პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ტელეწამყვანების უცნობი მეორე ნახევრები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ტელეწამყვანების უცნობი მეორე ნახევრები

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნის­გან თავს იკა­ვე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათ შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი. ambebi.ge სწო­რედ მათ­ზე გი­ამ­ბობთ. 

ანი ქორ­ქია და კახა ჩი­ქო­ვა­ნი

ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნის და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ანი ქორ­ქი­ას მე­უღ­ლე, კახა ჩი­ქო­ვა­ნია. კახა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ეს­პა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ბარ­სე­ლო­ნა­ში ცხოვ­რობ­და. ანიმ და კა­ხამ გაც­ნო­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში იქორ­წი­ნეს და რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვაჟი, პა­ტა­რა გი­ორ­გიც გა­უჩ­ნდათ.

გვან­ცა და­რა­სე­ლია და ვახო მჭედ­ლი­ძე

"რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "სხვა შუ­ა­დღის" წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია 2010 წელს ბიზ­ნეს­მენ ვახო მჭედ­ლი­ძე­ზე და­ქორ­წინ­და. ვა­ხომ გვან­ცა რუსა მორ­ჩი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე გა­იც­ნო.

ვახო მჭედ­ლი­ძე ყო­ფი­ლი მო­რაგ­ბეა. ის ძი­რი­თა­დად, გა­სარ­თობ ბიზ­ნეს­ში არის ჩარ­თუ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ჩე­ხეთ­ში. მას რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი აქვს. იყო პო­ლი­ტი­კა­შიც, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რიც გახ­ლდათ, მაგ­რამ და­პი­რი­პი­რე­ბის გამო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წლე­ბის წინ და­ტო­ვა და ახლა მხო­ლოდ ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. გვან­ცას და ვა­ხოს ერთი ვაჟი, ერეკ­ლე ჰყავთ.

თიკა ფა­ცა­ცია და და­ვით ან­თე­ლი­ძე

თიკა ფა­ცა­ცი­ას მე­უღ­ლე, და­ვით ან­თე­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თით­ქმის არას­დროს ჩნდე­ბა. ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, როცა წყვი­ლი ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს, წელს, ბა­თუ­მის ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­და.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არც ფა­ცა­ცი­ას უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მათი ოჯა­ხი მრა­ვა­ლი წლის წინ შე­იქ­მნა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. და­ვით ან­თე­ლი­ძე მა­შინ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, პი­რა­დად გა­ეც­ნო. ეს მო­ა­ხერ­ხა კი­დეც და მისი ცო­ლად შერ­თვაც შეძ­ლო. რის შემ­დე­გაც წყვი­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ამე­რი­კა­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.და­ვით ან­თე­ლი­ძე ბიზ­ნეს­მე­ნია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ მას ლა­გუ­ნა-ვე­რეს სა­ცუ­რაო აუზ­ზე ჰქონ­და სა­კუ­თა­რი წილი. თი­კას და და­თოს სამი შვი­ლი ჰყავთ.

აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ნუცა ქავ­თა­რა­ძე

მსა­ხი­ო­ბის და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ნუცა ქავ­თა­რა­ძეა. ნუცა პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, ის რე­ჟი­სორ გოგი ქავ­თა­რა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია.

ნუცა ქავ­თა­რა­ძე ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში, შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-ზე მუ­შა­ობ­და. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სწო­რედ იქ გა­იც­ნო და მალე და­ქორწნ­დნენ კი­დეც. ამ­ჯე­რად კი იმედ­ზე "დი­ლის ქრო­ნი­კის" წამ­ყვა­ნია.

დიკო ჯო­ჯუა და ნიკა რა­მიშ­ვი­ლი

"კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნის, დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ას ქმა­რი 37 წლის ნიკა რა­მიშ­ვი­ლია. ის სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და, იყო სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "არ­ქი­მე­დე გლო­ბალ ჯორ­ჯი­ას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. კომ­პა­ნია იან­ვარ­ში გა­კოტ­რდა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ტელეწამყვანების უცნობი მეორე ნახევრები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ტელეწამყვანების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ტელეწამყვანების მეორე ნახევრები საზოგადოებაში გამოჩენისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, მათ შესახებ ნაკლებად არის ცნობილი. ambebi.ge სწორედ მათზე გიამბობთ. 

ანი ქორქია და კახა ჩიქოვანი

ცნობილი ლამაზმანის და ტელეწამყვანის, ანი ქორქიას მეუღლე, კახა ჩიქოვანია. კახა ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. გარკვეული პერიოდი ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ცხოვრობდა. ანიმ და კახამ გაცნობიდან ერთ წელიწადში იქორწინეს და რამდენიმე თვის წინ ვაჟი, პატარა გიორგიც გაუჩნდათ.

გვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია 2010 წელს ბიზნესმენ ვახო მჭედლიძეზე დაქორწინდა. ვახომ გვანცა რუსა მორჩილაძის შემოქმედებით საღამოზე გაიცნო.

ვახო მჭედლიძე ყოფილი მორაგბეა. ის ძირითადად, გასართობ ბიზნესში არის ჩართული, როგორც საქართველოში, ასევე ჩეხეთში. მას რამდენიმე კლუბი აქვს. იყო პოლიტიკაშიც, თბილისის საკრებულოს წევრიც გახლდათ, მაგრამ დაპირიპირების გამო "ნაციონალური მოძრაობა" წლების წინ დატოვა და ახლა მხოლოდ ბიზნესშია ჩართული. გვანცას და ვახოს ერთი ვაჟი, ერეკლე ჰყავთ.

თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე

თიკა ფაცაციას მეუღლე, დავით ანთელიძე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თითქმის არასდროს ჩნდება. ერთადერთი შემთხვევა, როცა წყვილი ერთად დააფიქსირეს, წელს, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე მოხდა.

პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი. მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. ეს მოახერხა კიდეც და მისი ცოლად შერთვაც შეძლო. რის შემდეგაც წყვილი გარკვეული პერიოდით ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. დავით ანთელიძე ბიზნესმენია, თუმცა ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მას ლაგუნა-ვერეს საცურაო აუზზე ჰქონდა საკუთარი წილი. თიკას და დათოს სამი შვილი ჰყავთ.

აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე

მსახიობის და ტელეწამყვანის, აჩიკო სოლოღაშვილის მეორე ნახევარი ნუცა ქავთარაძეა. ნუცა პროფესიით ჟურნალისტია, ის რეჟისორ გოგი ქავთარაძის შვილიშვილია.

ნუცა ქავთარაძე ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შემდეგ ”რუსთავი 2”-ზე მუშაობდა. მომავალი მეუღლე სწორედ იქ გაიცნო და მალე დაქორწნდნენ კიდეც. ამჯერად კი იმედზე "დილის ქრონიკის" წამყვანია.

დიკო ჯოჯუა და ნიკა რამიშვილი

"კურიერის" წამყვანის, დიანა ჯოჯუას ქმარი 37 წლის ნიკა რამიშვილია. ის საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა, იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი. კომპანია იანვარში გაკოტრდა.

თამარ ბოჭორიშვილი

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა

"ვგრძნობ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას..." - ივერი მელაშვილის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

8 თვის ორსული ნუცა ქავთარაძე მეუღლესთან ერთად წინანდალში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს წყვილი?