო ფანგანთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge-ს გიორგი აბაშიძის ახლო მეგობარი დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს აბაშიძეს ცნობილ მოდელთან აქვს ურთიერთობა და გიორგის პირადი ცხოვრების შესახებ სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა.

"გიორგი აბაშიძისა და ეკო ფანგანის რომანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გიორგის მოსკოველი საცოლე ჰყავს", – ასე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას აბაშიძის ახლო მეგობარი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

Ambebi.ge-ს გიორგი აბაშიძის მეგობარმა უამბო, რომ უკვე 5 წელია გიორგი რუს გოგოზეა შეყვარებული. ის მხატვარია და წყვილი მალე დაქორწინებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის შვილი და ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა. ის ახლა სასტუმრო "შერატონში" ისვენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აბაშიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ განუცხადა.

როგორც რამინ პაპიძემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, გიორგი აბაშიძემ გადაიხადა თუ არა ჯარიმა, რომელიც მას შეუფარდეს. ადვოკატი ამბობს, რომ გათავისუფლების პირობად ჯარიმის გადახდა აუცილებელი არ არის.

გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს. აბაშიძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ანასტასია ჩიღუნაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია