სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება

ის­ლა­მუ­რი სკო­ლა-პან­სი­ო­ნა­ტის აშე­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც შე­უ­თან­ხმებ­ლად მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს დღეს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე ქო­ბუ­ლეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა დე­კა­ნოზ­მა და­ვით შა­რა­შე­ნი­ძემ წა­ი­კი­თხა.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გუ­შინ ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი მორ­წმუ­ნე მუს­ლიმ­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის უხე­ში შე­უ­რა­ცხყო­ფაა და ასე­თი ქმე­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია რო­გორც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ისე ნე­ბის­მი­ე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­ი­სათ­ვის. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია გმობს და ემიჯ­ნე­ბა მომ­ხდარს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ე­ბის ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­მო­ში თა­ნა­არ­სე­ბო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო ჩვე­ნი ყო­ფი­სათ­ვის. გან­ცხა­დე­ბა­ში მა­გა­ლი­თად მოყ­ვა­ნი­ლია წმინ­და და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბო­და სხვა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის მუს­ლი­მებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ერეკ­ლე მე­ო­რის გვერ­დით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბორ­ჩა­ლო­ე­ლი მუს­ლი­მე­ბი იბ­რძოდ­ნენ და რომ ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სხვაც ბევ­რი იყო.

"ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს მე­ტად თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მათ შო­რის მუს­ლი­მებ­თან. ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი ის­ლა­მუ­რი ქვეყ­ნე­ბის მე­თა­უ­რებ­თან და სუ­ლი­ერ ლი­დე­რებ­თან აზერ­ბა­ი­ჯან­ში, თურ­ქეთ­ში, ირან­ში, ქუ­ვე­ით­ში. სამ­წუ­ხა­როდ, აღი­ნიშ­ნა ისიც, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია პე­რი­ო­დუ­ლად მომსწრე­ნი ვხდე­ბით გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი­სა, რო­მელ­თა მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში სა­პატ­რი­არ­ქო ეჭვს გა­მოთ­ქვამს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მომ­ხდა­რი ერთი მხრივ და­ემ­თხვა იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლია თურ­ქე­თის რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ვი­ზი­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­დის თბი­ლის­ში და მე­ო­რე მხრივ, თბი­ლის­ში იმარ­თე­ბა ორ­დღი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მა­ზე, რო­მელ­შიც გა­ე­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი მომხსე­ნე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.

"რა თქმა უნდა, პრო­ვო­კა­ცი­ას ჩვენ ვხე­დავთ 10 სექ­ტემ­ბერს ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­ში, მაგ­რამ ვხე­დავთ იმა­შიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც შე­უ­თან­ხმებ­ლად მოხ­და ის­ლა­მუ­რი სკო­ლა-პან­სი­ო­ნის აშე­ნე­ბა, რომ­ლის რე­ლი­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ეჭვგა­რე­შეა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მუს­ლი­მებს ან სხვა რო­მე­ლი­მე კონ­ფენ­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­იძ­ლე­ბა აძ­ლევ­დეს ამის ნე­ბას, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად და მი­თუ­მე­ტეს, რე­ლი­გი­უ­რად გა­მარ­თლე­ბა არ აქვს ისეთ ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც ხალ­ხში დიდ შფოთ­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას იწ­ვევს", _ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­ა­თა­შო­რი­სი კე­თილ­გან­წყო­ბა ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას და ან­გა­რი­შის გა­წე­ვას ემ­ყა­რე­ბო­და და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება

ისლამური სკოლა-პანსიონატის აშენება ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დღეს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადება დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის. განცხადების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება მომხდარს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კონფესიების ურთიერთპატივისცემის გარემოში თანაარსებობა საუკუნეების განმავლობაში დამახასიათებელი იყო ჩვენი ყოფისათვის. განცხადებაში მაგალითად მოყვანილია წმინდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება, რომელიც პატივისცემით ეპყრობოდა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ერეკლე მეორის გვერდით საქართველოსთვის ბორჩალოელი მუსლიმები იბრძოდნენ და რომ ასეთი მაგალითები საქართველოს ისტორიაში სხვაც ბევრი იყო.

"ტრადიცია დღესაც გრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, მათ შორის მუსლიმებთან. ასევე საუკეთესო ურთიერთობა აქვს დამყარებული ისლამური ქვეყნების მეთაურებთან და სულიერ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, ქუვეითში. სამწუხაროდ, აღინიშნა ისიც, რომ რამდენიმე წელია პერიოდულად მომსწრენი ვხდებით გარკვეული ძალების პროვოკაციული მცდელობებისა, რომელთა მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში საპატრიარქო ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ერთი მხრივ დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის თბილისში და მეორე მხრივ, თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს.

"რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და მითუმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს", _ ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განმარტებულია, რომ საქართველოში რელიგიათაშორისი კეთილგანწყობა ურთიერთპატივისცემას და ანგარიშის გაწევას ემყარებოდა და ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია