საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საქართველოში პირველი პირი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წყობის შესახებ
ვინ არის საქართველოში პირველი პირი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წყობის შესახებ

"კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­როს სა­მიტ­ზე გა­საგ­ზავ­ნი ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე კა­მა­თი პრაქ­ტი­კუ­ლად სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის ღია და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. გუ­შინ გა­ირ­კვა, რომ სა­მიტ­ზე პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ გა­ე­რო­ში მისი ვი­ზი­ტი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად ჩა­შა­ლეს. ეს ინ­ცი­დენ­ტი არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დესც დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­კი­თხი - რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბა და ვი­ნაა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი - პრე­ზი­დენ­ტი, თუ პრე­მი­ე­რი", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით -"ვინ არის ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი".

"სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა არ არის, სა­ქარ­თვე­ლო არის ნა­ხევ­რად სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა, სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში კი პრე­ზი­დენტს ჩვე­უ­ლებ­რივ ნიშ­ნა­ვენ", - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და იქვე დას­ძენს, რომ მისი პრინ­ცი­პუ­ლი მცდე­ლო­ბაა, ქვე­ყა­ნა­ში გაძ­ლი­ერ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წყო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ვი­საც აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი უნი­სო­ნი უნდა იყოს, მას არ ეს­მის, რას ნიშ­ნავს დე­მოკ­რა­ტია.

მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის ფუნ­ქცი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ გა­ურ­კვევ­ლო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი დღეს არ­სე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­დელს აბ­რა­ლე­ბენ. კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ეთან­ხმე­ბა პრე­ზი­დენტს იმა­ში, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც არ არის სუფ­თა კლა­სი­კუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუ­ლი­კა. ამას არ­სე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ავ­ტო­რი ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლიც აღი­ა­რებს. დღეს ჩვენ გვაქვს შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რო­გორც პრე­ზი­დენტს, ასე­ვე პრე­მი­ერს აქვს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნის გარ­კვე­უ­ლი ფუნ­ქცია", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ჩემი შე­ფა­სე­ბით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში არის მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მარ­თლაც შე­რე­უ­ლია, მაგ­რამ მკვეთ­რად აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­პა­რა­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის­კენ. პრე­ზი­დენტს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფუნ­ქცია თით­ქმის არ გა­აჩ­ნია, თუმ­ცა ის არის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი, ამავდრო­უ­ლად არის სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რი. გარ­და ამი­სა, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ე­ბა­ში წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, მას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ასე­ვე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო და ა.შ. ანუ, ეს არის ფუნ­ქცი­ე­ბის მთე­ლი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში, რა თქმა უნდა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი არ შე­დის პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქცი­ა­სა და მო­ვა­ლე­ო­ბა­ში. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­დე­ლი შე­მიძ­ლია ასე და­ვა­ხა­სი­ა­თო, რომ წმინ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ გვაქვს მკვეთ­რად აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა", - აცხა­დებს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

"იმის გამო, რომ არ არის მკვეთ­რად გა­მიჯ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, ეს იწ­ვევს იმას, რომ შე­რე­უ­ლი მმათ­ვე­ლო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა უნდა გა­კეთ­დეს და ვინ უნდა წა­ვი­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე. ეს ორი ინ­სტი­ტუ­ტი არის ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ეს არის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი გა­ნა­წი­ლე­ბა ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და არა ვერ­ტი­კა­ლუ­რი. მთავ­რო­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი პრე­ზი­დენ­ტის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ან იმ­პიჩ­მენ­ტის და ა.შ. ისე­ვე, რო­გორც პრე­ზი­დენტს არ შე­უძ­ლია და­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა რა­ღაც სა­კი­თხზე მო­იწ­ვი­ოს მთავ­რო­ბის სხდო­მა. ეს არე­უ­ლო­ბა გა­უ­გებ­რო­ბას იწ­ვევს არა მარ­ტო ჩვენ­თან, არა­მედ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა. ასე მოხ­და საფ­რან­გეთ­ში, სულ ახ­ლა­ხან პო­ლო­ნეთ­ში კა­ჩინ­სკი­სა და ტუსკს შო­რის", - დას­ძენს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

"კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გვაქვს რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სა­პა­რა­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ნიშ­ნებს. მაგ­რამ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა, ეს ყვე­ლა კლა­სი­კუ­რი ნიშ­ნის მი­ხედ­ვით შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ და არის შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მელ­საც ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ხევ­რად სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­დელს უწო­დე­ბენ, ან პრე­მი­ერ-პრე­ზი­დენ­ტის მო­დელს. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ნათ­ვლა სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კად არის ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მა. სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში პარ­ლა­მენ­ტი უცხა­დებს ნდო­ბას მთავ­რო­ბას, ის ირ­ჩევს პრე­ზი­დენტს პირ­და­პი­რი წე­სით, ხოლო, თა­ვის მხრივ, პრე­ზი­დენტს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს უფ­ლე­ბა აქვს და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი. საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუ­ლი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტი ირ­ჩე­ვა ხალ­ხის მიერ და არა პარ­ლა­მენ­ტის მიერ. პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს მი­ნის­ტრებს. პარ­ლა­მენტს არ შე­უძ­ლია უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს პრე­ზი­დენტს", - გან­მარ­ტავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, პირ­ვე­ლი პირი არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მე­ო­რე პირი არის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და მხო­ლოდ მე­სა­მე პირი არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. პრე­ზი­დენტს უშუ­ა­ლოდ პირ­ვე­ლი პი­რო­ბი­სათ­ვის ირ­ჩევს ხალ­ხი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე უშუ­ა­ლოდ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მთავ­რო­ბა არის ნა­წარ­მო­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მას უშუ­ა­ლოდ ხალ­ხი არ ირ­ჩევს და მხო­ლოდ ნდო­ბას უცხა­დებს პარ­ლა­მენ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­მი­ერს აქვს უფრო დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ვიდ­რე პრე­ზი­დენტს, არ­სე­ბუ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია არ გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუ­ლი­კა", - და­ას­კვნის ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის საქართველოში პირველი პირი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წყობის შესახებ

ვინ არის საქართველოში პირველი პირი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წყობის შესახებ

"კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით გაეროს სამიტზე გასაგზავნი ქართული დელეგაციის შემადგენლობაზე კამათი პრაქტიკულად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. გუშინ გაირკვა, რომ სამიტზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ გაეროში მისი ვიზიტი მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ჩაშალეს. ეს ინციდენტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესც დღის წესრიგში დადგა საკითხი - როგორია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური წყობა და ვინაა ქვეყნის პირველი პირი - პრეზიდენტი, თუ პრემიერი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით -”ვინ არის ქვეყნის პირველი პირი”.

"საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის, საქართველო არის ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში კი პრეზიდენტს ჩვეულებრივ ნიშნავენ", - აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი და იქვე დასძენს, რომ მისი პრინციპული მცდელობაა, ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ვისაც აქვს მოლოდინი, რომ აბსოლუტური უნისონი უნდა იყოს, მას არ ესმის, რას ნიშნავს დემოკრატია.

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ფუნქციის გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებულ გაურკვევლობას კონსტიტუციონალისტები დღეს არსებულ კონსტიტუციურ მოდელს აბრალებენ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ეთანხმება პრეზიდენტს იმაში, რომ დღეს საქართველო მართლაც არ არის სუფთა კლასიკური საპარლამენტო რესპულიკა. ამას არსებული კონსტიტუციის ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილიც აღიარებს. დღეს ჩვენ გვაქვს შერეული მმართველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავლენის გარკვეული ფუნქცია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემი შეფასებით, დღეს ქვეყანაში არის მმართველობა, რომელიც მართლაც შერეულია, მაგრამ მკვეთრად აქცენტირებული საპარალამენტო მმართველობისკენ. პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია თითქმის არ გააჩნია, თუმცა ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, ამავდროულად არის სახელმწიფო მეთაური. გარდა ამისა, საგარეო ურთიერთოებაში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მას ექვემდებარება ასევე უშიშროების საბჭო და ა.შ. ანუ, ეს არის ფუნქციების მთელი კატეგორია, რომელსაც ახორციელებს პრეზიდენტი, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი არ შედის პრეზიდენტის ფუნქციასა და მოვალეობაში. დღევანდელი ჩვენი კონსტიტუციური მოდელი შემიძლია ასე დავახასიათო, რომ წმინდა საპარლამენტო მმართველობა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მკვეთრად აქცენტირებული საპარლამენტო მმართველობა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"იმის გამო, რომ არ არის მკვეთრად გამიჯნული ფუნქციები, ეს იწვევს იმას, რომ შერეული მმათველობისთვის დამახასიათებელი ფორმებიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რა უნდა გაკეთდეს და ვინ უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე. ეს ორი ინსტიტუტი არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ეს არის ჰორიზონტალური განაწილება ფუნქციებისა და არა ვერტიკალური. მთავრობას არ აქვს არანაირი მექანიზმი პრეზიდენტის უნდობლობის გამოცხადების ან იმპიჩმენტის და ა.შ. ისევე, როგორც პრეზიდენტს არ შეუძლია დაითხოვოს მთავრობა. სამაგიეროდ, პრეზიდენტს აქვს უფლება რაღაც საკითხზე მოიწვიოს მთავრობის სხდომა. ეს არეულობა გაუგებრობას იწვევს არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც შერეული მმართველობაა. ასე მოხდა საფრანგეთში, სულ ახლახან პოლონეთში კაჩინსკისა და ტუსკს შორის", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

"კონსტიტუციაში გვაქვს რიგი ცვლილებები, რომელიც შეიცავს საპარალამენტო რესპუბლიკის ნიშნებს. მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ყველა კლასიკური ნიშნის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ და არის შერეული მმართველობა, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში, ნახევრად საპარლამენტო მოდელს უწოდებენ, ან პრემიერ-პრეზიდენტის მოდელს. ამდენად, ჩვენი ქვეყნის მონათვლა საპარლამენტო რესპუბლიკად არის ფაქტობრივი შეცდომა. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი უცხადებს ნდობას მთავრობას, ის ირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი წესით, ხოლო, თავის მხრივ, პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის დროს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. საპრეზიდენტო რესპულიკაში პრეზიდენტი ირჩევა ხალხის მიერ და არა პარლამენტის მიერ. პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრებს. პარლამენტს არ შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს პრეზიდენტს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

"დღეის მდგომარეობით, პირველი პირი არის საქართველოს პრეზიდენტი, მეორე პირი არის პარლამენტის თავმჯდომარე და მხოლოდ მესამე პირი არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უშუალოდ პირველი პირობისათვის ირჩევს ხალხი. პარლამენტის თავმჯდომარე უშუალოდ ხალხის მიერ არჩეული ორგანოს წარმომადგენელია. მთავრობა არის ნაწარმოები ხელისუფლება, მას უშუალოდ ხალხი არ ირჩევს და მხოლოდ ნდობას უცხადებს პარლამენტი. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს აქვს უფრო დიდი ძალაუფლება, ვიდრე პრეზიდენტს, არსებული კონფიგურაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპულიკა", - დაასკვნის ვახუშტი მენაბდე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა