მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის ახალი სანქციები და რუსეთის მუქარა დასავლეთს
ევროკავშირის ახალი სანქციები და რუსეთის მუქარა დასავლეთს

რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის ახალ სან­ქცი­ებ­ში, რო­მე­ლიც დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, 20 სა­ფი­ნან­სო, თავ­დაც­ვი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნია და 24 პირი მოხ­ვდა, მათ შო­რის რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და ოლი­გარ­ქე­ბი. "ცენ­ზორ.ნეტ" ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­შირ­ში სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

ამ ადა­მი­ა­ნებს ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა აეკ­რძა­ლე­ბა და და­ებ­ლო­კე­ბათ აქ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­აჩ­ნი­ათ. "ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ღვე­ვენ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. მათ შო­რის - დონ­ბა­სის ე.წ. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ყი­რი­მის სამ­თავ­რო­ბო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რუ­სე­თის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და ოლი­გარ­ქე­ბი", - აცხა­დებს სა­ა­გენ­ტოს წყა­რო.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა შე­ზღუდ­ვებ­თან ერ­თად, შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აკ­რძალ­ვა ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბის სფე­რო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და სა­ზღვაო შელ­ფის დაზ­ვერ­ვა­ზე. აკ­რძალ­ვა გა­იზ­რდე­ბა ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპორტზე, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამ მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა რუ­სე­თის 9 კომ­პა­ნი­ას­თან.

ამ­გვა­რად, ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შე­დე­გად, მთლი­ა­ნო­ბა­ში, აკ­რძალ­ვა შე­ე­ხე­ბა 23 კომ­პა­ნი­ა­სა და 119 პირს.

რო­გორც, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მის­რის შტე­ფან ფუ­ლემ გა­ნა­ცხა­და, და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია უკ­რა­ი­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­სა­წყვე­ტად.

"მი­მაჩ­ნია, რომ ეს ჩვე­ნი მხრი­დან კი­დევ ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის­ხმე­ვის მი­სა­მარ­თად იმის­კენ, რომ ვი­თა­რე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­სა­წყვე­ტად კი­დევ ერთი შან­სი გაჩ­ნდეს", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სარ­მა და დას­ძი­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირს სან­ქცი­ე­ბის გარ­და სხვა ბერ­კე­ტე­ბიც გა­აჩ­ნია არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად.

მისი თქმით, ამ ბერ­კე­ტებს ევ­რო­კავ­ში­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნებს. ფუ­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი - ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია. "ყი­რიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ზე­წო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებთ, ვიდ­რე კა­ნო­ნი­ე­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგე­ბა. ჩვე­ნი აზ­რე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ­ლებ­თან და უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­თა­ნაა", - გა­ნა­ცხა­და ფუ­ლემ იალ­ტის მე-11 ყო­ველ­წლი­უ­რი ევ­რო­პუ­ლი სტრა­ტე­გი­ის (YES) შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოს­ვლი­სას.

გარ­და ამი­სა, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბით, მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­რას­კევს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დებს.

"ჩვენ გა­ვაღ­რმა­ვებთ და გა­ვა­ფარ­თო­ებთ სან­ქცი­ებს ფი­ნან­სურ, ენერ­გე­ტი­კულ და თავ­დაც­ვის სფე­რო­ებ­ში. ეს ზო­მე­ბი გა­აძ­ლი­ე­რებს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ იზო­ლა­ცი­ას და ეკო­ნო­მი­კურ ხარ­ჯებს რუ­სე­თის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნი­სა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის. ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­რას­კევს ამ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს", - აღ­ნიშ­ნა ბა­რაკ ობა­მამ.

მი­უ­ხე­და­ვად სან­ქცი­ე­ბი­სა, რუ­სე­თი უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს და ევ­რო­კავ­შირს აფრ­თხი­ლებს, რომ ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბი სა­თა­ნა­დო რე­აქ­ცი­ის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პუ­ლი კავ­ში­რის ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­რა­ი­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არის მი­მარ­თუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ნა­თე­ლი ხდე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ აღე­ბუ­ლი კურ­სის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბის­კენ. ახლა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ფარ­თო სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი და­ი­წყო, ხდე­ბა ტყვე­ე­ბის გაც­ვლა, რო­დე­საც მთე­ლი ძა­ლე­ბის გა­და­ტა­ნა სა­ჭი­როა ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბი­დან გზე­ბის ძი­ე­ბის­კენ უკ­რა­ი­ნის ში­და­კონ­ფლიქ­ტი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად, მსგავ­სი ნა­ბი­ჯე­ბი უად­გი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და არ არის შორ­სმჭვრე­ტე­ლუ­რი. ნათ­ლად ჩანს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ეს ნა­ბი­ჯი რე­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლია", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­შიც რუ­სე­თი ევ­რო­კავ­შირს აფრ­თხი­ლებს, რომ ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის მხრი­დან სა­თა­ნა­დო რე­აქ­ცი­ის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ევროკავშირის ახალი სანქციები და რუსეთის მუქარა დასავლეთს

ევროკავშირის ახალი სანქციები და რუსეთის მუქარა დასავლეთს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდება, 20 საფინანსო, თავდაცვისა და ენერგეტიკული კომპანია და 24 პირი მოხვდა, მათ შორის რუსი მაღალჩინოსნები და ოლიგარქები. "ცენზორ.ნეტ" ამის შესახებ ევროკავშირში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ადამიანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება და დაებლოკებათ აქტივები, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გააჩნიათ. "ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის - დონბასის ე.წ. ახალი ხელმძღვანელობა, ყირიმის სამთავრობო ჩინოვნიკები, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ოლიგარქები", - აცხადებს სააგენტოს წყარო.

გამოცემის ინფორმაციით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, შემოღებული იქნება აკრძალვა ნავთობმოპოვების სფეროში მომსახურებაზე და საზღვაო შელფის დაზვერვაზე. აკრძალვა გაიზრდება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება. ამ მხრივ თანამშრომლობა აიკრძალება რუსეთის 9 კომპანიასთან.

ამგვარად, ახალი სანქციების ძალაში შესვლის შედეგად, მთლიანობაში, აკრძალვა შეეხება 23 კომპანიასა და 119 პირს.

როგორც, გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულემ განაცხადა,  დამატებითი სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინიაში არსებული ვითარების მშვიდობიანად გადასაწყვეტად.

"მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება ყოველგვარი ძალისხმევის მისამართად იმისკენ, რომ ვითარების მშვიდობიანად გადასაწყვეტად კიდევ ერთი შანსი გაჩნდეს", - განაცხადა ევროკომისარმა და დასძინა, რომ ევროკავშირს სანქციების გარდა სხვა ბერკეტებიც გააჩნია არსებულ ვითარებაზე გავლენის მოსახდენად.

მისი თქმით, ამ ბერკეტებს ევროკავშირი სიტუაციის მიხედვით გამოიყენებს. ფულემ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროპული მომავალი - ქვეყნის სუვერენული არჩევანია. "ყირიმთან დაკავშირებით ჩვენ ზეწოლას გავაგრძელებთ, ვიდრე კანონიერი სამართლიანობა არ აღდგება. ჩვენი აზრები აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებლებთან და უკრაინელ სამხედროებთანაა", - განაცხადა ფულემ იალტის მე-11 ყოველწლიური ევროპული სტრატეგიის (YES) შეხვედრაზე გამოსვლისას.

გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მისი ადმინისტრაცია პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს.

"ჩვენ გავაღრმავებთ და გავაფართოებთ სანქციებს ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებში. ეს ზომები გააძლიერებს რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციას და ეკონომიკურ ხარჯებს რუსეთისთვის, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია პრეზიდენტ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის. ჩემი ადმინისტრაცია პარასკევს ამ ახალი სანქციების აღწერილობას წარმოადგენს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

მიუხედავად სანქციებისა, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს და ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ანტირუსული სანქციები სათანადო რეაქციის გარეშე არ დარჩება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპული კავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. აღნიშნულის შესახებ საუბარია საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"ნათელი ხდება ევროკავშირში გარკვეული ძალების მიერ აღებული კურსის შესახებ, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებისკენ. ახლა, როდესაც უკრაინაში ფართო სამშვიდობო პროცესი დაიწყო, ხდება ტყვეების გაცვლა, როდესაც მთელი ძალების გადატანა საჭიროა ურთიერთბრალდებიდან გზების ძიებისკენ უკრაინის შიდაკონფლიქტიდან გამოსასვლელად, მსგავსი ნაბიჯები უადგილოდ გამოიყურება და არ არის შორსმჭვრეტელური. ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი რელობას მოწყვეტილია", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელშიც რუსეთი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ანტირუსული სანქციები რუსეთის მხრიდან სათანადო რეაქციის გარეშე არ დარჩება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა