მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალა-ტვინის ტრავმა მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო" - მაია ნიკოლეიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების ახალ დეტალებზე
"ქალა-ტვინის ტრავმა მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო" - მაია ნიკოლეიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების ახალ დეტალებზე

ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მე­ზე სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხოვს.

2013 წლის მა­ის­ში ქუ­თა­ი­სის ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში გარ­დაც­ვლილ ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მე­ში ახალ დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტმა მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა ად­ვო­კატ დალი სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს­თან ერ­თად პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა.

მაია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დო­კუ­მენ­ტე­ბით იკ­ვე­თე­ბა, რომ ლე­ვან კორ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო ის ტრავ­მე­ბი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილს 2013 წლის 12 მა­ისს გე­გუ­თის N14-ე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის დროს ცე­მი­სას მი­ა­ყე­ნეს, არა­მედ სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გია.

"დო­კუ­მენ­ტე­ბით იკ­ვე­თე­ბა, რომ ლე­ვან კორ­ტა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მარ­თლაც რომ ყო­ფი­ლი­ყო ტვი­ნის ღე­როს შე­შუ­პე­ბა, რო­მელ­ზეც ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ტრავ­მუ­ლი არ იყო. ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი არ შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო. მიკ­როს­კო­პუ­ლა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია რომ იქ იყო ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ეს და­ა­დას­ტუ­რა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ და ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ან­ტი­ბი­ო­ტიკ­ზე კორ­ტა­ვას უარ­ყო­ფი­თი მგრძნო­ბე­ლო­ბა ჰქონ­და. არც ტოქ­სი­კო­ლო­გი, არც ნარ­კო­ლო­გი და არც ნევ­რო­პა­თო­ლო­გი მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში არ ჩა­რე­უ­ლა", - გა­ნა­ცხა­და მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გა­სარ­კვე­ვია რა იყო რე­ა­ლუ­რად კორ­ტა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, რო­მელ­შიც 7 პი­რია დღეს ბრალ­დე­ბუ­ლი.

ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის თქმით, ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თვე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მე­ბის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს ხელს აფა­რე­ბენ. ხე­ლის და­ფა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ამ­დე­ნად, ექ­სპერ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს.

ამას­თან, ად­ვო­კატ დალი სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისი­ნი აპი­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­ჩივ­რით მი­მარ­თონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ქალა-ტვინის ტრავმა მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო" - მაია ნიკოლეიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების ახალ დეტალებზე

"ქალა-ტვინის ტრავმა მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო" - მაია ნიკოლეიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების ახალ დეტალებზე

ლევან კორტავას საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

2013 წლის მაისში ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციის ცენტრში გარდაცვლილ ლევან კორტავას საქმეში ახალ დეტალებთან დაკავშირებით ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ადვოკატ დალი სულაქველიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოკუმენტებით იკვეთება, რომ ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო ის ტრავმები, რომელიც გარდაცვლილს 2013 წლის 12 მაისს გეგუთის N14-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ინცინდენტის დროს ცემისას მიაყენეს, არამედ სავარაუდოდ, ცხაკაიას სახელობის ინტერვენციის ცენტრში ექიმების დაუდევრობის შედეგია.

"დოკუმენტებით იკვეთება, რომ ლევან კორტავას სიკვდილის მიზეზი მართლაც რომ ყოფილიყო ტვინის ღეროს შეშუპება, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, ტრავმული არ იყო. ქალა-ტვინის ტრავმა, რომელიც გარდაცვლილს აღენიშნებოდა, მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო. მიკროსკოპულადაც დადასტურებულია რომ იქ იყო ფილტვების ანთება. ეს დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზამ და ქიმიური ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ ანტიბიოტიკზე კორტავას უარყოფითი მგრძნობელობა ჰქონდა. არც ტოქსიკოლოგი, არც ნარკოლოგი და არც ნევროპათოლოგი მის მკურნალობაში არ ჩარეულა", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

პრესკონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გასარკვევია რა იყო რეალურად კორტავას სიკვდილის მიზეზი, რომელშიც 7 პირია დღეს ბრალდებული.

ნიკოლაიშვილის თქმით, ექსპერტები, რომლებიც ერთვებიან სამედიცინო ექსპერტიზაში სამედიცინო დაწესებულების ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებს ხელს აფარებენ. ხელის დაფარების პოლიტიკაში მაია ნიკოლაიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც დაადანაშაულა. ამდენად, ექსპერტი სამედიცინო რეგულირებისა და ექსპერტიზის საკითხებზე სასაუბროდ მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს.

ამასთან, ადვოკატ დალი სულაქველიძის განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით, ისინი აპირებენ პროკურატურას საჩივრით მიმართონ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ