ბიბლიური ნოეს ისტორიიდან რასაკვირველია, ყველას აინტერესებს, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა რეალურად გიგანტური კიდობნის აგება და უამრავი ცხოველის ერთად მოთავსება.
ბრიტანული უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრმა ლესტერმა აიღო ბიბლიაში მოყვანილი კიდობნის ზომები და ჩაატარა გაზომვები, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ასეთი ზომების ხომალდს მართლაც შეეძლო, დაეტია თითო ჯიშის ორ-ორი ცხოველი.
მეცნიერები უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენი ცხოველი უნდა გადაერჩინა ნოეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჯამი 35 000 სახეობაა. კიდობნის ზომები ძველ აღთქმაში დაახლოებით თანამედროვე ათვლით 144 მეტრი - სიგრძეში, 24 მეტრი - სიგანეში და 8,5 მეტრი სიმაღლეში გამოდის.
არქიმედეს პრინციპზე დამყარებული გათვლები აჩვენებენ, რომ ასეთი ზომების გემი თავისუფლად შეძლებდა 70 000 ცხოველის დატევას. გამოდის, რომ ნოეს კიდობანი თავისუფლადაა შესაძლებელი, რეალურად არსებულიყო.
მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.