პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის და საიდან მოდის ხატია ვედმედევა?
ვინ არის და საიდან მოდის ხატია ვედმედევა?

ქუ­თა­ი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ხა­ტია ვედ­მე­დე­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­სულ კვი­რას აღად­გი­ნა. ამ დრო­ი­სათ­ვის ხა­ტია ვედ­მე­დე­ვა თე­ატ­რში და­საბ­რუ­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბა.

ვედ­მე­დე­ვა ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქა­ლა­ქის მე­რის შე­სარ­ჩე­ვად გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის დროს, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი ქუ­თა­ი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში დი­რექ­ტო­რად მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას გა­იც­ნო. მას ოპე­რის თე­ატ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ბი­კი­ნის ეპი­ლა­ცი­ის და სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­კე­თე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. სწო­რედ შე­ლა­ხუ­ლი იმი­ჯით ახ­სნა სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა გოგი ჭი­ჭი­ნა­ძემ ვედ­მე­დე­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

Topnews.com.ge-მ ხა­ტია ვედ­მე­დე­ვას პი­როვ­ნე­ბი­სა და წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა.

ხა­ტია ვედ­მე­დე­ვა ძი­რძველ ქუ­თა­ი­სურ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. არის პეტ­რე ვედ­მე­დე­ვის შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ხე­ლო­ვან ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ან­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბა­ლე­ტო სკო­ლი­სა და სას­წავ­ლებ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და სას­წავ­ლე­ბელს მისი კუთ­ვნი­ლი სახ­ლი და­უთ­მო. ხა­ტი­ას ბიძა ალექ­სან­დრე ვედ­მე­დე­ვი, რო­მე­ლიც უძ­ლი­ე­რე­სი ბო­ლე­რო­ნია, 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ოდე­სა­ში, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რად. ამ­ჟა­მად მოღ­ვა­წე­ობს ამე­რი­კა­ში, სა­დაც ერთ-ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რია.

ხა­ტი­ას მამა ვლა­დი­მერ ვედ­მე­დე­ვი ოპე­რის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დას­ში წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი იყო. ხოლო დედა რუ­სუ­დან მა­მა­სახ­ლი­სი 28 წლის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და და მღე­რო­და ოპე­რის თე­ატ­რში. ამ თე­ატ­რში აიდ­გა ფეხი და კუ­ლი­სებ­ში მის დას­თან ერ­თად გა­იზ­რდა ხა­ტია. ხა­ტი­ას და მაია ვედ­მე­დე­ვა-კინ­წუ­რაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა "ლჯ"-ში ერთ-ერთ წამ­ყვან ოჯა­ხის ექი­მად ით­ვლე­ბა.

ვედმდე­ვას კი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში არა­ერ­თხელ უსა­ხე­ლე­ბია თა­ვი­სი ქა­ლა­ქი. ქა­ლაქ­ში მო­წყო­ბილ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას ხა­ტია ხსნი­და. და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი იყო სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ნი­ჭით.

90-იან წლებ­ში მშობ­ლებ­მა ხა­ტია მის დას­თან ერ­თად გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნეს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დროს არე­უ­ლო­ბა იყო. ხა­ტი­ამ მოს­კოვ­ში ოქ­როს მე­დალ­ზე და­ას­რუ­ლა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა.

იხი­ლეთ ვრცლად

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ვინ არის და საიდან მოდის ხატია ვედმედევა?

ვინ არის და საიდან მოდის ხატია ვედმედევა?

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ყოფილი გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობაზე გასულ კვირას აღადგინა. ამ დროისათვის ხატია ვედმედევა თეატრში დასაბრუნებლად ემზადება.

ვედმედევა ქუთაისის საზოგადოებამ ქალაქის მერის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების დროს, ფართო საზოგადოებამ კი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დირექტორად მოღვაწეობისას გაიცნო. მას ოპერის თეატრის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე სილამაზის სალონში ბიკინის ეპილაციის და სხვა პროცედურების გაკეთებას ედავებოდნენ. სწორედ შელახული იმიჯით ახსნა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ ვედმედევას გათავისუფლების გადაწყვეტილება.

Topnews.com.ge-მ ხატია ვედმედევას პიროვნებისა და წარსულის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა.

ხატია ვედმედევა ძირძველ ქუთაისურ ოჯახში გაიზარდა. არის პეტრე ვედმედევის შვილიშვილი, რომელმაც სახელოვან ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად საქართველოში საბალეტო სკოლისა და სასწავლებლის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი და სასწავლებელს მისი კუთვნილი სახლი დაუთმო. ხატიას ბიძა ალექსანდრე ვედმედევი, რომელიც უძლიერესი ბოლერონია, 18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ოდესაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. ამჟამად მოღვაწეობს ამერიკაში, სადაც ერთ-ერთი ქორეოგრაფიული აკადემიის რექტორია.

ხატიას მამა ვლადიმერ ვედმედევი ოპერის თეატრის საბალეტო დასში წამყვანი სოლისტი იყო. ხოლო დედა რუსუდან მამასახლისი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და მღეროდა ოპერის თეატრში. ამ თეატრში აიდგა ფეხი და კულისებში მის დასთან ერთად გაიზრდა ხატია. ხატიას და მაია ვედმედევა-კინწურაშვილი კლინიკა "ლჯ"-ში ერთ-ერთ წამყვან ოჯახის ექიმად ითვლება.

ვედმდევას კი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში არაერთხელ უსახელებია თავისი ქალაქი. ქალაქში მოწყობილ ყველა ღონისძიებას ხატია ხსნიდა. დაჯილდოვებული იყო სიმღერისა და ცეკვის ნიჭით.

90-იან წლებში მშობლებმა ხატია მის დასთან ერთად განათლების მისაღებად მოსკოვში წაიყვანეს, რადგან საქართველოში ამ დროს არეულობა იყო. ხატიამ მოსკოვში ოქროს მედალზე დაასრულა საშუალო სკოლა.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა