პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვებზე ზრუნვა თუ აღმზრდელებისადმი გამოცხადებული უნდობლობა - რას აპროტესტებენ ბაგა-ბაღების პედაგოგები
ბავშვებზე ზრუნვა თუ აღმზრდელებისადმი გამოცხადებული უნდობლობა - რას აპროტესტებენ ბაგა-ბაღების პედაგოგები

ახა­ლი სას­წავ­ლო წელი ბაგა-ბა­ღე­ბის აღ­მზრდე­ლე­ბის­თვის ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ი­წყო. თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­სა და ბა­ღებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­მზრდე­ლე­ბის ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბას კა­მე­რე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ზო­გი­ერ­თი ბა­ღის პე­და­გოგ­თა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში ჯერ სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა მოგ­ვარ­დეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ნელ-ნელა შე­მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მუ­შა­ო­ბა", - ამ­ბობს ერთ-ერთი ბა­ღის აღ­მზრდე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა. მისი თქმით, თითო ჯგუფ­ში 40 ბავ­შვია, რომ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბაც მხო­ლოდ ორ ადა­მი­ანს, მას­წავ­ლე­ბელ­სა და თა­ნა­შემ­წეს უწევს. ამ თა­ო­ბის ბავ­შვე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რე­ბი და მოძ­რა­ვე­ბი არი­ან, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ქა­ოს­სა და ხმა­ურს იწ­ვევს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია 40 ბავ­შვის ემო­ცია ისე მო­თო­კოს პე­და­გოგ­მა, რომ ხმა­უ­რი სა­ერ­თოდ არ გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს თვი­თონ ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა­ზეც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს მას­წავ­ლებ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზღვარს. სა­ერ­თო ჯამ­ში კი გა­მო­დის, რომ მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მის სა­ხით ვი­დე­ოთ­ვა­ლის და­ყე­ნე­ბა ყვე­ლას ინ­ტე­რე­სებს იცავს, გარ­და პე­და­გო­გი­სა. "პა­ტა­რა ხმა­უ­რიც კი საკ­მა­რი­სია, რომ შე­ნიშ­ვნა მი­ვი­ღოთ. ჩემ­თვის კა­მე­რა ცი­ხეს­თან ასო­ცირ­დე­ბა", - აცხა­დებს ნ.მ.

კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას იმა­ვე ბა­ღის ერთ-ერთი აღ­მზრდე­ლი პე­და­გო­გე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბას უწო­დებს:

"ჩვენს შრო­მას არა­ვინ აფა­სებს, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვმუ­შა­ობთ და თვე­ში 480 ლარს ვი­ღებთ. სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნეთ სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან, თუმ­ცა ჩვენ­თან პი­რად სა­უბ­რებ­ში გვე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­დე­ოთ­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი. ამ სა­კითხს ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო არე­გუ­ლი­რებს. ჩვენ, პე­და­გო­გებს არას­დროს არა­ფერს გვე­კი­თხე­ბი­ან. ვის­გან იცა­ვენ ბავ­შვებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან? ნუთუ ად­მი­ნის­ტრა­ცია იმ­დე­ნად არ ენ­დო­ბა აღ­მზრდე­ლებს, რომ სათ­ვალ­თვა­ლოდ კა­მე­რებს იყე­ნებს? აღ­მზრდე­ლე­ბის მი­მართ დღეს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა - "თუ არ გინ­და, წადი". ჩვე­ნი ხმა არ­სად ის­მის", - გა­ნა­ცხა­და ambebi.ge-სთან თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ბაგა-ბა­ღის აღ­მზრდელ­მა, რო­მელ­მაც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით, ასე­ვე არ ისურ­ვა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა.

თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის დი­რექ­ტო­რებ­თან სა­უბ­რი­სას ირ­კვე­ვა, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბაგა-ბა­ღებ­ში აზრი ორად იყო­ფა.

გლ­და­ნის N100-ე ბა­ღის დი­რექ­ტო­რი მეგი მარ­ღა­ნია ამ­ბობს, რომ სა­თათ­ბი­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კა­მე­რე­ბი მხო­ლოდ გა­სახ­დელ­ში და­ა­ყე­ნეს:

"საკ­მა­ოდ ხში­რად იკარ­გე­ბო­და ბავ­შვე­ბის ტან­საც­მე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ამ ეტაპ­ზე ბა­ღე­ბი არ არი­ან მზად სრუ­ლი კონ­ტრო­ლის­თვის, თუმ­ცა თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­თათ­ბი­რო კა­მე­რე­ბის ოთა­ხებ­ში და­ყე­ნე­ბას გა­და­წყვეტს, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მექ­ნე­ბა".

N26-ე ბა­ღის დი­რექ­ტო­რი ხა­თუ­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი აღ­მზრდე­ლებ­ში დის­ციპ­ლი­ნის ერთ-ერთ მო­ტი­ვა­ცი­ად სწო­რედ კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას ასა­ხე­ლებს:

"პე­და­გო­გებს პი­რა­დად ჩემ­თვის უთ­ქვამთ, რომ მას შემ­დეგ, რაც კა­მე­რე­ბი და­მონ­ტაჟ­და, უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვარ­თო. ვერ ვი­ტყვი, რომ ამ ფაქტს სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ, თუმ­ცა პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უ­ხა­ტავთ. ვი­საც თა­ვი­სი საქ­მე უყ­ვარს, ოდ­ნავ და­ძა­ბულ გა­რე­მო­შიც კარ­გად შეძ­ლებს მუ­შა­ო­ბას", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა მჭედ­ლიშ­ვილ­მა.

პე­და­გოგ­თა პრე­ტენ­ზი­ებს უსა­ფუძ­ვლოს უწო­დებს სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი, და­ვით კე­რე­სე­ლი­ძე:

"სა­აღ­მზრდე­ლო ჯგუ­ფებ­ში კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და. ხში­რად რე­კავ­დნენ მშობ­ლე­ბი ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე და ითხოვ­დნენ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ბაგა-ბა­ღებ­ში კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბას. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­გენ­ტოს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ მი­უ­ღია. ყვე­ლა ბაღ­ში არ­სე­ბობს სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც მშობ­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი არი­ან. სწო­რედ ამ სა­თათ­ბი­რო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვა­ყე­ნეთ კა­მე­რე­ბი იქ, სა­დაც ამის სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ. მეს­მის, რომ აღ­მზრდე­ლე­ბის­თვის ეს ახა­ლი ხი­ლია, თუმ­ცა თუ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მუ­შა­ობს ბავ­შვებ­თან, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა არ უნდა უჩ­ნდე­ბო­დეთ. ნე­ბის­მი­ერ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეხ­ვდე­ბით მსგავ­სი ტი­პის კა­მე­რებს, თუმ­ცა ეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ხელს არ უშ­ლის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით კე­რე­სე­ლი­ძემ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

ბავშვებზე ზრუნვა თუ აღმზრდელებისადმი გამოცხადებული უნდობლობა - რას აპროტესტებენ ბაგა-ბაღების პედაგოგები

ბავშვებზე ზრუნვა თუ აღმზრდელებისადმი გამოცხადებული უნდობლობა - რას აპროტესტებენ ბაგა-ბაღების პედაგოგები

ახალი სასწავლო წელი ბაგა-ბაღების აღმზრდელებისთვის ოდნავ განსხვავებულად დაიწყო. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღმზრდელების ბავშვებთან მუშაობას კამერებით დააკვირდებიან. გადაწყვეტილებამ ზოგიერთი ბაღის პედაგოგთა გაღიზიანება გამოიწვია.

"საბავშვო ბაღებში ჯერ საერთო მდგომარეობა უნდა მოგვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა შემოვიდეს ადამიანის ცხოვრებაში მუდმივი დაკვირვების ქვეშ მუშაობა", - ამბობს ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, თითო ჯგუფში 40 ბავშვია, რომლებთან მუშაობაც მხოლოდ ორ ადამიანს, მასწავლებელსა და თანაშემწეს უწევს. ამ თაობის ბავშვები საკმაოდ აქტიურები და მოძრავები არიან, რაც ბუნებრივია, ქაოსსა და ხმაურს იწვევს. წარმოუდგენელია 40 ბავშვის ემოცია ისე მოთოკოს პედაგოგმა, რომ ხმაური საერთოდ არ გამოიწვიოს. ეს თვითონ ბავშვების ფსიქიკაზეც უარყოფითად მოქმედებს. არავინ ითვალისწინებს მასწავლებლის შესაძლებლობის ზღვარს. საერთო ჯამში კი გამოდის, რომ მაკონტროლებელი მექანიზმის სახით ვიდეოთვალის დაყენება ყველას ინტერესებს იცავს, გარდა პედაგოგისა. "პატარა ხმაურიც კი საკმარისია, რომ შენიშვნა მივიღოთ. ჩემთვის კამერა ციხესთან ასოცირდება", - აცხადებს ნ.მ.

კამერების დამონტაჟებას იმავე ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი პედაგოგებისადმი უნდობლობას უწოდებს:

"ჩვენს შრომას არავინ აფასებს, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ და თვეში 480 ლარს ვიღებთ. საკითხი დავაყენეთ სკოლის დირექტორთან, თუმცა ჩვენთან პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ვიდეოთვალთან დაკავშირებულ საკითხებზე არ არის უფლებამოსილი. ამ საკითხს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არეგულირებს. ჩვენ, პედაგოგებს არასდროს არაფერს გვეკითხებიან. ვისგან იცავენ ბავშვებს, მასწავლებლებისგან? ნუთუ ადმინისტრაცია იმდენად არ ენდობა აღმზრდელებს, რომ სათვალთვალოდ კამერებს იყენებს? აღმზრდელების მიმართ დღეს ასეთი დამოკიდებულებაა - "თუ არ გინდა, წადი". ჩვენი ხმა არსად ისმის", - განაცხადა ambebi.ge-სთან თბილისში არსებული ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელმა, რომელმაც სამსახურის დაკარგვის შიშით, ასევე არ ისურვა ვინაობის გამხელა.

თბილისში არსებული ბაღების დირექტორებთან საუბრისას ირკვევა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაგა-ბაღებში აზრი ორად იყოფა.

გლდანის N100-ე ბაღის დირექტორი მეგი მარღანია ამბობს, რომ სათათბიროს გადაწყვეტილებით კამერები მხოლოდ გასახდელში დააყენეს:

"საკმაოდ ხშირად იკარგებოდა ბავშვების ტანსაცმელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კამერების დაყენება. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ბაღები არ არიან მზად სრული კონტროლისთვის, თუმცა თუ უახლოეს მომავალში სათათბირო კამერების ოთახებში დაყენებას გადაწყვეტს, საწინააღმდეგო არაფერი მექნება".

N26-ე ბაღის დირექტორი ხათუნა მჭედლიშვილი აღმზრდელებში დისციპლინის ერთ-ერთ მოტივაციად სწორედ კამერების დამონტაჟებას ასახელებს:

"პედაგოგებს პირადად ჩემთვის უთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც კამერები დამონტაჟდა, უფრო მობილიზებულები ვართო. ვერ ვიტყვი, რომ ამ ფაქტს სიხარულით შეხვდნენ, თუმცა პროტესტი არ გამოუხატავთ. ვისაც თავისი საქმე უყვარს, ოდნავ დაძაბულ გარემოშიც კარგად შეძლებს მუშაობას", - აღნიშნა ხათუნა მჭედლიშვილმა.

პედაგოგთა პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კოორდინაციის მენეჯერი, დავით კერესელიძე:

"სააღმზრდელო ჯგუფებში კამერების დაყენება მშობლებისა და პედაგოგების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდა. ხშირად რეკავდნენ მშობლები ჩვენი სააგენტოს ცხელ ხაზზე და ითხოვდნენ ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღებში კამერების დაყენებას. ეს გადაწყვეტილება სააგენტოს ერთპიროვნულად არ მიუღია. ყველა ბაღში არსებობს სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც მშობლები და პედაგოგები არიან. სწორედ ამ სათათბიროების გადაწყვეტილების საფუძველზე დავაყენეთ კამერები იქ, სადაც ამის სურვილი ჰქონდათ. მესმის, რომ აღმზრდელებისთვის ეს ახალი ხილია, თუმცა თუ თითოეული მათგანი კეთილსინდისიერად მუშაობს ბავშვებთან, პროტესტის გრძნობა არ უნდა უჩნდებოდეთ. ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შეხვდებით მსგავსი ტიპის კამერებს, თუმცა ეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია