Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან შეყვარებული ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი... გარეთ ირაკლი მელოდებოდა" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი
"ძალიან შეყვარებული ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი... გარეთ ირაკლი მელოდებოდა" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი Thanksgiving Day-ს მსგავ­სად, მად­ლი­ე­რე­ბის დღის და­წე­სე­ბის იდე­ით გა­მო­დის და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დელ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ის და ირაკ­ლი ალა­სა­ნია ჯერ კი­დევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ...

"ზოგი უცხო­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი ხომ გად­მო­ვი­ღეთ? მად­ლი­ე­რე­ბის დღე მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სოა და არა­ვის არ მო­ე­წო­ნა იმ­დე­ნად, რომ ჩა­ერ­თო ქარ­თულ კულ­ტუ­რო­ლო­გი­ა­ში. არა­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მად­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა, ვინც ერთი სი­ტყვით მეტი მა­ინც გაგ­ვა­გე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, "თვით­ნა­ბა­დო­ბის" ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­საც აგ­ვა­შო­რებ­და და უკე­თესს გაგ­ვხდი­და. სი­კე­თის ყო­ვე­ლი გა­ელ­ვე­ბა, ყვე­ლა ღი­მი­ლი რომ და­ვი­მახ­სოვ­როთ, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში, უც­ნო­ბის­გან წა­მო­სუ­ლი, სრუ­ლად შე­ვიგ­რძნობ­დით, რა კარ­გი რა­მეა ადა­მი­ა­ნი და ცხოვ­რე­ბა.

ტატა თვა­ლჭ­რე­ლი­ძე გა­მახ­სენ­და, კი­ნომ­ცოდ­ნე, ულა­მა­ზე­სი ქალი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ებს გვი­კი­თხავ­და. ავად იყო და სა­ში­ნელ სი­ცხე­ში უჭირ­და ყოფ­ნა.. გა­მოც­და­ზე გა­მოგ­ვი­ცხა­და, ვი­საც ოთხი­ა­ნი გე­ყო­ფათ, ხელი აი­წი­ეთ და "შე­მეშ­ვი­თო", ამ­ბი­ცი­უ­რი ჯგუ­ფი მყავ­და, ყვე­ლა კარ­გად სწავ­ლობ­და, მარ­ტო ერთი ჩი­ტო­სა­ნი წა­მოვ­ხტი და "გა­მიშ­ვით რა, ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ერთ ად­გილ­ზე ვერ ვის­ვე­ნებთქო". გა­რეთ ირაკ­ლი მე­ლო­დე­ბო­და. და­მი­წე­რა 4 და... კარი გა­ვი­ხუ­რე თუ არა, უთ­ქვამს, "ვა­ი­მე, ეს რა ვქე­ნი, შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს 4 რო­გორ და­ვუ­წე­რეო.." რო­გორც ჩანს, ბევ­რი იდარ­და, იმ­დე­ნად, რომ სა­ღა­მოს მა­მა­ჩემს და­უ­რე­კა და "თავს ვერ ვპა­ტი­ობ, ეს რა და­მე­მარ­თაო" .. ))))))))))

ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯერ სკო­ლის, მერე ხე­ლოვ­ნე­ბის და ფსი­ქო­ლო­გი­ის ჩემი პე­და­გო­გე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში თითო სწო­რი სი­ტყვის მთქმე­ლი ადა­მი­ა­ნის ჩათ­ვლით ჩა­ვე­ხუ­ტე­ბო­დი ყვე­ლას ვინც და­მეხ­მა­რა, რა­ღაც ადა­მი­ა­ნის­მსგავ­სი შე­მექ­მნა ჩემი თა­ვის­გან.

(სიზ­მა­რი უნდა გა­და­ვახ­ვიო, გა­ვარ­კვიო, რამ გა­მაღ­ვი­ძა ასე გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი. დი­ლა­უ­თე­ნი­აა)", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

"ძალიან შეყვარებული ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი... გარეთ ირაკლი მელოდებოდა" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

"ძალიან შეყვარებული ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი... გარეთ ირაკლი მელოდებოდა" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში ამერიკული Thanksgiving Day-ს მსგავსად, მადლიერების დღის დაწესების იდეით გამოდის და ამ თემასთან დაკავშირებით სტუდენტობის დროინდელ ისტორიას იხსენებს, როდესაც ის და ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ...

"ზოგი უცხოური დღესასწაული ხომ გადმოვიღეთ? მადლიერების დღე მათ შორის ყველაზე საუკეთესოა და არავის არ მოეწონა იმდენად, რომ ჩაერთო ქართულ კულტუროლოგიაში. არადა იმ ადამიანების მიმართ მადლობის გამოხატვა, ვინც ერთი სიტყვით მეტი მაინც გაგვაგებინა ცხოვრების მანძილზე, "თვითნაბადობის" ამპარტავნებასაც აგვაშორებდა და უკეთესს გაგვხდიდა. სიკეთის ყოველი გაელვება, ყველა ღიმილი რომ დავიმახსოვროთ, თუნდაც ქუჩაში, უცნობისგან წამოსული, სრულად შევიგრძნობდით, რა კარგი რამეა ადამიანი და ცხოვრება.

ტატა თვალჭრელიძე გამახსენდა, კინომცოდნე, ულამაზესი ქალი. ძალიან საინტერესო ლექციებს გვიკითხავდა. ავად იყო და საშინელ სიცხეში უჭირდა ყოფნა.. გამოცდაზე გამოგვიცხადა, ვისაც ოთხიანი გეყოფათ, ხელი აიწიეთ და "შემეშვითო", ამბიციური ჯგუფი მყავდა, ყველა კარგად სწავლობდა, მარტო ერთი ჩიტოსანი წამოვხტი და "გამიშვით რა, ძალიან შეყვარებული ვარ, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებთქო". გარეთ ირაკლი მელოდებოდა. დამიწერა 4 და... კარი გავიხურე თუ არა, უთქვამს, "ვაიმე, ეს რა ვქენი, შეყვარებულ ადამიანს 4 როგორ დავუწერეო.." როგორც ჩანს, ბევრი იდარდა, იმდენად, რომ საღამოს მამაჩემს დაურეკა და "თავს ვერ ვპატიობ, ეს რა დამემართაო" .. ))))))))))

ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ჯერ სკოლის, მერე ხელოვნების და ფსიქოლოგიის ჩემი პედაგოგებიდან დაწყებული, ცხოვრებაში თითო სწორი სიტყვის მთქმელი ადამიანის ჩათვლით ჩავეხუტებოდი ყველას ვინც დამეხმარა, რაღაც ადამიანისმსგავსი შემექმნა ჩემი თავისგან.

(სიზმარი უნდა გადავახვიო, გავარკვიო, რამ გამაღვიძა ასე გულაჩუყებული. დილაუთენიაა)", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს