რა ურთიერთობა აქვს გიორგი მარგველაშვილს თემურ იაკობაშვილთან

რა ურთიერთობა აქვს გიორგი მარგველაშვილს თემურ იაკობაშვილთან

თემურ იაკობაშვილისთვის არაფერი მითხოვია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა კომენტარი იმ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის თანახმად, აშშ-ში მისი ვიზიტის დაგეგმვაში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს.

როგორც მარგველაშვილმა განმარტა, თემური იაკობაშვილი მისი მეზობელია მთაწმინდაზე და დიდი ხნის ურთიერთობა აქვს.

"სხვათა შორის "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც ყველას ეშინოდა ერთმანეთთან ურთიერთობის, თემურს არ ეშინოდა. ჩემთან ჰქონოდა პირადი ურთიერთობა. მე ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე თემურისთვის არაფერი მითხოვია. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი საშუალებებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს საშუალებები იქნა განეიტრალებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, მისთვისაც ცნობილია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, გაერო-ში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ორგანიზებაში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ როგორც მას ეუბნებიან, ეს მართლაც ასეა. "მე როგორც მეუბნებიან, ეს მართლაც ასეა", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა