პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსი პეტრიაშვილს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამგზავრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია
ალექსი პეტრიაშვილს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამგზავრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრქუ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­აჩ­ნია გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გამ­გზავ­რე­ბა.

რო­გორც ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, ის ფიქ­რობს ანა­ლო­გი­უ­რად, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო მთავ­რო­ბამ გა­ე­რო-ში დე­ლე­გა­ცი­ის გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ის გა­მო­ვა სი­ტყვით გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე. გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლეა არის მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა. მე მი­მაჩ­ნია რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ერთი დე­ლე­გა­ცი­ით, ხელ­მძღვა­ნე­ლი კი იქ­ნე­ბა პრე­მი­ე­რი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გამ­გზავ­რე­ბა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში არ მი­მაჩ­ნია სწო­რად და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად, იმი­ტომ, რომ ეს და­ა­ზი­ა­ნებს ჩემი ქვეყ­ნის სა­გა­რეო იმიჯს", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პეტ­რი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­ე­რო-ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა წა­ვი­დეს. რო­გორც პეტ­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ის პა­ტივს სცემს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს, მაგ­რამ კი­დევ უფრო მე­ტად სცემს პა­ტივს ქვე­ყა­ნას და უფრთხილ­დე­ბა მის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯს.

"ვი­სურ­ვებ­დი, რომ ასე­ვე მო­იქ­ცეს პრე­ზი­დენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე დღეს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან გეგ­მავს შეხ­ვედ­რას, სა­დაც სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას გა­აც­ნობს, თუ რა­ტომ არ უნდა გა­ემ­გზავ­როს გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან ორი დე­ლე­გა­ცია.

ამას­თან, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მიტ­ზე პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის გამ­გზავ­რე­ბის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი წავა და იქ­ნე­ბა ამე­რი­კა­ში.

ალექსი პეტრიაშვილს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამგზავრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

ალექსი პეტრიაშვილს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამგზავრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება.

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის ფიქრობს ანალოგიურად, რა გადაწყვეტილებაც მიიღო მთავრობამ გაერო-ში დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი, ის გამოვა სიტყვით გენერალურ ასამბლეაზე. გენერალური ასამბლეა არის მთავარი ღონისძიება. მე მიმაჩნია რომ საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით, ხელმძღვანელი კი იქნება პრემიერი. საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება ამ ღონისძიების ფარგლებში არ მიმაჩნია სწორად და მიზანშეწონილად, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს ჩემი ქვეყნის საგარეო იმიჯს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

აქედან გამომდინარე, პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ გაერო-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ის პატივს სცემს კონსტიტუციას, პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად სცემს პატივს ქვეყანას და უფრთხილდება მის საერთაშორისო იმიჯს.

"ვისურვებდი, რომ ასევე მოიქცეს პრეზიდენტი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გეგმავს შეხვედრას, სადაც საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია.

ამასთან, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრების საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა