სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილს კონჩიტას მსგავსი ქალები და კაცები აღიზიანებენ
სალომე გოგიაშვილს კონჩიტას მსგავსი ქალები და კაცები აღიზიანებენ

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი წლე­ბია, ცნო­ბი­ლი სა­ხეა. პო­პუ­ლა­რო­ბამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა, მაგ­რამ აგ­რე­სი­ა­საც გრძნობს, რაც გულს სწყვეტს. პო­პუ­ლა­რო­ბის პირ­ვე­ლი შეგ­რძნე­ბა მას­თან მა­შინ მო­ვი­და, რო­დე­საც "დუბ­ლი­ორ­ში" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დღეს ოჯა­ხი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, შო­უ­ბიზ­ნე­სურ ორომ­ტრი­ალ­შიც ნაკ­ლე­ბად არის ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ინარ­ჩუ­ნებს ცნო­ბა­დო­ბას.

- რო­დის შე­იგ­რძე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბის გემო?

- წელი ზუს­ტად არ მახ­სოვს, და­ახ­ლო­ე­ბით 11-12 წლის წინ. იმ პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ტე­ლეპ­რო­ექტ "დუბ­ლი­ორ­ში", მცნობ­და ძი­რი­თა­დად ის ხალ­ხი, ვინც ადრე იღ­ვი­ძებ­და, რად­გან ეს პრო­ექ­ტი დი­ლის ეთერ­ში გა­დი­ო­და (იღი­მის).

შემ­დეგ იყო "პირ­ვე­ლი სტე­რეო", სა­დაც საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ვი­პო­ვე. სა­ერ­თოდ, პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მე­რი­დე­ბა. პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის ისაა, ვინც ნაკ­ლე­ბად ჩანს, ასე ვთქვათ, მი­უწ­ვდო­მე­ლია, მისი ნახ­ვა გა­ხა­რებს და ა.შ. მა­გა­ლი­თად, მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვოც­ნე­ბობ­დი უიტ­ნი ჰი­უს­ტონ­თან შეხ­ვედ­რა­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მე­ნა­ხა, ნამ­დვი­ლად გავ­გიჟ­დე­ბო­დი, ეს იქ­ნე­ბო­და მოვ­ლე­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჰი­უს­ტონს თავს არ ვა­და­რებ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მო­მენ­ტი არ არის. თა­ნაც, რო­გორც კი პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ანს ხე­და­ვენ, ზე­ვი­დან უყუ­რე­ბენ და არა სი­ხა­რუ­ლით. ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი აგ­რე­სი­ას იწ­ვე­ვენ, რად­გან უფრო მე­ტად ჩა­ნან ეკ­რან­ზე, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ვფიქ­რობ, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად შურ­საც უკავ­შირ­დე­ბა. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ შენ­ზე მა­გა­რია და რა­ტომ ჩან­ხარ შენ და არა ის? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თა­ვა­დაც შეძ­ლებს იმა­ვეს გა­კე­თე­ბას, რა­საც შენ აკე­თებ, არა­და, შინ ზის უსაქ­მოდ. ამი­ტო­მაც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია მთელ სამ­ყა­რო­ზე და მათ შო­რის, შენ­ზეც. პო­პუ­ლა­რო­ბამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და სიმ­პა­თია მო­მი­ტა­ნა, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის ხალ­ხში მა­ინც ვიწ­ვევ აგ­რე­სი­ას, რა­ზეც გული მწყდე­ბა.

- აგ­რე­სია "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" მუ­შა­ო­ბის დრო­საც იყო?

- იქ მო­დი­ო­და ესე­მე­სე­ბი და უკვე ნომ­რებს ვცნობ­დით. იყო ხუთი-ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გა­ნაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მე­სი­ჯე­ბი მო­დი­ო­და. იმ­დრო­ინ­დელ ჩა­ნა­წე­რებს რომ ვუ­ყუ­რებ, არ მეს­მის, რა აღაგ­ზნებ­დათ (იცი­ნის). აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მე­სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბა მა­შინ­დე­ლი ჩემი თავი. ზო­გა­დად, ასეა. რაც წლე­ბი გა­დის, ფო­ტო­ებ­საც რომ უყუ­რებ, ვერ ხვდე­ბი, ის მა­კი­ა­ჟი და ვარ­ცხნი­ლო­ბა რა­ტომ გქონ­და ან ისე­თი სა­მო­სი რა­ტომ გეც­ვა. თუმ­ცა, 11 წლის წინ ბავ­შვუ­რი ვი­ყა­ვი და ამას ვგუ­ლის­ხმობ. აგ­რე­სი­უ­ლი ესე­მე­სე­ბი მა­ინც არ ყო­ფი­ლა, ძი­რი­თა­დად, ისე­თი, რო­გორ­ზეც ახლა გი­თხა­რი. აგ­რე­სია მას შემ­დეგ წა­მო­ვი­და, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში და­ი­წყეს მა­სა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბა და ასე­ვე დიდი როლი ითა­მა­შა სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა. ხალ­ხს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მოგ­წე­რონ.

- პო­პუ­ლა­რო­ბამ საქ­მი­ა­ნო­ბის მხრივ რა მო­გი­ტა­ნა და­დე­ბი­თი?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს და­დე­ბი­თად აი­სა­ხა ჩემს საქ­მე­ზე. თუკი ადა­მი­ა­ნი გიც­ნობს, შენ­ზე უკვე რა­ღაც წარ­მოდ­გე­ნა აქვს, გარ­და იმი­სა, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად გიც­ნობს. იცის, რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია.

- პი­რად­ში თუ შე­გი­შა­ლა ხელი?

- არა­ფერ­ში, გარ­და იმი­სა, რომ თუკი ადრე კლუბ­ში კონ­ცერ­ტე­ბის წაყ­ვა­ნა­ზე მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ახლა მათ არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, რად­გან ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე მყავს და სა­კუ­თარ თავს არ მივ­ცემ უფ­ლე­ბას, გვი­ან კლუბ­ში ვი­მუ­შა­ვო.

- რო­დის­მე თუ გიგ­რძნია, რომ პო­პუ­ლა­რო­ბის გამო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა შე­ნით მა­მა­კა­ცი?

- გულ­ში მა­მა­კაცს რა უდევს, ეს ნაკ­ლე­ბად იგ­რძნო­ბა, თუკი ძა­ლი­ან სუს­ტად არ თა­მა­შობს, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში მიგ­რძნია, რომ გამპრან­ჭვი­ან ამის გამო. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, რად­გან საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბა უკვე მა­შინ მო­ვიხ­ვე­ჭე, როცა ვა­ხოს­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი. ვა­ხოს კი ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნებ­და და ახ­ლაც ასეა, როცა მცნო­ბენ. თუკი ისე­თი შემ­თხვე­ვაა, როცა ვა­ხოს ცნო­ბენ და არა მე, ძა­ლი­ან ამა­ყობს (იღი­მის). ახ­ლა­ხან კი მი­თხრა, ური­გოდ გა­მა­ტა­რეს, მიც­ნეს, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ხარ­თო. მეც მი­ხა­რია, რომ ჩემ გვერ­დით მყოფ ადა­მი­ანს მოს­წონს ჩემი წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სალომე გოგიაშვილს კონჩიტას მსგავსი ქალები და კაცები აღიზიანებენ

სალომე გოგიაშვილს კონჩიტას მსგავსი ქალები და კაცები აღიზიანებენ

სალომე გოგიაშვილი წლებია, ცნობილი სახეა. პოპულარობამ ბევრი ადამიანის სიყვარული მოუტანა, მაგრამ აგრესიასაც გრძნობს, რაც გულს სწყვეტს. პოპულარობის პირველი შეგრძნება მასთან მაშინ მოვიდა, როდესაც ''დუბლიორში'' მიიღო მონაწილეობა. დღეს ოჯახითაა დაკავებული, შოუბიზნესურ ორომტრიალშიც ნაკლებად არის ჩართული, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ცნობადობას.

- როდის შეიგრძენი პოპულარობის გემო?

- წელი ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 11-12 წლის წინ. იმ პერიოდში მივიღე მონაწილეობა ტელეპროექტ ''დუბლიორში'', მცნობდა ძირითადად ის ხალხი, ვინც ადრე იღვიძებდა, რადგან ეს პროექტი დილის ეთერში გადიოდა (იღიმის).

შემდეგ იყო ''პირველი სტერეო'', სადაც საკმაო პოპულარობა მოვიპოვე. საერთოდ, პოპულარობაზე საუბარი მერიდება. პოპულარული ადამიანი ჩემთვის ისაა, ვინც ნაკლებად ჩანს, ასე ვთქვათ, მიუწვდომელია, მისი ნახვა გახარებს და ა.შ. მაგალითად, მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი უიტნი ჰიუსტონთან შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მენახა, ნამდვილად გავგიჟდებოდი, ეს იქნებოდა მოვლენა. რასაკვირველია, ჰიუსტონს თავს არ ვადარებ, მაგრამ საქართველოში ეს მომენტი არ არის. თანაც, როგორც კი პოპულარულ ადამიანს ხედავენ, ზევიდან უყურებენ და არა სიხარულით. ცნობილი სახეები აგრესიას იწვევენ, რადგან უფრო მეტად ჩანან ეკრანზე, ვიდრე დანარჩენები. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შურსაც უკავშირდება. ზოგი მიიჩნევს, რომ შენზე მაგარია და რატომ ჩანხარ შენ და არა ის? დარწმუნებულია, რომ თავადაც შეძლებს იმავეს გაკეთებას, რასაც შენ აკეთებ, არადა, შინ ზის უსაქმოდ. ამიტომაც გაბრაზებულია მთელ სამყაროზე და მათ შორის, შენზეც. პოპულარობამ ბევრი ადამიანის სიყვარული და სიმპათია მომიტანა, მაგრამ გარკვეული ოდენობის ხალხში მაინც ვიწვევ აგრესიას, რაზეც გული მწყდება.

- აგრესია ''პირველ სტერეოში'' მუშაობის დროსაც იყო?

- იქ მოდიოდა ესემესები და უკვე ნომრებს ვცნობდით. იყო ხუთი-ექვსი ადამიანი, რომელთაგანაც სექსუალური ხასიათის მესიჯები მოდიოდა. იმდროინდელ ჩანაწერებს რომ ვუყურებ, არ მესმის, რა აღაგზნებდათ (იცინის). აბსოლუტურად არ მესექსუალურება მაშინდელი ჩემი თავი. ზოგადად, ასეა. რაც წლები გადის, ფოტოებსაც რომ უყურებ, ვერ ხვდები, ის მაკიაჟი და ვარცხნილობა რატომ გქონდა ან ისეთი სამოსი რატომ გეცვა. თუმცა, 11 წლის წინ ბავშვური ვიყავი და ამას ვგულისხმობ. აგრესიული ესემესები მაინც არ ყოფილა, ძირითადად, ისეთი, როგორზეც ახლა გითხარი. აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, რაც ინტერნეტში დაიწყეს მასალების განთავსება და ასევე დიდი როლი ითამაშა სოციალურმა ქსელებმა. ხალხს მიეცა საშუალება, რომ მოგწერონ.

- პოპულარობამ საქმიანობის მხრივ რა მოგიტანა დადებითი?

- რასაკვირველია, ეს დადებითად აისახა ჩემს საქმეზე. თუკი ადამიანი გიცნობს, შენზე უკვე რაღაც წარმოდგენა აქვს, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად გიცნობს. იცის, რისი გაკეთება შეგიძლია.

- პირადში თუ შეგიშალა ხელი?

- არაფერში, გარდა იმისა, რომ თუკი ადრე კლუბში კონცერტების წაყვანაზე მქონდა შემოთავაზებები, ახლა მათ არ დავთანხმდებოდი, რადგან ოჯახი, შვილები, მეუღლე მყავს და საკუთარ თავს არ მივცემ უფლებას, გვიან კლუბში ვიმუშავო.

- როდისმე თუ გიგრძნია, რომ პოპულარობის გამო დაინტერესებულა შენით მამაკაცი?

- გულში მამაკაცს რა უდევს, ეს ნაკლებად იგრძნობა, თუკი ძალიან სუსტად არ თამაშობს, მაგრამ რაღაც მომენტში მიგრძნია, რომ გამპრანჭვიან ამის გამო. თაყვანისმცემლებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან საკმაო პოპულარობა უკვე მაშინ მოვიხვეჭე, როცა ვახოსთან ერთად დავდიოდი. ვახოს კი ყოველთვის სიამოვნებდა და ახლაც ასეა, როცა მცნობენ. თუკი ისეთი შემთხვევაა, როცა ვახოს ცნობენ და არა მე, ძალიან ამაყობს (იღიმის). ახლახან კი მითხრა, ურიგოდ გამატარეს, მიცნეს, სალომე გოგიაშვილის მეუღლე ხართო. მეც მიხარია, რომ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს მოსწონს ჩემი წარმატება და პოპულარობა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება