სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტამბოლში ექიმების საცდელი კურდღელი ვიქნები" - რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ ქეთა ლორთქიფანიძეს
"სტამბოლში ექიმების საცდელი კურდღელი ვიქნები" - რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ ქეთა ლორთქიფანიძეს

მსა­ხი­ობ ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს 5 შვი­ლი ჰყავს და ყო­ველ წე­ლი­წადს და­სას­ვე­ნებ­ლად შვი­ლებ­თან ერ­თად და­დის. და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­გორ ახერ­ხებს მსა­ხი­ო­ბი გან­ტვირ­თვა­სა და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას, ამი­ტომ ზღვის­პი­რე­თი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ არ­ტისტს დას­ვე­ნე­ბა­სა და ახალ სე­ზონ­ზე სა­სა­უბ­როდ შინ ვეწ­ვიე.

- უკვე 12 წე­ლია, ცი­ხის­ძირ­ში, ხალ­ვა­შე­ბის ოჯახ­ში ვის­ვე­ნებ. მათ 6 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ და თი­თო­ე­ულ­თან ვმე­გობ­რობ. მარ­თლაც, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხია და სწო­რედ ამი­ტომ, ყო­ველ ზა­ფხულს ვსტუმ­რობ. იქ მშვი­დი გა­რე­მოა. გარ­და ამი­სა, ჩემი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი შვი­ლე­ბის მოვ­ლა­შიც მეხ­მა­რე­ბი­ან. უკვე იმ­დე­ნი ხა­ნია, იქ დავ­დი­ვარ, რომ მგო­ნია, სა­კუ­თარ ოჯახ­ში ჩავ­დი­ვარ და ნა­თე­სა­ვე­ბი მხვდე­ბი­ან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­დამ­დეც მექ­ნე­ბა ხა­ლი­სი, რომ ზღვა­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით ვი­ა­რო, მა­ნამ­დე ყო­ველ­თვის მათ ვეს­ტუმ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, არის ასე­თი კუ­რორ­ტი - სი­ო­ნი, რო­მე­ლიც ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია. როცა უფ­რო­სი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, ყო­ველ წელს იქ ვის­ვე­ნებ­დი ხოლ­მე, მაგ­რამ მერე იქა­უ­რი ცუდი პი­რო­ბე­ბის გამო, ეს კუ­რორ­ტი მი­ვი­ვი­წყე... ჩემი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი შარ­შან, თა­ვი­ანთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სწო­რედ სი­ონ­ში წა­ვიდ­ნენ. ისე მო­ე­წო­ნათ ეს კუ­რორ­ტი, რომ წელ­საც იქ და­ის­ვე­ნეს. სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ არც თო­მას და არც ნი­ნის არ ახ­სოვთ, რომ ბავ­შვო­ბა­ში ამ კუ­რორტზე ყო­ველ­წლი­უ­რად და­დი­ოდ­ნენ.

- ე.ი. წელს ზღვა­ზე ხუთ შვილ­თან კი არა, მხო­ლოდ სამ შვილ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნე, არა?

- მარ­თა­ლია. ზღვა­ზე ჩემ­თან ერ­თად თე­ო­დო­რა, სე­სი­ლი და იო­ა­ნე იყ­ვნენ, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი ბავ­შვე­ბი დე­დამ­თილს და­ვუ­ტო­ვე და სი­ონ­ში გა­ვემ­გზავ­რე, რომ ორი დღით მა­ინც და­მეს­ვე­ნა. ზღვა­ზე მე­უღ­ლე არ მახ­ლდა, ამი­ტომ სამ ბავ­შვს მარ­ტო ვუვ­ლი­დი და შე­სა­ბა­მი­სად, დას­ვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მჭირ­დე­ბო­და, თან - სი­ონ­ში უფ­როს შვი­ლებს ჩა­ვა­კი­თხე. თუ და­მი­ჯე­რებ, იმ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხე­ლი ყა­ვაც კი არ და­მი­ლე­ვია, რად­გან ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა მე­ზა­რე­ბო­და. და­ვუ­მე­გობ­რდი ჩემი შვი­ლე­ბის მე­გობ­რებს და სხვა­დას­ხვა კო­ტე­ჯში მათ­თან ერ­თად სტუმ­რა­დაც დავ­დი­ო­დი. ის ორი დღე მო­ნა­დი­რულ ძეხვს მი­ვირ­თმევ­დი და თეფშს არ ვი­ყე­ნებ­დი, რად­გან მერე გა­სა­რე­ცხი არა­ფე­რი მქო­ნო­და. კი­დევ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გან­ვაგ­რძობ­დი ასეთ დას­ვე­ნე­ბას, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბი მე­წყე­ბო­და, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, თბი­ლის­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- რო­გორც მივ­ხვდი, მთა­ში ყოფ­ნას ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა გირ­ჩევ­ნია...

- ამ ზა­ფხულს უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი გვყავ­და და ისი­ნი ყაზ­ბეგ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ. იმა­ვე დღეს დავ­ბრუნ­დით თბი­ლის­ში. უკა­ნა გზა­ზე მივ­ხვდი, რომ ვკვდე­ბო­დი და მგო­ნი, ფო­ბი­აც და­მე­მარ­თა. როცა მთა­ზე ზე­მო­დან ვარ და ქვე­მოთ ვი­ყუ­რე­ბი, ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ მთე­ბის შუ­ა­ში რომ ვარ, ვით­რგუ­ნე­ბი, იქ ყოფ­ნა არ მსი­ა­მოვ­ნებს. მით უფრო, თუ იქ ტყე არ არის... სი­ონ­ში თუ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა. იქ შეზ­ლონ­გე­ბიც კი არ აქვთ. მარ­თა­ლია, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, - ასე ჯო­ბი­აო, მაგ­რამ მე მა­ინც კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ. თუმ­ცა, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ასე­თი კომ­ფორ­ტის საგ­ნე­ბი არც ცი­ხის­ძირ­ში არ­სე­ბობს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­მო­სა­ვალს დამ­სვე­ნებ­ლის­გან იღებს, უნდა და­ფიქ­რდეს ამ სა­კი­თხზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, შეზ­ლონ­გე­ბი, ქოლ­გე­ბი მა­ინც იყი­დონ და გა­ა­ქი­რა­ონ. გარ­და ამი­სა, ცი­ხის­ძირ­ში გზებ­ზე გა­და­სას­ვლე­ლის პრობ­ლე­მაც არის. არ მახ­სოვს, იქ და­მეს­ვე­ნოს და საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა არ მომ­ხდა­რი­ყოს. მი­მაჩ­ნია, რომ სა­დაც ხალ­ხის დიდი ნა­კა­დია, იქ ზედა გა­და­სას­ვლე­ლი ან შუქ­ნი­შა­ნი მა­ინც უნდა გა­კეთ­დეს, რათა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა პლაჟ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ ვი­ა­როთ. გარ­და ამი­სა, სი­სუფ­თა­ვე არ არის და გული მწყდე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, რა­საც ხელს მოვ­კი­დებთ, ყვე­ლა­ფე­რი ძირს ხომ არ უნდა დავ­ყა­როთ? აჭა­რა­ში მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დი. ჩემ წინ მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი ბავ­შვი და ოთხი უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი იჯდა, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ფან­ჯრი­დან ყრიდ­ნენ ბოთ­ლებ­სა და ჭი­ქებს. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.

- ახლა ის მი­ამ­ბე, სამ ბავ­შვთან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას რო­გორ ახერ­ხებ?

- და­ვის­ვე­ნე კი არა, უზო­მოდ და­ვი­ღა­ლე. კი­დევ კარ­გი, ის ოჯა­ხი მეხ­მა­რე­ბო­და, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. გარ­და ამი­სა, იმ სახ­ლს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ეზო აქვს, იქ ერ­თმა­ნეთს მთი­სა და ზღვის ჰავა ერ­წყმის. ეზო­ში დგას ლა­მა­ზი ფან­ჩა­ტუ­რი. მოკ­ლედ, ზღვა­ზე რომც არ ჩახ­ვი­დე, ბავ­შვე­ბი მა­ინც კარ­გად და­ის­ვე­ნე­ბენ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად თით­ქმის სულ ერთი და იგი­ვე დამ­სვე­ნებ­ლე­ბი დავ­დი­ვართ და შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვე­ბი უკვე ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნო­ბენ; მშობ­ლე­ბიც ვმე­გობ­რობთ.

- ამ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში სა­დილ­საც თა­ვად ამ­ზა­დებ­დი?

- და­სას­ვე­ნებ­ლად 20 დღე ვი­ყა­ვი და ბავ­შვებ­საც ვუვ­ლი­დი, სახ­ლსაც ვა­ლა­გებ­დი და სა­დილ­საც ვამ­ზა­დებ­დი. ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე დამ­სვე­ნე­ბე­ლი ერ­თად ვამ­ზა­დებ­დით კერ­ძებს. მერე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ყიდ­ლებ­ზეც ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვით, პრო­დუქ­ტიც სა­ერ­თოდ ფუ­ლით შეგ­ვე­ძი­ნა, ერ­თად მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა და ერ­თად გვე­ჭა­მა კი­დეც. ეს კომ­ფორ­ტუ­ლია... უფ­რო­სი შვი­ლე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად რომ წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, საქ­მეს გა­ცი­ლე­ბით გა­მი­ად­ვი­ლებ­დნენ, პა­ტა­რე­ბის მოვ­ლა­ში და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ რა ვქნა, გა­ი­ზარ­დნენ, თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა აქვთ და ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ, რომ თა­ვი­ანთ და-ძმას მო­უ­ა­რონ. წელს საკ­მა­ოდ რთუ­ლი ზა­ფხუ­ლი გვქონ­და, რად­გან თო­მამ სკო­ლა და­ამ­თავ­რა და თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა... გარ­და ამი­სა, სა­ბავ­შვო ბა­ღის გახ­სნა გა­დავ­წყვი­ტე. ეს საქ­მეც წა­მო­ვი­წყე და ამი­ტომ, მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად კი არა, გო­ნებ­რი­ვა­დაც ვერ და­ვის­ვე­ნე. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი რა­ღა­ცას ვან­გა­რი­შობ­დი და ბა­ღის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თებ­ზე ვფიქ­რობ­დი.

- სა­ბავ­შვო ბა­ღის გახ­სნა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! 5 შვი­ლის დედა ვარ და გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და (იღი­მის). გარ­და ამი­სა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ძი­ძის პრობ­ლე­მაც შე­მექ­მნა. რო­გორც ჩანს, ერთი პე­რი­ო­დი იმ­დე­ნად კარ­გი ძი­ძე­ბი მყავ­დნენ, რომ მათ­ზე ნაკ­ლებს ვე­ღარც მე და ვე­ღარც ჩემი შვი­ლე­ბი ვერ შე­ვე­გუ­ეთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვი­ფიქ­რე, რომ ეს ბაღი გა­მეხ­სნა, რო­მე­ლიც ჩემ­თვი­საც და ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­საც ბევ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. მინ­და, ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც მე მქონ­და, სხვებს არ შე­ექ­მნათ. მთა­ვა­რია, პა­ტა­რა ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნონ და მის მშობ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყობთ ხელს...

- ახლა შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ახ­ლე­ებ­ზე ვი­სა­უბ­როთ...

- სი­ა­მოვ­ნე­ბით. "კო­მე­დი არხზე" ახა­ლი სე­რი­ა­ლის - "გან­ყო­ფი­ლე­ბა ნო­მე­რი 9" გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. ეს სე­რი­ა­ლი დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რი­საა, თუმ­ცა, კო­მე­დი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. რო­დის გავა ეთერ­ში, არ ვიცი, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ საკ­მა­ოდ ჩახ­ლარ­თუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი იქ­ნე­ბა. გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე და პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ, მე კი მათი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გახ­ლა­ვართ. ამ სე­რი­ალ­ში სხვა ბევრ ცნო­ბილ, მაგ­რამ "კო­მე­დი არ­ხის­თვის" ახალ სა­ხე­ებს ნა­ხავთ... რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატრს, 9 სექ­ტემ­ბერს გას­ტროლ­ზე ბა­თუმ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბით, სა­დაც ოთხ სპექ­ტაკლს: "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", "მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი", "რი­ჩარდ მე­სა­მე" და "მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ" - წარ­ვად­გენთ. ამ სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თში, - "მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ" - ვმო­ნა­წი­ლე­ობ. თი­თო­ე­ულ სპექ­ტაკლს მხო­ლოდ ერთხელ ვი­თა­მა­შებთ და კვლავ თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დე­ბით. ასე რომ, დას­ვე­ნე­ბა არც იქ გა­მო­მი­ვა. ასე­ვე, იგეგ­მე­ბა გას­ტრო­ლი ლვოვ­ში, სა­დაც "მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი" უნდა წარ­ვად­გი­ნოთ. მიწ­ვე­ვა გვაქვს შექ­სპი­რის ფეს­ტი­ვალ­ზეც, მაგ­რამ ხომ იცით, ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით, იქ წას­ვლას მო­ვა­ხერ­ხებთ თუ ვერა.

კი­დევ ერთი სი­ახ­ლე ის არის, რომ სტამ­ბო­ლის ერთ-ერ­თმა კლი­ნი­კამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მათ სურთ, რომ თა­ვი­ან­თი კლი­ნი­კა ქარ­თველ ხალ­ხს გა­აც­ნონ. ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ამ კლი­ნი­კა­ში გა­მოკ­ვლე­ვებს ჩა­მი­ტა­რე­ბენ, მერე კი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ვუ­ამ­ბობ.

- ანუ შენ ამ კლი­ნი­კის სახე იქ­ნე­ბი?

- სახე კი არა, პა­ცი­ენ­ტი ვიქ­ნე­ბი, ე.წ. საც­დე­ლი კურ­დღე­ლი.

- ხომ ჯან­მრთე­ლად ხარ?

- მთლად კარ­გად ვერ ვარ და იმე­დი მაქვს, მათი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­ვად­გენ, რა მჭირს.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"სტამბოლში ექიმების საცდელი კურდღელი ვიქნები" - რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ ქეთა ლორთქიფანიძეს

"სტამბოლში ექიმების საცდელი კურდღელი ვიქნები" - რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარონ ქეთა ლორთქიფანიძეს

მსახიობ ქეთა ლორთქიფანიძეს 5 შვილი ჰყავს და ყოველ წელიწადს დასასვენებლად შვილებთან ერთად დადის. დავინტერესდი, როგორ ახერხებს მსახიობი განტვირთვასა და ძალების აღდგენას, ამიტომ ზღვისპირეთიდან თბილისში დაბრუნებულ არტისტს დასვენებასა და ახალ სეზონზე სასაუბროდ შინ ვეწვიე.

- უკვე 12 წელია, ციხისძირში, ხალვაშების ოჯახში ვისვენებ. მათ 6 ქალიშვილი ჰყავთ და თითოეულთან ვმეგობრობ. მართლაც, არაჩვეულებრივი ოჯახია და სწორედ ამიტომ, ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ. იქ მშვიდი გარემოა. გარდა ამისა, ჩემი მრავალრიცხოვანი შვილების მოვლაშიც მეხმარებიან. უკვე იმდენი ხანია, იქ დავდივარ, რომ მგონია, საკუთარ ოჯახში ჩავდივარ და ნათესავები მხვდებიან. დარწმუნებული ვარ, სადამდეც მექნება ხალისი, რომ ზღვაზე საცურაო კოსტიუმით ვიარო, მანამდე ყოველთვის მათ ვესტუმრები. გარდა ამისა, არის ასეთი კურორტი - სიონი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. როცა უფროსი შვილები პატარები იყვნენ, ყოველ წელს იქ ვისვენებდი ხოლმე, მაგრამ მერე იქაური ცუდი პირობების გამო, ეს კურორტი მივივიწყე... ჩემი უფროსი შვილები შარშან, თავიანთ მეგობრებთან ერთად, სწორედ სიონში წავიდნენ. ისე მოეწონათ ეს კურორტი, რომ წელსაც იქ დაისვენეს. სასაცილო ის არის, რომ არც თომას და არც ნინის არ ახსოვთ, რომ ბავშვობაში ამ კურორტზე ყოველწლიურად დადიოდნენ.

- ე.ი. წელს ზღვაზე ხუთ შვილთან კი არა, მხოლოდ სამ შვილთან ერთად დაისვენე, არა?

- მართალია. ზღვაზე ჩემთან ერთად თეოდორა, სესილი და იოანე იყვნენ, იქიდან დაბრუნებულმა კი ბავშვები დედამთილს დავუტოვე და სიონში გავემგზავრე, რომ ორი დღით მაინც დამესვენა. ზღვაზე მეუღლე არ მახლდა, ამიტომ სამ ბავშვს მარტო ვუვლიდი და შესაბამისად, დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, თან - სიონში უფროს შვილებს ჩავაკითხე. თუ დამიჯერებ, იმ ორი დღის განმავლობაში ცხელი ყავაც კი არ დამილევია, რადგან ყველაფრის კეთება მეზარებოდა. დავუმეგობრდი ჩემი შვილების მეგობრებს და სხვადასხვა კოტეჯში მათთან ერთად სტუმრადაც დავდიოდი. ის ორი დღე მონადირულ ძეხვს მივირთმევდი და თეფშს არ ვიყენებდი, რადგან მერე გასარეცხი არაფერი მქონოდა. კიდევ დიდი სიამოვნებით განვაგრძობდი ასეთ დასვენებას, მაგრამ გადაღებები მეწყებოდა, ამიტომ იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი.

- როგორც მივხვდი, მთაში ყოფნას ზღვაზე დასვენება გირჩევნია...

- ამ ზაფხულს უცხოელი სტუმრები გვყავდა და ისინი ყაზბეგში წავიყვანეთ. იმავე დღეს დავბრუნდით თბილისში. უკანა გზაზე მივხვდი, რომ ვკვდებოდი და მგონი, ფობიაც დამემართა. როცა მთაზე ზემოდან ვარ და ქვემოთ ვიყურები, ძალიან მომწონს, მაგრამ მთების შუაში რომ ვარ, ვითრგუნები, იქ ყოფნა არ მსიამოვნებს. მით უფრო, თუ იქ ტყე არ არის... სიონში თუ ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განვითარდება, კარგი იქნება. იქ შეზლონგებიც კი არ აქვთ. მართალია, დამსვენებლები ამბობენ, - ასე ჯობიაო, მაგრამ მე მაინც კომფორტის მოყვარული ვარ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ასეთი კომფორტის საგნები არც ციხისძირში არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც შემოსავალს დამსვენებლისგან იღებს, უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე. ბოლოს და ბოლოს, შეზლონგები, ქოლგები მაინც იყიდონ და გააქირაონ. გარდა ამისა, ციხისძირში გზებზე გადასასვლელის პრობლემაც არის. არ მახსოვს, იქ დამესვენოს და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარიყოს. მიმაჩნია, რომ სადაც ხალხის დიდი ნაკადია, იქ ზედა გადასასვლელი ან შუქნიშანი მაინც უნდა გაკეთდეს, რათა დამსვენებლებმა პლაჟზე კომფორტულად და უსაფრთხოდ ვიაროთ. გარდა ამისა, სისუფთავე არ არის და გული მწყდება. ბოლოს და ბოლოს, რასაც ხელს მოვკიდებთ, ყველაფერი ძირს ხომ არ უნდა დავყაროთ? აჭარაში მანქანით მივდიოდი. ჩემ წინ მოძრავ ავტომობილში ორი ბავშვი და ოთხი უფროსი ადამიანი იჯდა, რომლებიც პირდაპირ ფანჯრიდან ყრიდნენ ბოთლებსა და ჭიქებს. ეს საშინელებაა.

- ახლა ის მიამბე, სამ ბავშვთან ერთად დასვენებას როგორ ახერხებ?

- დავისვენე კი არა, უზომოდ დავიღალე. კიდევ კარგი, ის ოჯახი მეხმარებოდა, სადაც ვცხოვრობდი. გარდა ამისა, იმ სახლს ძალიან ლამაზი ეზო აქვს, იქ ერთმანეთს მთისა და ზღვის ჰავა ერწყმის. ეზოში დგას ლამაზი ფანჩატური. მოკლედ, ზღვაზე რომც არ ჩახვიდე, ბავშვები მაინც კარგად დაისვენებენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყოველწლიურად თითქმის სულ ერთი და იგივე დამსვენებლები დავდივართ და შესაბამისად, ბავშვები უკვე ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ; მშობლებიც ვმეგობრობთ.

- ამ დასვენების დღეებში სადილსაც თავად ამზადებდი?

- დასასვენებლად 20 დღე ვიყავი და ბავშვებსაც ვუვლიდი, სახლსაც ვალაგებდი და სადილსაც ვამზადებდი. ბოლო დღეებში რამდენიმე დამსვენებელი ერთად ვამზადებდით კერძებს. მერე გადავწყვიტეთ, რომ საყიდლებზეც ერთად წავსულიყავით, პროდუქტიც საერთოდ ფულით შეგვეძინა, ერთად მოგვემზადებინა და ერთად გვეჭამა კიდეც. ეს კომფორტულია... უფროსი შვილებიც ჩვენთან ერთად რომ წამოსულიყვნენ, საქმეს გაცილებით გამიადვილებდნენ, პატარების მოვლაში დამეხმარებოდნენ. მაგრამ რა ვქნა, გაიზარდნენ, თავიანთი ცხოვრება აქვთ და ვერ დავავალდებულებ, რომ თავიანთ და-ძმას მოუარონ. წელს საკმაოდ რთული ზაფხული გვქონდა, რადგან თომამ სკოლა დაამთავრა და თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა... გარდა ამისა, საბავშვო ბაღის გახსნა გადავწყვიტე. ეს საქმეც წამოვიწყე და ამიტომ, მხოლოდ ფიზიკურად კი არა, გონებრივადაც ვერ დავისვენე. მთელი ზაფხული რაღაცას ვანგარიშობდი და ბაღისთვის საჭირო ნივთებზე ვფიქრობდი.

- საბავშვო ბაღის გახსნა მრავალშვილიანობამ გადაგაწყვეტინა?

- რასაკვირველია! 5 შვილის დედა ვარ და გამოცდილება დამიგროვდა (იღიმის). გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ძიძის პრობლემაც შემექმნა. როგორც ჩანს, ერთი პერიოდი იმდენად კარგი ძიძები მყავდნენ, რომ მათზე ნაკლებს ვეღარც მე და ვეღარც ჩემი შვილები ვერ შევეგუეთ. აქედან გამომდინარე, მოვიფიქრე, რომ ეს ბაღი გამეხსნა, რომელიც ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც ბევრად კომფორტული იქნება. მინდა, ის პრობლემები, რაც მე მქონდა, სხვებს არ შეექმნათ. მთავარია, პატარა ჩვენთან მოიყვანონ და მის მშობლებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს...

- ახლა შემოქმედებით სიახლეებზე ვისაუბროთ...

- სიამოვნებით. "კომედი არხზე" ახალი სერიალის - "განყოფილება ნომერი 9" გადაღება დაიწყო. ეს სერიალი დეტექტიური ჟანრისაა, თუმცა, კომედიური ელემენტებით გაჯერებული. როდის გავა ეთერში, არ ვიცი, მაგრამ გპირდებით, რომ საკმაოდ ჩახლართული და საინტერესო სიუჟეტი იქნება. გიორგი ვარდოსანიძე და პაატა გულიაშვილი გამომძიებლების როლებს ასრულებენ, მე კი მათი განყოფილების უფროსი გახლავართ. ამ სერიალში სხვა ბევრ ცნობილ, მაგრამ "კომედი არხისთვის" ახალ სახეებს ნახავთ... რაც შეეხება თეატრს, 9 სექტემბერს გასტროლზე ბათუმში მივემგზავრებით, სადაც ოთხ სპექტაკლს: "კავკასიური ცარცის წრე", "მექანიკური ფორთოხალი", "რიჩარდ მესამე" და "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" - წარვადგენთ. ამ სპექტაკლებიდან მხოლოდ ერთში, - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" - ვმონაწილეობ. თითოეულ სპექტაკლს მხოლოდ ერთხელ ვითამაშებთ და კვლავ თბილისში დავბრუნდებით. ასე რომ, დასვენება არც იქ გამომივა. ასევე, იგეგმება გასტროლი ლვოვში, სადაც "მექანიკური ფორთოხალი" უნდა წარვადგინოთ. მიწვევა გვაქვს შექსპირის ფესტივალზეც, მაგრამ ხომ იცით, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და წინასწარ ვერ გეტყვით, იქ წასვლას მოვახერხებთ თუ ვერა.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ სტამბოლის ერთ-ერთმა კლინიკამ თანამშრომლობა შემომთავაზა. მათ სურთ, რომ თავიანთი კლინიკა ქართველ ხალხს გააცნონ. ოქტომბრის ბოლოს ამ კლინიკაში გამოკვლევებს ჩამიტარებენ, მერე კი ქართველ საზოგადოებას ამ ყველაფრის შესახებ ვუამბობ.

- ანუ შენ ამ კლინიკის სახე იქნები?

- სახე კი არა, პაციენტი ვიქნები, ე.წ. საცდელი კურდღელი.

- ხომ ჯანმრთელად ხარ?

- მთლად კარგად ვერ ვარ და იმედი მაქვს, მათი გამოკვლევების შედეგად დავადგენ, რა მჭირს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება