მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და სად არა - თენგიზ ფხალაძე
არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და  სად არა - თენგიზ ფხალაძე

არ შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მა­გივ­რად ვინ­მემ გა­და­წყვი­ტოს, სად წავა პრე­ზი­დენ­ტი და - სად არა, – ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ იმ თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მიტ­ზე პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის გამ­გზავ­რე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა TV"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­ე­რო­ში გამ­გზავ­რე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მა­შინ იქ­ნე­ბო­და ერთი დე­ლე­გა­ცია. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ ის მი­ემ­გზავ­რე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მიტ­ზე.

"არის გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის პლე­ნა­რუ­ლი სე­სია და არის სა­მი­ტი. ორი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბაა, ცალ-ცალ­კე ხდე­ბა მოწ­ვე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­მა­ტის სა­მიტს, ამა­ზე არ­სე­ბობს მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც ხელს აწერს გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით იქნა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. ეს არ არის პი­რა­დი წე­რი­ლი. პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა თან­ხმო­ბა, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დო­და. არ და­გი­მა­ლავთ, მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობ­და, რომ ის მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­შიც. თან­ხმო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი ჩვენს მიერ გა­იგ­ზავ­ნა. ფაქ­ტია, რომ გა­ე­რო­ში ჩვე­ნი წე­რი­ლი მი­ვი­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს წე­რი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ გა­უგ­ზავ­ნია. ამან შექ­მნა ის სი­ტუ­ა­ცია, რაც შე­იქ­მნა. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია არის გა­და­სა­რე­ვი და კარ­გი, ცხა­დია არ არის, მაგ­რამ საქ­მე გვაქვს იმას­თან, რომ რო­დე­საც მო­დის მოწ­ვე­ვა და იგ­ზავ­ნე­ბა თან­ხმო­ბა, ის წე­რი­ლი უნდა ჩა­ბარ­დეს ად­რე­სატს. თუკი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა იმა­ზე, სად უნდა იყოს და რო­გორ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტი უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ გა­და­წყვი­ტოს პრე­ზი­დენ­ტის მა­გივ­რად, სად წავა პრე­ზი­დენ­ტი და სად არ წავა ისე, რომ პრე­ზი­დენ­ტი საქ­მის კურ­სში არ იყოს. თუ ვლა­პა­რა­კობთ სა­შიშ პრე­ცე­დენტზე, ამან შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა და­ა­ზი­ა­ნოს, ეს არის ძა­ლი­ან ცუდი", - აღ­ნიშ­ნა ფხა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს არც ერთხელ უარი არ უთ­ქვამს შეხ­ვედ­რა­ზე რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრთან. "ის, რომ რო­მე­ლი­მე მი­ნისტრს უნდა მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა და ვერ პო­უ­ლობს, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ყო­ველ­თვის აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ესა­უბ­როს პრე­ზი­დენტს. სა­ერ­თოდ, მგო­ნია, რომ შეხ­ვედ­რა ყო­ველ­თვის უკე­თე­სია, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­უ­ბა­რი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ იმ­თა­ვით­ვე იცო­და პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია. თუ ის ხე­დავ­და უხერ­ხუ­ლო­ბას, არა პოსტ ფაქ­ტუმ უნდა ეც­ნო­ბე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტის­თვის, რომ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თქვენ არ წახ­ვალთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მა­შინ იქ­ნე­ბო­და ერთი დე­ლე­გა­ცია. ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ დღეს, რომ ორ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იყოს ორი გა­მომ­სვლე­ლი. უხერ­ხუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა უხერ­ხუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და აღ­მო­ფხვრი­ლი და სა­ერ­თოდ არც იქ­ნე­ბო­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ისე, რო­გორც უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი, ანუ პრე­ზი­დენ­ტთან კონ­სულ­ტა­ცი­ით",-გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და სად არა - თენგიზ ფხალაძე

არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და  სად არა - თენგიზ ფხალაძე

არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და - სად არა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ იმ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრებას შეეხებოდა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ "პალიტრა TV"-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, გადაწყვეტილებაში, რომელიც გაეროში გამგზავრებას შეეხებოდა, უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი და მაშინ იქნებოდა ერთი დელეგაცია. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს უკვე გაცხადებული აქვს, რომ ის მიემგზავრება კლიმატის ცვლილების სამიტზე.

"არის გენერალური ასამბლეის პლენარული სესია და არის სამიტი. ორი სხვადასხვა ღონისძიებაა, ცალ-ცალკე ხდება მოწვევა. რაც შეეხება კლიმატის სამიტს, ამაზე არსებობს მოწვევა, რომელსაც ხელს აწერს გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ოფიციალური დიპლომატიური არხებით იქნა გამოგზავნილი. ეს არ არის პირადი წერილი. პრეზიდენტმა გამოთქვა თანხმობა, რომ ის აუცილებლად წავიდოდა. არ დაგიმალავთ, მოლოდინი არსებობდა, რომ ის მიიღებდა მონაწილეობას გენერალურ ასამბლეაშიც. თანხმობის ოფიციალური წერილი ჩვენს მიერ გაიგზავნა. ფაქტია, რომ გაეროში ჩვენი წერილი მივიდა. ბოლო ინფორმაციით, ეს წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუგზავნია. ამან შექმნა ის სიტუაცია, რაც შეიქმნა. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიტუაცია არის გადასარევი და კარგი, ცხადია არ არის, მაგრამ საქმე გვაქვს იმასთან, რომ როდესაც მოდის მოწვევა და იგზავნება თანხმობა, ის წერილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს. თუკი გადაწყვეტილება მიიღება იმაზე, სად უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს ქვეყანა წარმოდგენილი, ამ გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი უნდა მონაწილეობდეს. არ შეიძლება ვინმემ გადაწყვიტოს პრეზიდენტის მაგივრად, სად წავა პრეზიდენტი და სად არ წავა ისე, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ იყოს. თუ ვლაპარაკობთ საშიშ პრეცედენტზე, ამან შეიძლება ქვეყანა დააზიანოს, ეს არის ძალიან ცუდი", - აღნიშნა ფხალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს და გიორგი მარგველაშვილს არც ერთხელ უარი არ უთქვამს შეხვედრაზე რომელიმე მინისტრთან. "ის, რომ რომელიმე მინისტრს უნდა მასთან დალაპარაკება და ვერ პოულობს, საფუძველს მოკლებულია. საგარეო საქმეთა მინისტრს ყოველთვის აქვს საშუალება, რომ ესაუბროს პრეზიდენტს. საერთოდ, მგონია, რომ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ტელევიზიით საუბარი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმთავითვე იცოდა პრეზიდენტის პოზიცია. თუ ის ხედავდა უხერხულობას, არა პოსტ ფაქტუმ უნდა ეცნობებინა პრეზიდენტისთვის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ არ წახვალთ. ასეთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი და მაშინ იქნებოდა ერთი დელეგაცია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დღეს, რომ ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე იყოს ორი გამომსვლელი. უხერხულობა შეიძლება არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა უხერხულობა იქნებოდა აღმოფხვრილი და საერთოდ არც იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო მიღებული, ანუ პრეზიდენტთან კონსულტაციით",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა