ბათუმში პატრულის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გენერალურმა ინსპექციამ პატრულის თანამშრომლები პასუხისგებაში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მისცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.