პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიმპტომები აქვს ებოლას და არსებობს თუ არა ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება
რა სიმპტომები აქვს ებოლას და არსებობს თუ არა ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება

ებო­ლა იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ვირუ­სია, რო­მე­ლიც იწ­ვევს ში­ნა­გან და გა­რე­გან სის­ხლდე­ნას.

რო­დე­საც ვირუ­სი სხე­ულ­ში ვრცელ­დე­ბა, ის აზი­ა­ნებს იმუ­ნურ სის­ტე­მას და ყვე­ლა ორ­გა­ნოს. შე­დე­გად, სის­ხლის მო­ლე­კუ­ლე­ბი სკდე­ბა, რაც იწ­ვევს გა­უ­კონ­ტრო­ლე­ბელ სის­ხლდე­ნას.

ებო­ლა და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 90%-ში სიკ­ვდილს იწ­ვევს.

შე­საძ­ლოა თუ არა, რომ ებო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცელ­დეს

ჯერ­ჯე­რო­ბით ებო­ლას ვირუ­სი მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლურ და და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­შია ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი. ებო­ლა ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს, თუ მგზავ­რებ­ში და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მაგ­რამ არ­სე­ბობს პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბი აე­რო­პორ­ტებ­ში და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვი­სას.

ავი­ა­ხა­ზე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს გავ­ლი­ლი აქვთ ტრე­ნინ­გი სიმპტო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­უძ­ლი­ათ ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნის ამოც­ნო­ბა. მათ აქვთ მი­თი­თე­ბა, რომ კა­რან­ტინ­ში მო­ახ­ვედ­რონ ყვე­ლა, ვინც სა­ეჭ­ვოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა ებო­ლა­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბა

ებო­ლა ისე­თი გა­დამ­დე­ბი ვირუ­სი არაა, რო­გორც მა­გა­ლი­თად, გრი­პი ან წი­თუ­რაა. ის ადა­მი­ა­ნებ­ში კან­ზე შე­ხე­ბით გა­და­დის ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის სხე­უ­ლის ფლუ­ი­დე­ბით. შემ­დეგ ად­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე იგი­ვე გზით გა­და­დის. ისი­ნი, ვინც უვ­ლი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბულს ან მარ­ხა­ვენ ებო­ლა­თი გარ­დაც­ვლილს, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვა­დაც ავად­დე­ბი­ან.

ებო­ლა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბა აგ­რეთ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ ნემსზე შე­ხე­ბით. ებო­ლა არ გა­და­დის ჰა­ე­რით, წყლით ან საკ­ვე­ბით. ადა­მი­ა­ნი, ვი­საც აქვს ებო­ლა, მაგ­რამ არ გა­აჩ­ნია სიმპტო­მე­ბი, არ არის გა­დამ­დე­ბი.

რო­გო­რია ებო­ლას სიმპტო­მე­ბი

თა­ვი­დან ებო­ლა გრი­პი­ვით იწყე­ბა. სიმპტო­მე­ბი იკ­ვე­თე­ბა 2-დან 21-მდე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია: მა­ღა­ლი სი­ცხე, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ყე­ლის გა­მოშ­რო­ბა, სი­სუს­ტე, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, მა­დის და­კარ­გვა.

რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა მწვავ­დე­ბა, იწყე­ბა ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა. აგ­რეთ­ვე სის­ხლდე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს თვა­ლე­ბი­დან, ყუ­რე­ბი­დან და ცხვი­რი­დან. ზოგი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახ­ვე­ლებს ან აღე­ბი­ნებს სის­ხლს, აღე­ნიშ­ნე­ბა სის­ხლი­ა­ნი დი­ა­რეა და გა­მო­ნა­ყა­რი.

რო­გორ ხდე­ბა ებო­ლას დი­აგ­ნოს­ტი­კა

ზოგ­ჯერ მხო­ლოდ სიმპტო­მე­ბით რთუ­ლია თქვა, ადა­მი­ანს აქვს თუ არა ებო­ლა. ექი­მებ­მა უნდა ჩა­ა­ტა­რონ გა­მოკ­ვლე­ვა, რომ გა­მო­რი­ცხონ ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ქო­ლე­რა ან მა­ლა­რია. სის­ხლის გა­მოკ­ვლე­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია ებო­ლას ვირუ­სის დად­გე­ნა. მათ, ვი­საც ებო­ლა აღე­ნიშ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლა­ცი­ა­ში ხვდე­ბა, რომ აღიკ­ვე­თოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია webmd.com-ს მი­ხედ­ვით.

რა სიმპტომები აქვს ებოლას და არსებობს თუ არა ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება

რა სიმპტომები აქვს ებოლას და არსებობს თუ არა ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება

ებოლა იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსია, რომელიც იწვევს შინაგან და გარეგან სისხლდენას.

როდესაც ვირუსი სხეულში ვრცელდება, ის აზიანებს იმუნურ სისტემას და ყველა ორგანოს. შედეგად, სისხლის მოლეკულები სკდება, რაც იწვევს გაუკონტროლებელ სისხლდენას.

ებოლა დაავადების შემთხვევათა 90%-ში სიკვდილს იწვევს.

შესაძლოა თუ არა, რომ ებოლა საქართველოში გავრცელდეს

ჯერჯერობით ებოლას ვირუსი მხოლოდ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაშია ლოკალიზებული. ებოლა ქვეყნიდან ქვეყანაში შეიძლება გადავიდეს, თუ მგზავრებში დაავადებული ადამიანია. მაგრამ არსებობს პრევენციის გზები აეროპორტებში დაავადებული ადამიანების გამოკვლევისას.

ავიახაზების თანამშრომლებს გავლილი აქვთ ტრენინგი სიმპტომებთან დაკავშირებით და შეუძლიათ ვირუსის გადამტანის ამოცნობა. მათ აქვთ მითითება, რომ კარანტინში მოახვედრონ ყველა, ვინც საეჭვოდ გამოიყურება.

როგორ ხდება ებოლათი დაინფიცირება

ებოლა ისეთი გადამდები ვირუსი არაა, როგორც მაგალითად, გრიპი ან წითურაა. ის ადამიანებში კანზე შეხებით გადადის ან დაავადებული ცხოველის სხეულის ფლუიდებით. შემდეგ ადმიანიდან ადამიანზე იგივე გზით გადადის. ისინი, ვინც უვლიან ინფიცირებულს ან მარხავენ ებოლათი გარდაცვლილს, უმეტეს შემთხვევაში, თავადაც ავადდებიან.

ებოლათი ინფიცირება აგრეთვე შესაძლებელია დასნებოვნებულ ნემსზე შეხებით. ებოლა არ გადადის ჰაერით, წყლით ან საკვებით. ადამიანი, ვისაც აქვს ებოლა, მაგრამ არ გააჩნია სიმპტომები, არ არის გადამდები.

როგორია ებოლას სიმპტომები

თავიდან ებოლა გრიპივით იწყება. სიმპტომები იკვეთება 2-დან 21-მდე დღის განმავლობაში. დაინფიცირების მთავარი მახასიათებლებია: მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ყელის გამოშრობა, სისუსტე, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა.

როდესაც დაავადება მწვავდება, იწყება შინაგანი სისხლდენა. აგრეთვე სისხლდენა მიმდინარეობს თვალებიდან, ყურებიდან და ცხვირიდან. ზოგი ინფიცირებული ახველებს ან აღებინებს სისხლს, აღენიშნება სისხლიანი დიარეა და გამონაყარი.

როგორ ხდება ებოლას დიაგნოსტიკა

ზოგჯერ მხოლოდ სიმპტომებით რთულია თქვა, ადამიანს აქვს თუ არა ებოლა. ექიმებმა უნდა ჩაატარონ გამოკვლევა, რომ გამორიცხონ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა ან მალარია. სისხლის გამოკვლევით შესაძლებელია ებოლას ვირუსის დადგენა. მათ, ვისაც ებოლა აღენიშნება, საზოგადოებისგან იზოლაციაში ხვდება, რომ აღიკვეთოს ვირუსის გავრცელება.

მომზადებულია webmd.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია