“შიშველი და თავდაყირა” შეუპოვარი მოგზაურია, მისი გატაცება ტანვარჯიშია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ანონიმი მამაკაცი მუდმივად მოგზაურობს და ცნობილ ადგილებში შიშველი, თავდაყირა იღებს ფოტოებს. ექსჰიბიციონისტმა 17 ქვეყანაში იმოგზაურა - ჩინეთში, შვედეთში, ტაილანდში, თურქეთში, ნორვეგიაში, ამერიკაში, ავსტრალიაში და ა.შ. და ყველა ქვეყნის ღირშესანიშნაობების ფონზე არატრადიციული ტურისტული ფოტოები გადაიღო.
”ყველაფერი 2009 წელს დაიწო ისლანდიაში... არ ვიცი კონკრეტულად რამ მიბიძგა, შიშველს და ხელებზე მდგარს გადამეღო ფოტო, მაგრამ თავისთავად, ბუნებრივად მომინდა”, - აცხადებს მოგზაური.
თუმცა ეს მხოლოდ ეპატაჟური წამოწყება არაა. ”შიშველი და თავდაყირა” უსარგებლო ნივთების წარმოების შემცირებისთვის იბრძვის. ”ბევრი უსარგებლო ნივთია მოხმარებაში მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ ნელ-ნელა უნდა შევამციროთ მათი წარმოება”, - წერს ის თავის ბლოგში.
იხილეთ ფოტოგალერეამომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.