მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული გარიგება, რომლითაც თბილისმა 10 მილიონით იზარალა
ფარული გარიგება, რომლითაც თბილისმა 10 მილიონით იზარალა

თბი­ლი­სის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის წინა მთავ­რო­ბა­სა და "ლი­ბერ­თი ბან­კის" გა­რი­გე­ბით თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­მა 10 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­კარ­გა.

რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მე­რი­ის ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ის­წავ­ლა მე­რი­ა­სა და "ლი­ბერ­თი ბანკს" შო­რის 2010 წე­ლის 26 აპ­რილს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

ნარ­მა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბან­კი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­სა­წე­ვად მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხდე­ბუ­ლი კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩა.

რო­გორც ნარ­მა­ნია გან­მარ­ტავს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ბან­კი მე­რი­ის ან­გა­რი­შებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე ნაშ­თებს სარ­გე­ბელს არი­ცხავ­და წლი­უ­რი 16,05%-ის ოდე­ნო­ბით ლარ­ში არ­სე­ბულ თან­ხებ­ზე, 11%-ს აშშ დო­ლარ­ში არ­სე­ბულ თან­ხებს და 8%-ს ევ­რო­ში არ­სე­ბულ თან­ხებ­ზე, თუმ­ცა 2013 წელს მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა და ეს პრო­ცენ­ტე­ბი სრუ­ლი­ად გა­უ­გებ­რად შემ­ცირ­და.

"2013 წლის 17 აპ­რილს, მე­რი­ა­სა და ბანკს შო­რის გა­ფორმ­და შე­თან­ხმე­ბა 2010 წლის გა­რი­გე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და და­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც საპ­რო­ცენ­ტო სარ­გე­ბე­ლის და­რი­ცხვა შემ­ცირ­და და გა­ნი­სა­ზღვრა შემ­დეგ­ნა­ი­რად - მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ქვე­მოთ არ­სე­ბულ თან­ხას ამ­ჟა­მად ერი­ცხე­ბა 16,05% ლა­რებ­ში არ­სე­ბულ ნაშ­თებ­ზე, ხოლო 40 მი­ლი­ონ ლარ­ზე ზე­მოთ არ­სე­ბულ ნაშთს 4%. აშშ დო­ლარ­ში არ­სე­ბულ თან­ხებს ერი­ცხე­ბა 2%, ხოლო ევ­რო­ში არ­სე­ბულ თან­ხებს ასე­ვე 2%. ვხე­დავთ, რომ პრო­ცენ­ტე­ბი საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, 40 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტ თან­ხა­ზე გა­ნი­სა­ზღვრა 4%, იმ დროს რო­დე­საც ნაშთ­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხა უმე­ტეს­წი­ლად 40 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია. დარ­ღვე­ვა არის ის, რომ მოხ­და ბან­კის ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხა­ზე და­რი­ცხუ­ლი პრო­ცენ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რის გა­მოც თბი­ლი­სის მე­რი­ამ 10 მი­ლი­ონ 500 ათა­სი ლარი და­კარ­გა. თუ პრო­ცენ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე შე­თა­ვა­ზე­ბა ბან­კის მხრი­დან გა­კეთ­და, მა­შინ მე­რია არ უნდა და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო და უნდა მო­ე­ძებ­ნა ახა­ლი ბან­კი, ხოლო თუ მე­რი­ის მხრი­დან იყო ეს შე­თა­ვა­ზე­ბა, მით უფრო უა­რე­სი", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის მე­რი­ის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ეჭ­ვობს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო გა­რი­გე­ბი­თა და კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბით, რის გა­მოც მე­რი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ნიშ­ნე­ბი არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნარ­მა­ნი­ას თქმით, მო­ძი­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს გა­და­ეგ­ზავ­ნა და სწო­რედ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ად­გე­ნენ 2013 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზანს და ასე­ვე შე­საძ­ლო კერ­ძო ინ­ტე­რე­სებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ფარული გარიგება, რომლითაც თბილისმა 10 მილიონით იზარალა

ფარული გარიგება, რომლითაც თბილისმა 10 მილიონით იზარალა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის წინა მთავრობასა და "ლიბერთი ბანკის" გარიგებით თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა.

როგორც ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ შეისწავლა მერიასა და "ლიბერთი ბანკს" შორის 2010 წელის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ.

ნარმანიას ინფორმაციით, აღნიშნული ბანკი მომსახურების გასაწევად მერიის მიერ გამოცხდებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

როგორც ნარმანია განმარტავს, ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებული მიმდინარე ნაშთებს სარგებელს არიცხავდა წლიური 16,05%-ის ოდენობით ლარში არსებულ თანხებზე, 11%-ს აშშ დოლარში არსებულ თანხებს და 8%-ს ევროში არსებულ თანხებზე, თუმცა 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება და ეს პროცენტები სრულიად გაუგებრად შემცირდა.

"2013 წლის 17 აპრილს, მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება 2010 წლის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპროცენტო სარგებელის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად - მინიმალური ზღვარი 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარებში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს 4%. აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2%, ხოლო ევროში არსებულ თანხებს ასევე 2%. ვხედავთ, რომ პროცენტები საგრძნობლად არის შემცირებული, 40 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე განისაზღვრა 4%, იმ დროს როდესაც ნაშთზე არსებული თანხა უმეტესწილად 40 მილიონ ლარზე მეტია. დარღვევა არის ის, რომ მოხდა ბანკის ანგარიშზე არსებული თანხაზე დარიცხული პროცენტების შემცირება, რის გამოც თბილისის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი დაკარგა. თუ პროცენტების შემცირებაზე შეთავაზება ბანკის მხრიდან გაკეთდა, მაშინ მერია არ უნდა დათანხმებულიყო და უნდა მოეძებნა ახალი ბანკი, ხოლო თუ მერიის მხრიდან იყო ეს შეთავაზება, მით უფრო უარესი", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა განპირობებული იყო გარიგებითა და კერძო ინტერესებით, რის გამოც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების ნიშნები არ გამოირიცხება. აქედან გამომდინარე, ნარმანიას თქმით, მოძიებული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა და სწორედ სამართალდამცველი ორგანოები დაადგენენ 2013 წლის ხელშეკრულების რეალურ მიზანს და ასევე შესაძლო კერძო ინტერესებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა