სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია
წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 7 ივ­ლისს, უფ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი­სა და ნათ­ლის­მცემ­ლის, წმი­და იო­ა­ნე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

"იყო კაცი მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი ღვთი­სა მიერ და სა­ხე­ლი მისი "იო­ვა­ნე", - გვა­უ­წყებს სა­ხა­რე­ბა უფ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დის, იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის შე­სა­ხებ.

იო­ა­ნე იყო ბოლო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ის­რა­ე­ლის ერი­სა. მას უდი­დე­სი მი­სია ერგო - კა­ცობ­რი­ო­ბა უფალ­თან შე­სახ­ვედ­რად მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა, ადა­მი­ან­თა გუ­ლე­ბი გა­ნემ­ზა­დე­ბი­ნა მე­სი­ის, მხსნე­ლის მი­სა­ღე­ბად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ დროს, რო­დე­საც იო­ა­ნე ქა­და­გებ­და, კაც­თა, მით უფრო ღვთის რჩე­უ­ლი ერის, შვი­ლე­ბის გუ­ლე­ბი უდაბ­ნოდ იყო ქცე­უ­ლი და მისი ხმა იყო "ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა უდაბ­ნო­სა შინა", მან თა­ვი­სი მი­სია აღას­რუ­ლა. იო­ა­ნეს ქა­და­გე­ბით არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და უფალ­თან, მისი ქა­და­გე­ბით შე­იც­ნეს ქრის­ტე. სწო­რედ იო­ა­ნეს მო­წა­ფე­ე­ბი იყ­ვნენ ურ­ჩე­უ­ლე­სი უფ­ლის მო­ცი­ქულ­თა შო­რის - ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი, ვიდ­რე მა­ცხო­ვარს გაჰ­ყვე­ბოდ­ნენ...

წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის მე­სა­მედ მო­პო­ვე­ბის ის­ტო­რი­ით, რო­გორც წესი, მთავ­რდე­ბა ხოლ­მე თხრო­ბა წი­ნა­მორ­ბე­დის თავ­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა იმით აიხ­სნას, რომ ამ ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბა კა­თო­ლი­კურ და­სავ­ლეთს უკავ­შირ­დე­ბა.

850 წელს წმინ­და იო­ა­ნეს თა­ვის ქა­ლას ერთ-ერთი ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა ქა­ლაქ პეტ­რა­ში, პროდ­რო­მო­სის მო­ნას­ტერ­ში, კი­დევ ერთი - წი­ნა­მორ­ბე­დის სა­ხე­ლო­ბის სტუ­დი­ის მო­ნას­ტერ­ში. ამ სა­ვა­ნე­ში და­ცუ­ლი თა­ვის ქა­ლას სა­ხის ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ 1200 წელს მო­სა­ლო­ცად ჩა­მო­სულ­მა ან­ტო­ნიმ მო­ი­ნა­ხუ­ლა, მაგ­რამ უკვე 1204 წელს ჯვა­როს­ნებ­მა სიწ­მინ­დე საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ქა­ლაქ ამი­ენ­ში გა­ი­ტა­ნეს.

წმინ­და დი­მიტ­რი როს­ტო­ვე­ლის "წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბის" მი­ნა­წე­რი კი­დევ სამ ად­გილს მი­უ­თი­თებს, სა­დაც იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის ქა­ლას ნა­წი­ლე­ბი იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი: ათო­ნის დი­ო­ნი­სეს მო­ნას­ტე­რი, კა­ლუ­ის უგ­როვ­ლა­ხე­თის სა­ვა­ნე და პაპ სილ­ვე­რის ეკ­ლე­სია რომ­ში, სა­დაც ამი­ე­ნი­დან გად­მო­ი­ტა­ნეს სიწ­მინ­დის მცი­რე ნა­წი­ლი.

საფ­რან­გეთ­ში წმინ­და იო­ა­ნეს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ­ში აღ­მოჩ­ნდა.

1204 წლის 13 აპ­რილს, მე­ო­თხე ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბის დროს, და­სავ­ლე­თის რა­ინ­დებ­მა ბი­ზან­ტი­ის დე­და­ქა­ლა­ქი, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი, აი­ღეს, და­არ­ბი­ეს და გა­ძარ­ცვეს. რო­გორც ლა­თინ­თა გად­მო­ცე­მა მოწ­მობს, ვა­ლონ დე სარ­ტონ­მა, რო­მე­ლიც პი­კი­ნი­ი­დან იყო, ერთ-ერთი სა­სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში იპო­ვა ფუტ­ლი­ა­რი, რო­მელ­შიც ვერ­ცხლის მოზ­რდილ თეფ­შზე, შუ­შის ზარ­ხუ­ფის ქვეშ, იდო ადა­მი­ა­ნის თა­ვის ქა­ლას სა­ხის ნა­წი­ლი ქვე­და ყბის გა­რე­შე. მარ­ცხე­ნა წარ­ბის ზე­მოთ ღრმუ­ლი მო­ჩან­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხან­ჯლა­რი. ვა­ლონ­მა თეფ­შზე ბერ­ძნუ­ლი წარ­წე­რა ამო­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და, რომ ეს წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ნა­წი­ლი იყო. ამას­თან, წარბთან არ­სე­ბუ­ლი ღრმუ­ლი თან­ხვდე­ბო­და იმ ფაქტს, რო­მელ­საც ნე­ტა­რი იე­რო­ნი­მე აღ­წერ­და. მისი მოწ­მო­ბით, გა­ცე­ცხლე­ბულ­მა ჰე­რო­დი­ა­დამ წმინ­და­ნის მოჭ­რილ თავს ხან­ჯა­ლი ჩას­ცა.

ვა­ლონ დე სარ­ტონ­მა გა­და­წყვი­ტა, წი­ნა­მორ­ბე­დის თავი საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, პი­კარ­დი­ა­ში ჩა­ე­ტა­ნა. 1206 წლის 17 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ ამი­ე­ნის კა­თო­ლი­კე ეპის­კო­პო­სი რი­ჩარდ გე­ბე­რო­ე­ლი ქა­ლა­ქის კა­რიბ­ჭეს­თან ზე­ი­მით მი­ე­გე­ბა იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის წმინ­და ნა­წი­ლებს. ალ­ბათ, ეპის­კო­პო­სი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო ნა­წი­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში, რაც იმ დროს ად­ვი­ლი გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამი­ენ­ში და მთლი­ა­ნად პი­კარ­დი­ა­ში იწყე­ბა იო­ა­ნე წი­ნა­მორ­ბე­დის თა­ვის ქა­ლას წინა, სა­ხის მხა­რის, ნა­წი­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მა.

1220 წელს ამი­ე­ნის ეპის­კო­პოს­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ახალ კა­თო­ლი­კურ ტა­ძარს, რო­მე­ლიც გო­თუ­რი სტი­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დი­დე­ბულ ნა­გე­ბო­ბად იქცა. აქ გად­მო­აბ­რძა­ნეს ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სიწ­მინ­დე - იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის ქა­ლას ნა­წი­ლი.

თან­და­თან ამი­ე­ნი არა მხო­ლოდ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­თა, არა­მედ საფ­რან­გე­თის მე­ფე­ე­ბის, პრინ­ცე­ბი­სა და დი­დე­ბუ­ლე­ბის მო­სა­ლოც ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა. პირ­ვე­ლად წმინ­და იო­ა­ნეს თა­ვის თაყ­ვან­სა­ცე­მად მი­ვი­და საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო IX (კა­თო­ლი­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ იგი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა), შემ­დეგ - შარლ VI, შარლ VII, რო­მელ­მაც დი­დძა­ლი შე­სა­წი­რი გა­ი­ღო წმინ­და ნა­წი­ლე­ბის შე­სამ­კო­ბად.

1604 წელს რო­მის პაპ­მა კლი­მენ­ტი VII-მ, რო­მელ­საც სურ­და, რომ­ში წი­ნა­მორ­ბე­დის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია მისი წმინ­და ნა­წი­ლით გა­ემ­დიდ­რე­ბი­ნა, ამი­ე­ნის მღვდელმსა­ხუ­რებს სიწ­მინ­დის მცი­რე ნა­წი­ლი გა­მოს­თხო­ვა, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი კვლავ ამი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დარ­ჩა.

წმინ­და ნა­წი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა რე­ვო­ლუ­ცი­ის მძვინ­ვა­რე­ბის დროს

1789 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მთელ საფ­რან­გეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბის აღ­წე­რა და ექ­სპროპ­რი­ა­ცია, რა­საც წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ამო­ღე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბაც ახ­ლდა თან. წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თავი ამი­ე­ნის ტა­ძარ­ში დარ­ჩა 1793 წლამ­დე, სა­ნამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კონ­ვენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ მო­ი­თხო­ვეს. მათ წმინ­და ნა­წი­ლებს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი მოხ­სნეს და სიწ­მინ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე და­მარ­ხვა ბრძა­ნეს, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ ხე­ლი­სუ­ფალ­თა ნება არ აღ­სრულ­და. მათი წას­ვლის შემ­დეგ ამი­ე­ნის მერი ლუი-ალექ­სან­დრე ლე­კე­ვი მა­ლუ­ლად დაბ­რუნ­და სა­ცავ­ში და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, წმინ­და ნა­წი­ლე­ბი შინ წა­ი­ღო. ასე გა­დარ­ჩა ეს წმინ­და რე­ლიკ­ვია. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ყო­ფილ­მა მერ­მა სიწ­მინ­დე შე­სა­ნა­ხად გა­დას­ცა აბატ ლი­ოჟენს, ხოლო რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი დევ­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წმინ­და­ნის თავი ამი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­აბ­რუ­ნეს. ეს მოხ­და 1816 წელს. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის ქალა დღემ­დე ამი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა.

XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ის­ტო­რი­ულ­მა მეც­ნი­ე­რე­ბამ, ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, აღი­ა­რა, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხში­რი იყო წმინ­და ნა­წილ­თა გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამი­ე­ნის სიწ­მინ­დი­სად­მი სა­ერ­თო უნ­დობ­ლო­ბის გამო მის­და­მი ინ­ტე­რე­სი ნელ-ნელა იკ­ლებ­და.

წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თავი დღე­ის­თვის

წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ნა­წი­ლე­ბის მი­მართ ხე­ლა­ხალ­მა ინ­ტე­რეს­მა XX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში, უფრო ზუს­ტად, 1958 წელს, იფეთ­ქა. ამი­ე­ნის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა სა­ეკ­ლე­სიო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ საფ­რან­გეთ­ში, ვერ­დენ­ში, XVII სა­უ­კუ­ნი­დან ინა­ხე­ბო­და ქვე­და ყბის ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლი­სა. მას სურ­და არ­სე­ბუ­ლი ორი ნა­წი­ლის შე­კავ­ში­რე­ბა და შე­და­რე­ბა. ამი­ე­ნის ეპის­კო­პო­სის ნე­ბარ­თვით ჩა­მო­ყა­ლიბ­და კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ მე­დი­კოს-ექ­სპერტთა კო­მი­სია. რე­ლიკ­ვი­ე­ბის შეს­წავ­ლა რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და. სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მი­სი­ის დას­კვნე­ბი შე­იკ­რი­ბა დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რმა მო­ა­წე­რა ხელი. კო­მი­სი­ის დას­კვნე­ბი ასე­თი იყო:

1. ვერ­დე­ნის ობი­ექ­ტის (იგუ­ლის­ხმე­ბა ვერ­დენ­ში და­ცუ­ლი ქვე­და ყბა) შე­და­რე­ბამ ამი­ე­ნის ობი­ექტთან გა­მო­ავ­ლი­ნა მათი ანა­ტო­მი­უ­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა, რაც, უეჭ­ვე­ლად, მათ სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს.

2. ქრო­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, ამი­ე­ნის ნა­წი­ლე­ბი უფრო ძვე­ლია, ვიდ­რე ვერ­დე­ნი­სა. გა­რეგ­ნუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით ვერ­დე­ნის ნა­წი­ლე­ბი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ძვლებს გვა­გო­ნებს.

3. თა­ვის სა­ხის ნა­წი­ლი ამი­ე­ნი­დან ძა­ლი­ან ძვე­ლი ობი­ექ­ტია, უფრო ძვე­ლი, ვიდ­რე "შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ძვლე­ბი"; მე­ო­რე მხრივ, ის ნაკ­ლე­ბად ძვე­ლია მე­ზო­ლი­თის ადა­მი­ა­ნე­ბის ძვლებ­თან შე­და­რე­ბით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს და­ვა­თა­რი­ღოთ მისი ასა­კი ქრის­ტეს შო­ბამ­დე 500-ქრის­ტეს შო­ბი­დან 1000 წლე­ბით.

4. ადა­მი­ა­ნის ასა­კის ზუს­ტად დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან კბი­ლე­ბი არა აქვს. მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ალ­ვე­ო­ლე­ბი (კბი­ლის ფო­სო­ე­ბი) სავ­სე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და ზო­გი­ერთ ნა­პირ­ზე - გა­ხე­ხი­ლი, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ლა­პა­რა­კია ზრდას­რულ (25-40 წლის) ადა­მი­ან­ზე.

5. სა­ხის ტიპი - ევ­რო­პე­ო­ი­დუ­ლი (ე.ი. არც ნეგ­რო­ი­დუ­ლი, არც მონ­ღო­ლო­ი­დუ­რი). სა­ხის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­ვნოთ ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რულ ტიპს (ტიპს, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ბე­დუ­ი­ნე­ბი ეკუთ­ვნი­ან).

დას­კვნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამი­ე­ნის ნა­წი­ლე­ბი ნამ­დვი­ლია და ისი­ნი წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელს ეკუთ­ვნის, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის გარ­და, ყვე­ლა მეც­ნი­ე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მი მის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს.

ამით მთავ­რდე­ბა წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რია. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბოლო წლებ­ში ამი­ენ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ და სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, თაყ­ვა­ნი სცენ ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ უდი­დეს სიწ­მინ­დეს, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თავს, თუმ­ცა ამ სი­ხა­რულს რამ­დე­ნად­მე აფერ­მკრთა­ლებს ის ფაქ­ტი, რომ ეს წმინ­და ნა­წი­ლი არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლურ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია

მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს, უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს.

"იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი "იოვანე", - გვაუწყებს სახარება უფლის წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შესახებ.

იოანე იყო ბოლო წინასწარმეტყველი ისრაელის ერისა. მას უდიდესი მისია ერგო - კაცობრიობა უფალთან შესახვედრად მოემზადებინა, ადამიანთა გულები განემზადებინა მესიის, მხსნელის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის, შვილების გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა. იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი მივიდა უფალთან, მისი ქადაგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ ურჩეულესი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი, ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ...

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ მოპოვების ისტორიით, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე თხრობა წინამორბედის თავზე. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ისტორიის გაგრძელება კათოლიკურ დასავლეთს უკავშირდება.

850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი - წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში. ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ნაწილი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა სიწმინდე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.

წმინდა დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრების" მინაწერი კიდევ სამ ადგილს მიუთითებს, სადაც იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები იყო დაბრძანებული: ათონის დიონისეს მონასტერი, კალუის უგროვლახეთის სავანე და პაპ სილვერის ეკლესია რომში, სადაც ამიენიდან გადმოიტანეს სიწმინდის მცირე ნაწილი.

საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა ქრისტიანული სიწმინდეების ისტორიებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.

1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა.

ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს. ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო ნაწილების ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ამიენში და მთლიანად პიკარდიაში იწყება იოანე წინამორბედის თავის ქალას წინა, სახის მხარის, ნაწილის თაყვანისცემა.

1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ კათოლიკურ ტაძარს, რომელიც გოთური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.

თანდათან ამიენი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთა, არამედ საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოსალოც ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ - შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდძალი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.

1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომში წინამორბედის სახელობის ეკლესია მისი წმინდა ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს სიწმინდის მცირე ნაწილი გამოსთხოვა, ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.

წმინდა ნაწილების გადარჩენა რევოლუციის მძვინვარების დროს

1789 წლის რევოლუციის შემდეგ მთელ საფრანგეთში მიმდინარეობდა საეკლესიო ქონების აღწერა და ექსპროპრიაცია, რასაც წმინდა ნაწილების ამოღება-განადგურებაც ახლდა თან. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი ამიენის ტაძარში დარჩა 1793 წლამდე, სანამ რევოლუციური კონვენტის წარმომადგენლებმა არ მოითხოვეს. მათ წმინდა ნაწილებს ძვირფასი სამკაული მოხსნეს და სიწმინდის სასაფლაოზე დამარხვა ბრძანეს, მაგრამ რევოლუციონერ ხელისუფალთა ნება არ აღსრულდა. მათი წასვლის შემდეგ ამიენის მერი ლუი-ალექსანდრე ლეკევი მალულად დაბრუნდა საცავში და სიკვდილით დასჯის საფრთხის მიუხედავად, წმინდა ნაწილები შინ წაიღო. ასე გადარჩა ეს წმინდა რელიკვია. რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილმა მერმა სიწმინდე შესანახად გადასცა აბატ ლიოჟენს, ხოლო რევოლუციური დევნის დასრულების შემდეგ წმინდანის თავი ამიენის საკათედრო ტაძარში დააბრუნეს. ეს მოხდა 1816 წელს. იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა დღემდე ამიენის საკათედრო ტაძარში ინახება.

XIX საუკუნის მიწურულს ისტორიულმა მეცნიერებამ, ეკლესიის მესვეურთა მონაწილეობით, აღიარა, რომ შუა საუკუნეებში ხშირი იყო წმინდა ნაწილთა გაყალბების შემთხვევები. ამიენის სიწმინდისადმი საერთო უნდობლობის გამო მისდამი ინტერესი ნელ-ნელა იკლებდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი დღეისთვის

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილების მიმართ ხელახალმა ინტერესმა XX საუკუნის შუა ხანებში, უფრო ზუსტად, 1958 წელს, იფეთქა. ამიენის ტაძრის წინამძღვარმა საეკლესიო ხელისუფლებას შეატყობინა, რომ აღმოსავლეთ საფრანგეთში, ვერდენში, XVII საუკუნიდან ინახებოდა ქვედა ყბის ნაწილი, სავარაუდოდ, იოანე ნათლისმცემლისა. მას სურდა არსებული ორი ნაწილის შეკავშირება და შედარება. ამიენის ეპისკოპოსის ნებართვით ჩამოყალიბდა კვალიფიცირებულ მედიკოს-ექსპერტთა კომისია. რელიკვიების შესწავლა რამდენიმე თვე გაგრძელდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნები შეიკრიბა დოკუმენტში, რომელსაც კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი. კომისიის დასკვნები ასეთი იყო:

1. ვერდენის ობიექტის (იგულისხმება ვერდენში დაცული ქვედა ყბა) შედარებამ ამიენის ობიექტთან გამოავლინა მათი ანატომიური შეუთავსებლობა, რაც, უეჭველად, მათ სხვადასხვა წარმომავლობას ადასტურებს.

2. ქრონოლოგიის მიხედვით, ამიენის ნაწილები უფრო ძველია, ვიდრე ვერდენისა. გარეგნული შეხედულებით ვერდენის ნაწილები შუა საუკუნეების ძვლებს გვაგონებს.

3. თავის სახის ნაწილი ამიენიდან ძალიან ძველი ობიექტია, უფრო ძველი, ვიდრე "შუა საუკუნეების ძვლები"; მეორე მხრივ, ის ნაკლებად ძველია მეზოლითის ადამიანების ძვლებთან შედარებით, რაც საშუალებას გვაძლევს დავათარიღოთ მისი ასაკი ქრისტეს შობამდე 500-ქრისტეს შობიდან 1000 წლებით.

4. ადამიანის ასაკის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან კბილები არა აქვს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ალვეოლები (კბილის ფოსოები) სავსებით განვითარებულია და ზოგიერთ ნაპირზე - გახეხილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლაპარაკია ზრდასრულ (25-40 წლის) ადამიანზე.

5. სახის ტიპი - ევროპეოიდული (ე.ი. არც ნეგროიდული, არც მონღოლოიდური). სახის მონაცემებიდან გამომდინარე, ის შეიძლება მივაკუთვნოთ ხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს (ტიპს, რომელსაც თანამედროვე ბედუინები ეკუთვნიან).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამიენის ნაწილები ნამდვილია და ისინი წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეკუთვნის, რადგან ისტორიული წყაროების გარდა, ყველა მეცნიერული მონაცემი მის სასარგებლოდ მეტყველებს.

ამით მთავრდება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის თანამედროვე ისტორია. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ამიენში მართლმადიდებელი მომლოცველები გამოჩნდნენ და საშუალება აქვთ, თაყვანი სცენ ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავს, თუმცა ამ სიხარულს რამდენადმე აფერმკრთალებს ის ფაქტი, რომ ეს წმინდა ნაწილი არამართლმადიდებლურ გარემოში იმყოფება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია