უკრაინის ტერიტორიაზე ორიათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა, 8 ათასამდე სამხედრო კი დაიჭრა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის საზოგადოებაში რუსეთის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება იზრდება, რაც დაკავშირებულია უკრაინაში დიდი რაოდენობით რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან.
"ადამიანების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსი მაღალჩინოსნები განაგრძობენ უარყოფას, რომ რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან", - აღნიშნა ლისენკომ. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები სამხედრო სამსახურს გადიოდნენ რუსეთის ათი რეგიონის შეიარაღებული ძალების 18 ქვედანაყოფში.