Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იხსნა ნათია გედენიძემ სანდრა რულოვსი უცხოელი პაპარაცისგან
როგორ იხსნა ნათია გედენიძემ სანდრა რულოვსი უცხოელი პაპარაცისგან

12 წე­ლია, რაც ნა­თია გე­დე­ნი­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფია. ირაკ­ლი და ნა­თია გე­დე­ნი­ძე­ე­ბის წყვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ირაკ­ლის ბოლო პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი კად­რი აღუ­ბეჭ­დავს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი­დან. მე­უღ­ლე – ნა­თია, უფრო სხვა სფე­რო­ში გრძნობს თავს კარ­გად. მოს­წონს პა­პა­რა­ცუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ცი­ხე­ებ­ში ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით. ფო­ტოგ­რა­ფი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი გახ­ლავთ.

- ფო­ტოგ­რა­ფი­ას პირ­ვე­ლად მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ შე­ვე­ხე. მა­შინ ირაკ­ლი უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გახ­ლდათ. პა­ემ­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად, გა­და­ღე­ბე­ბის დროს გვქონ­და და მეც იქ მივ­დი­ო­დი, სა­დაც გა­და­სა­ღე­ბად იყო. ერთხელ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ 9 აპ­რი­ლის ღა­მეს რუს­თა­ველ­ზე მე­მო­რი­ალ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ირაკ­ლი თან მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ჩემ­თვის ცოტა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ღამე რუს­თა­ველ­ზე გა­მე­ტა­რე­ბი­ნა და თან ისე, რომ ოჯა­ხის­თვის ამეხ­სნა. პა­ტა­რა ძაღ­ლი მყავ­და და მას­თან ერ­თად წა­ვე­დი. მე­რი­დე­ბო­და ტრა­გი­კულ ად­გი­ლას მის­ვლა, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს გა­და­ვე­დი და ირაკ­ლის იქ ვე­ლო­დე­ბო­დი, თან ძაღლს პი­ჯაკ­ში ვმა­ლავ­დი, მრცხვე­ნო­და, რომ ცხო­ვე­ლით ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, ეს ხდე­ბო­და 1998 წელს.

- მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე მა­ინც არ იღებ­დი სუ­რა­თებს?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ირაკ­ლი რომ მი­ღებ­და ფო­ტო­ებს, მერე ნელ-ნელა და­ვი­წყე გარ­კვე­ვა. მისი სა­ხით ოჯახ­ში დიდი კრი­ტი­კო­სი მყავ­და და მა­ინც მე­ში­ნო­და. ერთ დღეს ირაკ­ლი გა­და­ღე­ბა­ზე მი­დი­ო­და და ამ დროს მე­ო­რე გა­და­ღე­ბაც გა­მოჩ­ნდა. ვინც გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვი­დო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ირაკ­ლის­გან ხელ­დას­ხმუ­ლი და მის­თვის სან­დო ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გა­და­ღე­ბა­ზე მე გა­მიშ­ვა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­ლდათ და რო­გორც შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­მი­ვი­და. ოღონდ წლე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, რომ მო­ე­წო­ნა (იღი­მის).

- ნა­თია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შენს საყ­ვა­რელ ჟან­რად რო­მე­ლი იქცა?

- პა­პა­რა­ცუ­ლი კად­რე­ბი, რად­გან რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ კუ­თხით ძა­ლი­ან სწრა­ფი რე­აქ­ცია მაქვს და ამ მხრივ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც. ჩემს არ­ქივ­ში ბევ­რი ისე­თი ფო­ტოა, რო­მელ­საც დღის სი­ნათ­ლე არ უნა­ხავს. იმ პე­რი­ოდ­ში ასე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რად­გან შე­საძ­ლოა, ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ჩრდი­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

- ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში ხში­რად მოგ­ზა­უ­რობთ, ასეთ დრო­საც იღებთ ფო­ტო­ებს?

- თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. "გო­უპ­რო" - ასე ჰქვია ახალ აპა­რატს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მაგ­რი ჯოხი მოჰ­ყვე­ბა. 21-ე სა­უ­კუ­ნემ დაგ­ვდო პა­ტი­ვი, რომ ფო­ტოგ­რა­ფი კადრს მიღ­მა აღარ დარ­ჩეს. ფო­ტო­ა­პა­რა­ტი სპე­ცი­ა­ლურ ჯოხზე მაგრდე­ბა, რო­მელ­საც გას­წევ, და­ა­ყე­ნებ და ისე გა­და­ი­ღებ სუ­რათს, რომ კადრში შენც ჩან­დე. ახლა ვმუ­შა­ობთ სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს მო­ი­ცავს. შე­იძ­ლე­ბა, დღე­ში ათი ტა­ძა­რიც გა­და­ვი­ღოთ. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩვენს თავ­საც ვუქ­მნით კომ­ფორ­ტს და კადრში ვჩნდე­ბით.

- ნა­თია, ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან გი­წევ­და მუ­შა­ო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მელ შემ­თხვე­ვას გა­იხ­სე­ნებ­დი?

- ერთხელ სა­ზღვარ­გა­რეთ ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის - სან­დრა რუ­ლოვსს ვახ­ლდი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი კლი­ნი­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს ფეხ­ზე ბა­ხი­ლებს იც­ვამ­და. სწო­რედ ამ დროს გა­მო­მად­გა ჩემი პა­პა­რა­ცუ­ლი თვა­ლი, რაც იქვე მდგარ­მა დაც­ვა­მაც ვერ შე­ამ­ჩნია. მხო­ლოდ მე შე­ვამ­ჩნიე იქა­უ­რი ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ჩა­ი­ცუცქა და გა­ნიზ­რა­ხა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ე­ღო სან­დრა. ამ დროს რაც მო­ვა­ხერ­ხე, ის იყო, რომ ფო­ტოგ­რაფს წინ ჩემი ჩექ­მი­ა­ნი ფეხი და­ვუ­დე და კად­რი გა­ვუ­ფუ­ჭე (იცი­ნის).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ იხსნა ნათია გედენიძემ სანდრა რულოვსი უცხოელი პაპარაცისგან

როგორ იხსნა ნათია გედენიძემ სანდრა რულოვსი უცხოელი პაპარაცისგან

12 წელია, რაც ნათია გედენიძე პროფესიონალი ფოტოგრაფია. ირაკლი და ნათია გედენიძეების წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ირაკლის ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიიდან არაერთი უნიკალური კადრი აღუბეჭდავს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებიდან. მეუღლე – ნათია, უფრო სხვა სფეროში გრძნობს თავს კარგად. მოსწონს პაპარაცული ფოტოების გადაღება და განსაკუთრებულად არის დაინტერესებული მსოფლიოში არსებულ ციხეებში ქალების მდგომარეობით. ფოტოგრაფიის პარალელურად, ჩვენი რესპონდენტი საინფორმაციო სააგენტო ''ინტერპრესნიუსში'' მარკეტინგის მენეჯერი გახლავთ.

- ფოტოგრაფიას პირველად მომავალი მეუღლის გაცნობის შემდეგ შევეხე. მაშინ ირაკლი უკვე პროფესიონალი ფოტოგრაფი გახლდათ. პაემნები, ძირითადად, გადაღებების დროს გვქონდა და მეც იქ მივდიოდი, სადაც გადასაღებად იყო. ერთხელ შეყვარებულობის პერიოდში შემომთავაზა, რომ 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მემორიალთან მივსულიყავი. ირაკლი თან მუშაობდა, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენი იყო, ახალგაზრდა გოგონას ღამე რუსთაველზე გამეტარებინა და თან ისე, რომ ოჯახისთვის ამეხსნა. პატარა ძაღლი მყავდა და მასთან ერთად წავედი. მერიდებოდა ტრაგიკულ ადგილას მისვლა, მოპირდაპირე მხარეს გადავედი და ირაკლის იქ ველოდებოდი, თან ძაღლს პიჯაკში ვმალავდი, მრცხვენოდა, რომ ცხოველით ვიყავი მისული, ეს ხდებოდა 1998 წელს.

- მოყვარულის დონეზე მაინც არ იღებდი სურათებს?

- თავიდან ძალიან მომწონდა, ირაკლი რომ მიღებდა ფოტოებს, მერე ნელ-ნელა დავიწყე გარკვევა. მისი სახით ოჯახში დიდი კრიტიკოსი მყავდა და მაინც მეშინოდა. ერთ დღეს ირაკლი გადაღებაზე მიდიოდა და ამ დროს მეორე გადაღებაც გამოჩნდა. ვინც გადაღებაზე წავიდოდა, აუცილებლად ირაკლისგან ხელდასხმული და მისთვის სანდო ადამიანი უნდა ყოფილიყო. გადაღებაზე მე გამიშვა, საქველმოქმედო ღონისძიება გახლდათ და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ძალიან კარგად გამომივიდა. ოღონდ წლების შემდეგ მითხრა, რომ მოეწონა (იღიმის).

- ნათია, ამ წლების განმავლობაში შენს საყვარელ ჟანრად რომელი იქცა?

- პაპარაცული კადრები, რადგან როგორც ამბობენ, ამ კუთხით ძალიან სწრაფი რეაქცია მაქვს და ამ მხრივ მუშაობის გამოცდილებაც. ჩემს არქივში ბევრი ისეთი ფოტოა, რომელსაც დღის სინათლე არ უნახავს. იმ პერიოდში ასე ჩავთვალე საჭიროდ, რადგან შესაძლოა, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანისთვის ჩრდილი მიეყენებინა.

- ოჯახი საქართველოს ფარგლებში ხშირად მოგზაურობთ, ასეთ დროსაც იღებთ ფოტოებს?

- თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევს. ''გოუპრო'' - ასე ჰქვია ახალ აპარატს, რომელსაც სპეციალური სამაგრი ჯოხი მოჰყვება. 21-ე საუკუნემ დაგვდო პატივი, რომ ფოტოგრაფი კადრს მიღმა აღარ დარჩეს. ფოტოაპარატი სპეციალურ ჯოხზე მაგრდება, რომელსაც გასწევ, დააყენებ და ისე გადაიღებ სურათს, რომ კადრში შენც ჩანდე. ახლა ვმუშაობთ სპეციალურ პროექტზე, რომელიც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს მოიცავს. შეიძლება, დღეში ათი ტაძარიც გადავიღოთ. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს თავსაც ვუქმნით კომფორტს და კადრში ვჩნდებით.

- ნათია, ბევრ ცნობილ ადამიანთან გიწევდა მუშაობა და განსაკუთრებულად რომელ შემთხვევას გაიხსენებდი?

- ერთხელ საზღვარგარეთ ყოფილ პირველ ლედის - სანდრა რულოვსს ვახლდი, რომელიც ერთ-ერთი კლინიკის დათვალიერების დროს ფეხზე ბახილებს იცვამდა. სწორედ ამ დროს გამომადგა ჩემი პაპარაცული თვალი, რაც იქვე მდგარმა დაცვამაც ვერ შეამჩნია. მხოლოდ მე შევამჩნიე იქაური ფოტოკორესპონდენტი, რომელიც ჩაიცუცქა და განიზრახა, ამ მდგომარეობაში გადაეღო სანდრა. ამ დროს რაც მოვახერხე, ის იყო, რომ ფოტოგრაფს წინ ჩემი ჩექმიანი ფეხი დავუდე და კადრი გავუფუჭე (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება