პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზად ხართ გადაიხადოთ ლუდის დალევის სანაცვლოდ 150 ლარი? - ქუჩაში დალევის საფრთხეები და გამკაცრებული სანქციები
მზად ხართ გადაიხადოთ ლუდის დალევის სანაცვლოდ 150 ლარი? - ქუჩაში დალევის საფრთხეები და გამკაცრებული სანქციები

ბოლო დღე­ე­ბია ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­ჯა­რი­მეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას ლუ­დის სმის გამო, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 150 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. კა­ნო­ნი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ეს ჯა­რი­მა იწე­რე­ბა, უკვე წლე­ბია მოქ­მე­დებს, თუმ­ცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მა­ინც დღეს არ­სე­ბულ მთავ­რო­ბას სთხო­ვენ პა­სუხს. და მა­ინც, რამ­დე­ნად სწო­რია ლუ­დის ქუ­ჩა­ში და­ლე­ვის კარ­ძალ­ვა?!

მა­შინ, როცა ე.წ ლუ­დის სე­ზო­ნი იწყე­ბა, ლუ­დის მოყ­ვა­რულ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­ნა­პი­რო­ზე იკ­რი­ბე­ბა, სა­დაც თით­ქმის ერთ კი­ლო­მეტრზე დგა­ნან. რა ქნას პატ­რულ­მა, უნდა და­ა­ჯა­რი­მოს ეს ხალ­ხი (და გა­და­ჭარ­ბე­ბით უნდა შე­ას­რუ­ლოს ბი­უ­ჯე­ტი), თუ თვა­ლი და­ხუ­ჭოს?! ისე­თი სას­მე­ლი, რო­გო­რიც ლუ­დია, ვფიქ­რობ, და­საშ­ვე­ბი უნდა იყოს, ან თუ მა­ინც ვკრძა­ლავთ, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბას უნდა გა­დავ­ხე­დოთ, რად­გან ლუ­დის მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ახალ­გაზ­რდაა, რომ­ლე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უმუ­შევ­რე­ბი არი­ან. არ­სე­ბობს უალ­კოჰო­ლო ლუ­დიც და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ და­ად­გენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, ლუდ­ში ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბას, თუ მათ ეკი­პი­რე­ბა­ში სპეც-ტეს­ტე­რიც იქ­ნე­ბა?!

იბა­დე­ბა მე­ო­რე კი­თხვაც, თუ ქუ­ჩა­ში სმა იკ­რძა­ლე­ბა, იგი­ვე ეხე­ბა თუ არა ლი­მო­ნათს?! თუ არ ეხე­ბა, რო­გორ და­ად­გენს სამ­რთალ­დამ­ცვე­ლი, თუ ლი­მო­ნა­თის ბოთ­ლით დავ­ლევ ალ­კოჰოლს?!

ბევ­რი წერს, რომ ქუ­ჩა­ში და­ლე­ვა არა­ეს­თე­ტი­უ­რია, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან სა­კა­მა­თო სა­კი­თხია, რად­გან ის, რაც ერ­თის­თვის მო­სა­წო­ნია, მე­ო­რეს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და პი­რი­ქით, და ზო­გა­დად, ეთი­კის სა­კი­თხი ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი ცნე­ბაა...

ჩემ­თვის, რო­გორც მშობ­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სკვერ­ში, სა­დაც შვილს ვა­სე­ირ­ნებ, 3-4 კაცს ქე­ი­ფი რომ აქვს გა­ჩა­ღე­ბუ­ლი და შემ­დეგ ნა­სუფ­რალს იქვე ტო­ვე­ბენ, თუმ­ცა ამ და­ნა­ტო­ვა­რის გამო მათ პა­სუხს არა­ვინ სთხოვს. ხომ არ აჯო­ბებს გა­რე­მო­ზე კონ­ტრო­ლიც ისე­ვე გა­ვამ­კაც­როთ, რო­გორც სმა­ზე კონ­ტრო­ლი?!

თით­ქმის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია სამ­შო­ბი­ა­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად­გა­ჩე­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის შამ­პა­ნუ­რით და­ლოც­ვა, ხში­რად და­ლოც­ვა ეზო­ში ხდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს არ არის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა? რად­გან და­ზღვე­ვა ანა­ზღა­უ­რებს მშო­ბი­ა­რო­ბას, ამ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვი­სას გა­დახ­დი­ლი 150 ლა­რით შე­საძ­ლოა სა­ხელ­მწი­ფომ მშო­ბი­ა­რო­ბის ფული ამო­ი­ღოს. თუ ეს ასეა, ხში­რად იმ­დე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ყავს პა­ტა­რას, რომ არა­თუ მშო­ბი­ა­რო­ბის ფულს ამო­ი­ღებს ქვე­ყა­ნა, არა­მედ მო­გე­ბა­ზეც გავა.

ბევ­რი, ვინც ამ აკ­რძალ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გია, წერს, რომ ევ­რო­პა­ში სკვე­რებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა ლუ­დის სმა, თუმ­ცა არა­სო­დეს დას­ძე­ნენ ხოლ­მე, რომ იქ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რად უფრო ცი­ვი­ლუ­რად ხდე­ბა. სარ­გებ­ლო­ბენ ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით და გა­მო­ყე­ნე­ბულ ჭი­ქას ურ­ნა­ში აგ­დე­ბენ და არა იქვე, სა­დაც ის­ხდნენ. სხვა­თა შო­რის მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი იშ­ვი­ა­თია აზი­ა­შიც, სა­მა­გი­ე­როდ, ქუ­ჩა­ში სმის შემ­თხვე­ვე­ბი უხ­ვად გვხდე­ბა ჩვე­ნი დიდი და "კე­თი­ლი" მე­ზობ­ლის ქუ­ჩებ­ში.

ამ­ბო­ბენ, თით­ქოს­და ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სმის დიდი ხნის ტრა­დი­ცი­აა, მსგავ­სი აკ­რძალ­ვე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა მოქ­მე­დებ­დეს. არა­და, ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, სმის ტრა­დი­ცი­ის ქვე­ყა­ნა რომ ვართ, ზუს­ტად მა­გი­ტომ "ტე­ხავს" ქუ­ჩა­ში სმა. მე­ეჭ­ვე­ბა ჩვენს რო­მე­ლი­მე წი­ნა­პარს ქუ­ჩა­ში და­ე­წყო სმა და შემ­დეგ გა­ლე­ში­ლი მთვრა­ლი მი­სუ­ლი­ყო სახ­ლში ან ქუ­ჩა­ში­ვე აე­ტე­ხა დე­ბო­ში.

გვინ­და თუ არა ამის აღი­ა­რე­ბა, ფაქ­ტია, რომ იმ­პულ­სუ­რი ხალ­ხი ვართ. ად­ვი­ლია ჩვე­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ვართ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვგო­ნებ, ქუ­ჩა­ში და­ლე­ვის აკ­რძალ­ვას გარ­კვე­უ­ლი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნიც, რო­მელ­საც იმე­დია მალე გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

მზად ხართ გადაიხადოთ ლუდის დალევის სანაცვლოდ 150 ლარი? - ქუჩაში დალევის საფრთხეები და გამკაცრებული სანქციები

მზად ხართ გადაიხადოთ ლუდის დალევის სანაცვლოდ 150 ლარი? - ქუჩაში დალევის საფრთხეები და გამკაცრებული სანქციები

ბოლო დღეებია ქალაქში რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლუდის სმის გამო, ჯარიმის ოდენობა 150 ლარით განისაზღვრება. კანონი, რომლის საფუძველზე ეს ჯარიმა იწერება, უკვე წლებია მოქმედებს, თუმცა წინა ხელისუფლების მხარდამჭერები მაინც დღეს არსებულ მთავრობას სთხოვენ პასუხს. და მაინც, რამდენად სწორია ლუდის ქუჩაში დალევის კარძალვა?!

მაშინ, როცა ე.წ ლუდის სეზონი იწყება, ლუდის მოყვარულთა უმეტესობა სანაპიროზე იკრიბება, სადაც თითქმის ერთ კილომეტრზე დგანან. რა ქნას პატრულმა, უნდა დააჯარიმოს ეს ხალხი (და გადაჭარბებით უნდა შეასრულოს ბიუჯეტი), თუ თვალი დახუჭოს?! ისეთი სასმელი, როგორიც ლუდია, ვფიქრობ, დასაშვები უნდა იყოს, ან თუ მაინც ვკრძალავთ, ჯარიმის ოდენობას უნდა გადავხედოთ, რადგან ლუდის მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ახალგაზრდაა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უმუშევრები არიან. არსებობს უალკოჰოლო ლუდიც და საინტერესოა, როგორ დაადგენს სამართალდამცავი, ლუდში ალკოჰოლის შემცველობას, თუ მათ ეკიპირებაში სპეც-ტესტერიც იქნება?!

იბადება მეორე კითხვაც, თუ ქუჩაში სმა იკრძალება, იგივე ეხება თუ არა ლიმონათს?! თუ არ ეხება, როგორ დაადგენს სამრთალდამცველი, თუ ლიმონათის ბოთლით დავლევ ალკოჰოლს?!

ბევრი წერს, რომ ქუჩაში დალევა არაესთეტიურია, თუმცა ეს ძალიან საკამათო საკითხია, რადგან ის, რაც ერთისთვის მოსაწონია, მეორესთვის მიუღებელია და პირიქით, და ზოგადად, ეთიკის საკითხი ძალიან სუბიექტური ცნებაა...

ჩემთვის, როგორც მშობლისთვის მიუღებელია სკვერში, სადაც შვილს ვასეირნებ,  3-4 კაცს ქეიფი რომ აქვს გაჩაღებული და შემდეგ ნასუფრალს იქვე ტოვებენ, თუმცა ამ დანატოვარის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს. ხომ არ აჯობებს გარემოზე კონტროლიც ისევე გავამკაცროთ, როგორც სმაზე კონტროლი?!

თითქმის დაუწერელი კანონია სამშობიაროში საქართველოს ახლადგაჩენილი მოქალაქის შამპანურით დალოცვა, ხშირად დალოცვა ეზოში ხდება. საინტერესოა, ეს არ არის კანონის დარღვევა? რადგან დაზღვევა ანაზღაურებს მშობიარობას, ამ კანონის დარღვევისას გადახდილი 150 ლარით შესაძლოა სახელმწიფომ მშობიარობის ფული ამოიღოს. თუ ეს ასეა, ხშირად იმდენი გულშემატკივარი ყავს პატარას, რომ არათუ მშობიარობის ფულს ამოიღებს ქვეყანა, არამედ მოგებაზეც გავა.

ბევრი, ვინც ამ აკრძალვის წინააღმდეგია, წერს, რომ ევროპაში სკვერებში ჩვეულებრივი მოვლენაა ლუდის სმა, თუმცა არასოდეს დასძენენ ხოლმე, რომ იქ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ცივილურად ხდება. სარგებლობენ ერთჯერადი ჭიქებით და გამოყენებულ ჭიქას ურნაში აგდებენ და არა იქვე, სადაც ისხდნენ. სხვათა შორის მსგავსი ფაქტები იშვიათია აზიაშიც, სამაგიეროდ, ქუჩაში სმის შემთხვევები უხვად გვხდება ჩვენი დიდი და "კეთილი" მეზობლის ქუჩებში.

ამბობენ, თითქოსდა ისეთ ქვეყანაში, სადაც სმის დიდი ხნის ტრადიციაა, მსგავსი აკრძალვები არ შეიძლება მოქმედებდეს. არადა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, სმის ტრადიციის ქვეყანა რომ ვართ, ზუსტად მაგიტომ "ტეხავს" ქუჩაში სმა. მეეჭვება ჩვენს რომელიმე წინაპარს ქუჩაში დაეწყო სმა და შემდეგ გალეშილი მთვრალი მისულიყო სახლში ან ქუჩაშივე აეტეხა დებოში.

გვინდა თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ იმპულსური ხალხი ვართ. ადვილია ჩვენი გაღიზიანება და მით უფრო მაშინ, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვართ და აქედან გამომდინარე, ვგონებ, ქუჩაში დალევის აკრძალვას გარკვეული დადებითი მხარე აქვს, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანიც, რომელსაც იმედია მალე გაეცემა პასუხი.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია