პარტნიორები:

    გოგი ბუკიას სახელობის მერვე საერთაშორისო ტურნირი ნარდში ჩაქვში გაიმართება

    გოგი ბუკიას სახელობის მერვე საერთაშორისო ტურნირი ნარდში ჩაქვში გაიმართება

    10-14 სექტემბერს, ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" სტარტს აიღებს გოგი ბუკიას სახელობის მერვე მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ნარდში.

    ტურნირში მონაწილეობს 15-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი საუკეთესო მონარდე, მათ შორის მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი აკიკო იაზავა (იაპონია), ექს-ჩემპიონი მაიკლ სვობოდნი (აშშ), ნარდის ლეგენდა და მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული მონარდე - მოჩი ზუკი ( იაპონია).

    შეგახსენებთ, რომ ნარდში შესაძლებლობები უკვე მოსინჯეს ქართული მედიის ოცმა წარმომადგენელმა. პირველი ადგილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამაზ ტყემალაძემ, მეორე ადგილი კი TV3-ის ახალგაზრდა ოპერატორმა, ნიკა სანიშვილმა მოიპოვა. ისინი ჩაქვის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის საგზურებით დაჯილდოვდნენ.

    გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი 2007 წელს, "განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ხობის" ინიციატივით, ჟურნალისტისა და ნარდის ქომაგის, გოგი ბუკიას ხსოვნის პატივსაცემად დაფუძნდა.

    გოგი ბუკიას სახელობის, მერვე მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ნარდის კლუბი და ნარდის ეროვნული ფედერაცია.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია