საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას
როგორ ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას

ქა­ლებ­ში მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვა და ჭარბთმი­ა­ნო­ბა, ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას უნდა მი­მარ­თოთ გი­ნე­კო­ლოგ-ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს. მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი პა­თო­ლო­გია(ჰი­პო­ფი­ზის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის), საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ჰი­პო­ფუნ­ქცია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა: პრო­ლაქ­ტი­ნი, ესტრა­დი­ო­ლი, პრო­ჟეს­ტე­რო­ნი, ფო­ლი­კუ­ლო­მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ჰორ­მო­ნი, მა­ლუ­თე­ი­ნი­ზი­რე­ბე­ლი ჰორ­მო­ნი, ტეს­ტოს­ტე­რო­ნი, TSH, FT4.

ჭარბთმი­ა­ნო­ბა ქა­ლებ­ში მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნე­ბის ჭარ­ბად გა­მო­ყო­ფას­თან და ქა­ლუ­რი ჰორ­მო­ნე­ბის დე­ფი­ციტ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ ეს და­დას­ტურ­და, მა­შინ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან სა­ნამ არ მო­წეს­რიგ­დე­ბა ჰორ­მო­ნუ­ლი ბა­ლან­სი ორ­გა­ნიზ­მში, თმი­ა­ნო­ბა არ მო­იკ­ლებს.გო­გო­ნებ­მა ჭარბთმი­ა­ნო­ბის დროს უნდა შე­ი­მოწ­მონ საკ­ვერ­ცხე­ე­ბის და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ზედ­მე­ტი თმის მო­შო­რე­ბას ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით: ზოგ­ჯერ თმა ამო­დის არა­სა­სურ­ველ ად­გი­ლას და ქალს ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა მის მო­სა­შო­რებ­ლად. ამის­თვის არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა გთა­ვა­ზობთ შემ­დეგ რე­ცეპ­ტებს:

1. წვა­ვენ კაკ­ლის ნა­ჭუ­ჭს, მის ფერ­ფლს წყალ­ში ურე­ვენ და ის­ვა­მენ თმი­ან ად­გი­ლას. თუ ყო­ველ­დღე გა­ი­კე­თე­ბენ ამ სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ი­წყე­ბა თმის ცვე­ნა. სა­სურ­ვე­ლია კაკ­ლის უღ­ლე­ბის სპირ­ტი­ა­ნი ნა­ყე­ნის სმაც. ამი­სათ­ვის იღე­ბენ 1 ჩაის ჭიქა კაკ­ლის უღელს (ლებ­ნებს შო­რის ფირ­ფი­ტა), ას­ხა­მენ 2 ჩაის ჭიქა არაყს და აჩე­რე­ბენ თავ­და­ხუ­რულ ჭურ­ჭელ­ში 2 კვი­რით. შემ­დეგ წუ­რა­ვენ და ღე­ბუ­ლო­ბენ დღე­ში 1 სუფ­რის კოვ­ზს.

2. იღე­ბენ 3 ს.კ. ლე­მას და ხარ­შა­ვენ 1 ჩაის ჭიქა წყალ­ში. წუ­რა­ვენ და ის­ვა­მენ გა­საც­ვე­ნი თმის ძი­რებ­ში. ნა­ხარ­ში ინა­ხე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

3. არა­სა­სურ­ვე­ლი თმის მოჭ­რა ან პინ­ცე­ტით მო­ცი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან უფრო გახ­შირ­დე­ბა და გა­იზ­რდე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია გა­უ­ფე­რულ­დეს პე­რე­კი­სით, რო­მელ­საც უმა­ტე­ბენ 1 წვეთ ნი­შა­დუ­რის სპირტს. შე­და­რე­ბით გრძე­ლი ღე­რე­ბი კი პინ­ცე­ტით უნდა და­იძ­როთ.

mkurnali.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორ ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას

როგორ ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას

ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ჭარბთმიანობა, ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემებია. ასეთი პრობლემების არსებობისას უნდა მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის ძირითადი მიზეზია ჰორმონალური დისბალანსი, ენდოკრინული პათოლოგია(ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის), საკვერცხეების ჰიპოფუნქცია. აუცილებელია შემდეგი, ჰორმონალური გამოკვლევის ჩატარება: პროლაქტინი, ესტრადიოლი, პროჟესტერონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ტესტოსტერონი, TSH, FT4.

ჭარბთმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს.გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

რაც შეეხება ზედმეტი თმის მოშორებას ბუნებრივი საშუალებებით: ზოგჯერ თმა ამოდის არასასურველ ადგილას და ქალს ექმნება პრობლემა მის მოსაშორებლად. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება.

ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:

1. წვავენ კაკლის ნაჭუჭს, მის ფერფლს წყალში ურევენ და ისვამენ თმიან ადგილას. თუ ყოველდღე გაიკეთებენ ამ საშუალებას, დაიწყება თმის ცვენა. სასურველია კაკლის უღლების სპირტიანი ნაყენის სმაც. ამისათვის იღებენ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელს (ლებნებს შორის ფირფიტა), ასხამენ 2 ჩაის ჭიქა არაყს და აჩერებენ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით. შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 1 სუფრის კოვზს.

2. იღებენ 3 ს.კ. ლემას და ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა წყალში. წურავენ და ისვამენ გასაცვენი თმის ძირებში. ნახარში ინახება წლების განმავლობაში.

3. არასასურველი თმის მოჭრა ან პინცეტით მოცილება არ შეიძლება, რადგან უფრო გახშირდება და გაიზრდება. უმჯობესია გაუფერულდეს პერეკისით, რომელსაც უმატებენ 1 წვეთ ნიშადურის სპირტს. შედარებით გრძელი ღერები კი პინცეტით უნდა დაიძროთ.

mkurnali.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს