45 წლის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება. მის სახეზე ერთი ნაოჭიც არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი პლასტიკური ოპერაციების კატეგორიული წინააღმდეგია და ბოტოქსთან გაკარებასაც კი არ აპირებს. ინტერვიუში ენისტონმა ისაუბრა, თუ რაში მდგომარეობს მისი სახის ახალგაზრდობის საიდუმლო.
”პირველ რიგში გენები. მამაჩემი 81 წლისაა და თითქმის არ აქვს ნაოჭები. ბებიაჩემიც - მამის დედა 95 წლის გარდაიცვალა და გამაოგნებლად გამოიყურებოდა ბოლო დღემდე. პირადად ჩემი საიდუმლო კი ასეთია: ძილი, ბევრი წყალი და კარგი დამარბილებელი მალამოები სახისთვის” - გაამხილა ჯენიფერმა.
ასევე ენისტონმა აღიარა, რომ ბოლო ხანებში ნაკლებად ადარდებს წონის საკითხი. ვარსკვლავის თქმით, ზედმეტი კილოგრამები ისევე რომ ადარდებდეს, როგორც ადრე, მაშინ აუცილებლად ეცდებოდა მინიმუმ სამი კილოს მოშორებას. თუმცა მსახიობი თვლის, რომ მის ასაკში არაა აუცილებელი იმდენივეს იწონიდეს, რამდენსაც ახალგაზრდობაში.
”დაიმახსოვრეთ, რას ამბობდა კატრინ დენევი: ”კონკრეტულ ასაკში ქალი ვალდებულია არჩევანი გააკეთოს თავის სახესა და უკანალს შორის”, - განაცხადა ჯენიფერმა.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.