პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი, რომელიც ბაჩო ჩაჩიბაიას აღმერთებს - "ისე მომწონდა, ისტერიკა მემართებოდა"
მსახიობი, რომელიც ბაჩო ჩაჩიბაიას აღმერთებს - "ისე მომწონდა, ისტერიკა მემართებოდა"

მსა­ხი­ო­ბი ნინო შავ­გუ­ლი­ძე "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის სე­რი­ა­ლი­დან - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. ამ­ჟა­მად, TV11-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლავთ და სხვა­დას­ხვა სკეტჩში კო­მი­კუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის რო­ლებს ას­რუ­ლებს. მსა­ხი­ობ­მა ანრი ჯო­ხა­ძის პო­პუ­ლა­რულ კლიპ­ში - "განა, ყვე­ლა ქალი ქა­ლია?!" ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის რო­ლიც შე­ას­რუ­ლა. მხი­ა­რუ­ლი ნინო ზო­გი­ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ამ ახალ ამ­პლუ­ა­ში ვერც იცნო, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნინო შავ­გუ­ლი­ძე ტე­ლე­ეკ­რან­ზე პირ­ვე­ლად სწო­რედ ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მქო­ნე პერ­სო­ნა­ჟის რო­ლით გა­მოჩ­ნდა...

- მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იტა­ლი­ა­ში (რომ­ში) ვი­ყა­ვი. დრო კარ­გად გა­ვა­ტა­რეთ. ისე­თი ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არას­დროს მი­მი­ღია, რო­გო­რიც წელს - რომ­ში მი­ვი­ღე. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- იტა­ლი­ა­ში დროს რო­გორ ატა­რებ­დი?

- დი­ლით ვიღ­ვი­ძებ­დით, აუზ­ზე გავ­დი­ო­დით და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ დღეს იქ ვა­ტა­რებ­დით; შემ­დეგ იქვე ვსა­დი­ლობ­დით, სა­ღა­მოს კი რო­მის ქუ­ჩებ­ში ვსე­ირ­ნობ­დით, მერე პი­ა­ცა ნა­ვო­ნა­ზე ვიკ­რი­ბე­ბო­დით. ამ ად­გი­ლას 3 უზარ­მა­ზა­რი შად­რე­ვა­ნია, გარ­შე­მო კი ღია ბა­რე­ბი და იტა­ლი­უ­რი რეს­ტორ­ნე­ბია, სა­დაც უგემ­რი­ე­ლე­სი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბი აქვთ. როცა ღა­მის კლუბ­ში წას­ვლა გვინ­დო­და, "ტეს­ტა­ჩო­ში" მივ­დი­ო­დით. ღა­მის ცხოვ­რე­ბა­საც ვას­წრებ­დით და დი­ლი­თაც ადრე ვდგე­ბო­დით.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა უფრო გიყ­ვარს თუ მა­გა­ლი­თად, პლაჟ­ზე გას­ვლა, კლუბ­ში გარ­თო­ბა?

- ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ. მა­გა­ლი­თად, რომ­ში ჩვ.წ.აღ-მდე აგე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბის ნახ­ვა შე­გიძ­ლია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქვე­ყა­ნა­ში და ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლო­ში უსა­ზღვრო, ფან­ტას­ტი­კუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე დავ­ბრუნ­დი.

- შენს გე­მოვ­ნე­ბას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ენ­დო­ბა?

- კი, ენ­დო­ბი­ან. როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ვართ და სა­ერ­თო გარ­დე­რო­ბი გვაქვს, გო­გო­ნე­ბი სა­მო­სის თუ აქ­სე­სუ­ა­რის შერ­ჩე­ვი­სას ერ­თმა­ნეთს რჩე­ვებს ვე­კი­თხე­ბით ხოლ­მე.

- ნინო, სე­რი­ალ­ში - "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სა" ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მქო­ნე ნა­თი­ას ასა­ხი­ე­რებ, ანრი ჯო­ხა­ძის კლიპ­ში - ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალს, "ღა­მის შოუს" პრო­ექ­ტებ­ში კი ბევ­რი კო­მი­კუ­რი როლი გაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. შენი აზ­რით, ყვე­ლა­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად რო­გორ რო­ლებს თა­მა­შობ?

- სე­რი­ა­ლი - "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სა" 5 წლის წინ გა­და­ი­ღეს. მახ­სოვს, მა­შინ ძა­ლი­ან შე­ბო­ჭი­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი იყო. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი სულ ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და და ცოტა და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სას" შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვუ­ყუ­რებ. მგო­ნია, რომ ვწვა­ლობ­დი. პირ­ველ რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მი­ჭირ­და. შე­საძ­ლოა, სხვის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად ვა­ფა­სებ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ამ სე­რი­ალ­ში. ისე, თუკი პერ­სო­ნაჟს "იპო­ვი", მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ტრა­გი­კუ­ლი როლი იქ­ნე­ბა, კო­მი­კუ­რი თუ - ტრა­გი­კო­მი­კუ­ლი. მა­გა­ლი­თად, TV11-ის სკეტ­ჩებ­ში კო­მი­კურ რო­ლებს ვას­რუ­ლებ, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ჟებს სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თი აქვთ: გამ­ყიდ­ვე­ლი, სუ­ლე­ლი გოგო, რო­მე­ლიც კროს­ვორ­დებს ავ­სებს და ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა სწო­რი პა­სუ­ხი იცის და ა.შ. მთა­ვა­რია, ხა­სი­ათს "ჩა­ავ­ლო". ამ შემ­თხვე­ვა­ში, პერ­სო­ნა­ჟი კარ­გი გა­მო­დის, მსა­ხი­ო­ბიც კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს და მა­ყუ­რე­ბე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბით უყუ­რებს.

- კერ­პი მსა­ხი­ო­ბი გყო­ლია?

- მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე­რეც, როცა თე­ატ­რში აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ო­დი, ბაჩო ჩა­ჩი­ბა­ი­ა­ზე ყუ­რე­ბამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მას რომ ვხე­დავ­დი, "გა­მარ­ჯო­ბა­საც" ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ძა­ლი­ან ვიბ­ნე­ო­დი. ის­ტე­რი­კა მე­მარ­თე­ბო­და, ისე მომ­წონ­და, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი... პი­რა­დად არ ვიც­ნობ. შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან ვე­სალ­მე­ბი, რო­გორც კო­ლე­გას. ჩემ­თვის ის უმაღ­ლე­სი დო­ნის მსა­ხი­ო­ბია.

- მან ამის შე­სა­ხებ იცის?

- არა მგო­ნია. შო­რი­დან ვე­თაყ­ვა­ნე­ბო­დი, რო­გორც მსა­ხი­ობს და დღემ­დე ვაღ­მერ­თებ...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცია მოგ­წონს?

- მოდი, ბო­ლოს რაც ვნა­ხე, იმას გე­ტყვი: ძა­ლი­ან მომ­წონს ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის "99 ფრან­კი". ძვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან ბევ­რი მომ­წონს: სე­რი­ა­ლი "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა", "შაგ­რე­ნის ტყა­ვი", "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტი"... ვცდი­ლობ, ჯერ წიგ­ნი წა­ვი­კი­თხო, შემ­დეგ კი ფილ­მი ვნა­ხო, რად­გან როცა კი­თხუ­ლობ, პერ­სო­ნა­ჟებს სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ით ქმნი, ეკ­რან­ზე კი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულს უყუ­რებ. რა თქმა უნდა, ხან­და­ხან იმე­დი მიც­რუვ­დე­ბა - მეტს ვე­ლო­დი, ხან­და­ხან კი პი­რი­ქით, ნა­წარ­მო­ებს ფილ­მი ჯო­ბია. ბო­ლოს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე თჰე Gრეატ Gატსბყ რომ გა­მო­ვი­და, ჯერ ფი­ცჯე­რალ­დის "დიდი გეტსბი" წა­ვი­კი­თხე, შემ­დეგ ფილ­მი ვნა­ხე. ნა­წარ­მო­ე­ბი დი­დად არ მო­მე­წო­ნა და ვთქვი, - ამის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას რო­გორ უნდა ვუ­ყუ­რო-მეთ­ქი? არა­და, ფან­ტას­ტი­კუ­რი ფილ­მია: კოს­ტი­უ­მე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა... ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რიო ძა­ლი­ან მაგ­რად თა­მა­შობს! ამ ფილ­მის ნახ­ვა ნამ­დვი­ლად ღირს.

- "99 ფრან­კის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი უფრო მო­გე­წო­ნა თუ ფილ­მი?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჯერ ფილ­მი ვნა­ხე, შარ­შან კი წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე, შემ­დეგ ისევ ფილ­მი ვნა­ხე. მარ­თა­ლია, ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში რა­ღა­ცე­ბი და­მა­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ვერ შე­ვა­და­რებ და თა­ნაც, ორი­ვე ძა­ლი­ან მა­გა­რია!

- ნინო, შენს ყუ­რა­დღე­ბას რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი იპყრო­ბენ?

- ევ­რო­პე­ლე­ბი (იცი­ნის). ნა­წი­ლობ­რივ - ვხუმ­რობ, მაგ­რამ ევ­რო­პე­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებს ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბი­ან და ეს მომ­წონს! ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ასე იშ­ვი­ა­თად იქ­ცე­ვი­ან. ევ­რო­პე­ლე­ბი თი­თო­ე­ულ სი­ტყვას აკონ­ტრო­ლე­ბენ, ზედ­მეტს არა­ვინ არა­ფერს გე­ტყვის, ძალ­ზე ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან. ქარ­თვე­ლი ქალი მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბას რო­გორც უფრთხილ­დე­ბა, ისე უფრთხილ­დე­ბა ევ­რო­პე­ლი მა­მა­კა­ცი ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მა­მა­კა­ცი, რომ შენ­თვის ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი იყოს?

- აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თგუ­ლი უნდა იყოს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცხო­ვე­ლე­ბი ეყ­ვა­რე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ში "ამ­ყო­ლი" იქ­ნე­ბა. ჰო, ძუნ­წი არ უნდა ბრძან­დე­ბო­დეს... ხან­და­ხან ვინ­მეს და­ა­ხა­სი­ა­თებ, წარ­მოდ­გე­ნი­ლი გყავს, თუ რო­გო­რი უნდა იყოს, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­გე­წო­ნოს. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც "ხუ­ლი­გა­ნი" ისე მო­გე­წო­ნოს, რომ შენ­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი იყოს.

- მსგავ­სი შემ­თხვე­ვა გქო­ნია?

- კი, შემყვა­რე­ბია კი­დეც... ის პე­რი­ო­დი ჩემი ცხოვ­რე­ბის "შავი ლა­ქა­სა­ვით" მახ­სოვს... ალ­ბათ მე­გო­ნა, რომ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მალე დას­რულ­და. ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო...

- კუ­თხუ­რი კი­ლო­თი მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნი გო­ი­მად მი­გაჩ­ნია?

- არა, რა­ტომ?! აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში კუ­თხუ­რად სა­უბ­რო­ბენ: მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნეთ­ში ბარ­სე­ლო­ნა­ში სულ სხვა­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კო­ბენ, მად­რიდ­ში - სხვა­ნა­ი­რად; იტა­ლი­ა­შიც აქ­ცენტზე ემ­ჩნე­ვათ, წარ­მო­შო­ბით ვინ სა­ი­დან არის... ეს ძალ­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლოა. ასე­თი დე­ტა­ლე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უფრო დიდ გო­ი­მო­ბად მი­მაჩ­ნია, ვიდ­რე - კუ­თხუ­რი კი­ლო­თი ლა­პა­რა­კი. "ვი­თომ თბი­ლი­სუ­რი" სა­უბ­რე­ბი უფრო "მე­გო­ი­მე­ბა". რა ჯო­ბია გუ­რულ ან თუნ­დაც, აჭა­რულ კი­ლოს (იღი­მის)? ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა უნდა მოხ­დეს, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში. სა­კუ­თარ თავს ვკი­თხოთ, რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა თუ ის, რო­გორ კი­ლო­ზე სა­უბ­რობს ადა­მი­ა­ნი?..

- შენი აზ­რით, დახ­ვე­წი­ლი ქალი რო­გო­რი უნდა იყოს?

- თავი სულ და­ბა­ნი­ლი უნდა ჰქონ­დეს (იცი­ნის). ქა­ლიც და კა­ციც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ ქალს სი­სუფ­თა­ვე უფრო მე­ტად მო­ე­თხო­ვე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მსახიობი, რომელიც ბაჩო ჩაჩიბაიას აღმერთებს - "ისე მომწონდა, ისტერიკა მემართებოდა"

მსახიობი, რომელიც ბაჩო ჩაჩიბაიას აღმერთებს - "ისე მომწონდა, ისტერიკა მემართებოდა"

მსახიობი ნინო შავგულიძე "ღამის შოუს" სტუდიის სერიალიდან - "ჩვენი ამბავი" გახდა პოპულარული. ამჟამად, TV11-ის თანამშრომელი გახლავთ და სხვადასხვა სკეტჩში კომიკური პერსონაჟების როლებს ასრულებს. მსახიობმა ანრი ჯოხაძის პოპულარულ კლიპში - "განა, ყველა ქალი ქალია?!" ძალადობის მსხვერპლი ქალის როლიც შეასრულა. მხიარული ნინო ზოგიერთმა მაყურებელმა ამ ახალ ამპლუაში ვერც იცნო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნინო შავგულიძე ტელეეკრანზე პირველად სწორედ ტრაგიკული ბედის მქონე პერსონაჟის როლით გამოჩნდა...

- მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იტალიაში (რომში) ვიყავი. დრო კარგად გავატარეთ. ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება არასდროს მიმიღია, როგორიც წელს - რომში მივიღე. ამ მოგზაურობით კმაყოფილი ვარ.

- იტალიაში დროს როგორ ატარებდი?

- დილით ვიღვიძებდით, აუზზე გავდიოდით და დაახლოებით ნახევარ დღეს იქ ვატარებდით; შემდეგ იქვე ვსადილობდით, საღამოს კი რომის ქუჩებში ვსეირნობდით, მერე პიაცა ნავონაზე ვიკრიბებოდით. ამ ადგილას 3 უზარმაზარი შადრევანია, გარშემო კი ღია ბარები და იტალიური რესტორნებია, სადაც უგემრიელესი ნაციონალური კერძები აქვთ. როცა ღამის კლუბში წასვლა გვინდოდა, "ტესტაჩოში" მივდიოდით. ღამის ცხოვრებასაც ვასწრებდით და დილითაც ადრე ვდგებოდით.

- უცხო ქვეყანაში ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება უფრო გიყვარს თუ მაგალითად, პლაჟზე გასვლა, კლუბში გართობა?

- ყველაფერს ვასწრებ. მაგალითად, რომში ჩვ.წ.აღ-მდე აგებული ძეგლების ნახვა შეგიძლია. არაჩვეულებრივ ქვეყანაში და ქალაქში ვიყავი. საქართველოში უსაზღვრო, ფანტასტიკური შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი.

- შენს გემოვნებას ბევრი ადამიანი ენდობა?

- კი, ენდობიან. როცა დასასვენებლად მივდივართ და საერთო გარდერობი გვაქვს, გოგონები სამოსის თუ აქსესუარის შერჩევისას ერთმანეთს რჩევებს ვეკითხებით ხოლმე.

- ნინო, სერიალში - "ჟამი ყვავილობისა" ტრაგიკული ბედის მქონე ნათიას ასახიერებ, ანრი ჯოხაძის კლიპში - ძალადობის მსხვერპლ ქალს, "ღამის შოუს" პროექტებში კი ბევრი კომიკური როლი გაქვს შესრულებული. შენი აზრით, ყველაზე დამაჯერებლად როგორ როლებს თამაშობ?

- სერიალი - "ჟამი ყვავილობისა" 5 წლის წინ გადაიღეს. მახსოვს, მაშინ ძალიან შებოჭილი ვიყავი, რადგან ჩემთვის პირველი სატელევიზიო პროექტი იყო. თეატრალური ინსტიტუტი სულ ახალი დამთავრებული მქონდა და ცოტა დაძაბული ვიყავი. ახლა "ჟამი ყვავილობისას" შეგნებულად არ ვუყურებ. მგონია, რომ ვწვალობდი. პირველ რამდენიმე სერიაში მონაწილეობა განსაკუთრებულად გამიჭირდა. შესაძლოა, სხვისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ საკუთარ თავს ძალიან კრიტიკულად ვაფასებ, განსაკუთრებით - ამ სერიალში. ისე, თუკი პერსონაჟს "იპოვი", მნიშვნელობა არ აქვს, ტრაგიკული როლი იქნება, კომიკური თუ - ტრაგიკომიკული. მაგალითად, TV11-ის სკეტჩებში კომიკურ როლებს ვასრულებ, მაგრამ პერსონაჟებს სხვადასხვა ხასიათი აქვთ: გამყიდველი, სულელი გოგო, რომელიც კროსვორდებს ავსებს და ჰგონია, რომ ყველა სწორი პასუხი იცის და ა.შ. მთავარია, ხასიათს "ჩაავლო". ამ შემთხვევაში, პერსონაჟი კარგი გამოდის, მსახიობიც კომფორტულად გრძნობს თავს და მაყურებელიც სიამოვნებით უყურებს.

- კერპი მსახიობი გყოლია?

- მთელი სტუდენტობის განმავლობაში და მერეც, როცა თეატრში აქტიურად დავდიოდი, ბაჩო ჩაჩიბაიაზე ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. მას რომ ვხედავდი, "გამარჯობასაც" ვერ ვეუბნებოდი, ძალიან ვიბნეოდი. ისტერიკა მემართებოდა, ისე მომწონდა, როგორც მსახიობი... პირადად არ ვიცნობ. შეიძლება, ხანდახან ვესალმები, როგორც კოლეგას. ჩემთვის ის უმაღლესი დონის მსახიობია.

- მან ამის შესახებ იცის?

- არა მგონია. შორიდან ვეთაყვანებოდი, როგორც მსახიობს და დღემდე ვაღმერთებ...

- განსაკუთრებულად რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგწონს?

- მოდი, ბოლოს რაც ვნახე, იმას გეტყვი: ძალიან მომწონს ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი". ძველი ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან ბევრი მომწონს: სერიალი "ოსტატი და მარგარიტა", "შაგრენის ტყავი", "დორიან გრეის პორტრეტი"... ვცდილობ, ჯერ წიგნი წავიკითხო, შემდეგ კი ფილმი ვნახო, რადგან როცა კითხულობ, პერსონაჟებს საკუთარი ფანტაზიით ქმნი, ეკრანზე კი რადიკალურად განსხვავებულს უყურებ. რა თქმა უნდა, ხანდახან იმედი მიცრუვდება - მეტს ველოდი, ხანდახან კი პირიქით, ნაწარმოებს ფილმი ჯობია. ბოლოს კინოეკრანებზე თჰე Gრეატ Gატსბყ რომ გამოვიდა, ჯერ ფიცჯერალდის "დიდი გეტსბი" წავიკითხე, შემდეგ ფილმი ვნახე. ნაწარმოები დიდად არ მომეწონა და ვთქვი, - ამის ეკრანიზაციას როგორ უნდა ვუყურო-მეთქი? არადა, ფანტასტიკური ფილმია: კოსტიუმები, მუსიკალური გაფორმება... ლეონარდო დი კაპრიო ძალიან მაგრად თამაშობს! ამ ფილმის ნახვა ნამდვილად ღირს.

- "99 ფრანკის" ლიტერატურული ნაწარმოები უფრო მოგეწონა თუ ფილმი?

- ამ შემთხვევაში, რამდენიმე წლის წინ ჯერ ფილმი ვნახე, შარშან კი წიგნი წავიკითხე, შემდეგ ისევ ფილმი ვნახე. მართალია, ეკრანიზაციაში რაღაცები დამატებულია, მაგრამ ერთმანეთს ვერ შევადარებ და თანაც, ორივე ძალიან მაგარია!

- ნინო, შენს ყურადღებას როგორი მამაკაცები იპყრობენ?

- ევროპელები (იცინის). ნაწილობრივ - ვხუმრობ, მაგრამ ევროპელები ურთიერთობებს ძალიან უფრთხილდებიან და ეს მომწონს! ქართველი მამაკაცები ასე იშვიათად იქცევიან. ევროპელები თითოეულ სიტყვას აკონტროლებენ, ზედმეტს არავინ არაფერს გეტყვის, ძალზე ყურადღებიანები არიან. ქართველი ქალი მამაკაცთან ურთიერთობას როგორც უფრთხილდება, ისე უფრთხილდება ევროპელი მამაკაცი ქალთან ურთიერთობას.

- როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, რომ შენთვის ყოველთვის სასურველი იყოს?

- აუცილებლად ერთგული უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ცხოველები ეყვარება და ყველაფერში "ამყოლი" იქნება. ჰო, ძუნწი არ უნდა ბრძანდებოდეს... ხანდახან ვინმეს დაახასიათებ, წარმოდგენილი გყავს, თუ როგორი უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი მოგეწონოს. შეიძლება, ვიღაც "ხულიგანი" ისე მოგეწონოს, რომ შენთვის მთელი ცხოვრება სასურველი იყოს.

- მსგავსი შემთხვევა გქონია?

- კი, შემყვარებია კიდეც... ის პერიოდი ჩემი ცხოვრების "შავი ლაქასავით" მახსოვს... ალბათ მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე დასრულდა. ეს რამდენიმე წლის წინ იყო...

- კუთხური კილოთი მოსაუბრე ადამიანი გოიმად მიგაჩნია?

- არა, რატომ?! აბსოლუტურად ყველა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში კუთხურად საუბრობენ: მაგალითად, ესპანეთში ბარსელონაში სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, მადრიდში - სხვანაირად; იტალიაშიც აქცენტზე ემჩნევათ, წარმოშობით ვინ საიდან არის... ეს ძალზე უმნიშვნელოა. ასეთი დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა უფრო დიდ გოიმობად მიმაჩნია, ვიდრე - კუთხური კილოთი ლაპარაკი. "ვითომ თბილისური" საუბრები უფრო "მეგოიმება". რა ჯობია გურულ ან თუნდაც, აჭარულ კილოს (იღიმის)? ფასეულობების გადაფასება უნდა მოხდეს, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. საკუთარ თავს ვკითხოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ბედნიერება და ჯანმრთელობა თუ ის, როგორ კილოზე საუბრობს ადამიანი?..

- შენი აზრით, დახვეწილი ქალი როგორი უნდა იყოს?

- თავი სულ დაბანილი უნდა ჰქონდეს (იცინის). ქალიც და კაციც მოწესრიგებული უნდა იყოს, მაგრამ ქალს სისუფთავე უფრო მეტად მოეთხოვება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება