Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაზანტიპის" შედეგები - პოპულარული პროექტიდან "მდარე ფესტივალამდე"
"კაზანტიპის" შედეგები - პოპულარული პროექტიდან "მდარე ფესტივალამდე"

ანაკ­ლი­ა­ში დას­რულ­და სა­ხეც­ვლი­ლი "კა­ზან­ტი­პი" - "რე­ა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­ა­ლო­ბა", რომ­ლის გა­მარ­თვა­საც წინ უძღო­და არა­ერ­თი დის­კუ­სია, შეხ­ვედ­რა, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა და მრევ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სა­ბო­ლო­ოდ პრო­ექ­ტი მა­ინც გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თლდა. ანაკ­ლია-გან­მუ­ხურს და­ა­ნონ­სე­ბულ­ზე გა­ცი­ლე­ბით ცოტა დამ­სვე­ნე­ბე­ლი ეწ­ვია და სარ­გე­ბე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლი გან­წყო­ბე­ბის ადექ­ვა­ტუ­რი არ აღ­მოჩ­ნდა.

ხალ­ხის სიმ­ცი­რე გან­სა­კუთ­რე­ბით ფეს­ტი­ვა­ლის ბოლო დღეს შე­იმ­ჩნე­ო­და. კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ხუ­რუ­ლი, კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი დაშ­ლი­ლი, მა­გი­დე­ბი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო და მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბიც უკ­მა­ყო­ფო­ფი­ლო სა­ხე­ე­ბით ის­ხდნენ სა­კუ­თარ დახ­ლებ­თან. თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ლო­დი­ნე­ბი არ გა­უ­მარ­თლდათ. ტუ­რის­ტე­ბის სიმ­ცი­რის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კი მათი დაკ­ვირ­ვე­ბით, პრო­დუქ­ტებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გახ­და, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა მათ­გან­მა მე­ო­რე დღეს­ვე უკან გაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ნა­ხე­ვა­რი სეს­ხად გა­ვა­კე­თე, ნა­ხე­ვა­რი ცო­ცხლად, დახ­მა­რე­ბით. ზა­რა­ლი მაქვს 8 ათა­სი. ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა, რუ­სე­თი­დან ვერ შე­მო­ვიდ­ნე­ნო. იყო პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი. შუქი გაგ­ვე­თი­შა. მერე სა­ი­დან­ღაც ნა­თხო­ვა­რი ქვე­სად­გუ­რი მო­ი­ტა­ნეს, იმას სამი სა­ა­თი ცვლიდ­ნენ. 50 გრა­დუ­სი­ან სი­ცხე­ში კი 2 ათა­სი ლა­რის პრო­დუქ­ტი გა­მი­ფუჭ­და. ახლა მე უნდა ვიწ­ვა­ლო, მე უნდა ვი­ჯა­ხი­რო, რომ სეს­ხი დავ­ფა­რო. ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მო­ა­ტყუ­ეს მთავ­რო­ბა, მთავ­რო­ბამ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, არა­ვინ არა­ფერს არ მი­ხე­და. ვინც ჩა­მო­ვი­და და ვის­თა­ნაც გვქონ­და კონ­ტაქ­ტი, ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე­ჯერ არ ჩა­მოვ­ლენ", - ამ­ბობს ერთ-ერთი კვე­ბის ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი მურ­მან გო­გო­ხია.

მცი­რე მე­წარ­მე მიტო შე­ლი­ას სა­ვაჭ­რო ობი­ექტთან ერ­თად სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როც აქვს. ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლებს ბიზ­ნე­სის არა­ფე­რი ეს­მით და "ერთ დღე­ში მი­ლი­არ­დე­ბის შოვ­ნა უნ­დათ", რაც საქ­მი­სად­მი არას­წო­რი მიდ­გო­მაა და შე­დე­გიც ადექ­ვა­ტუ­რი დგე­ბა.

"მე ფა­სე­ბი იგი­ვე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, რაც მა­ნამ­დე მქონ­და. ტუ­რის­ტე­ბიც მი­ვი­ღე, ხარ­ჯე­ბი უფრო მეტი მქონ­და, მაგ­რამ მოძ­რა­ო­ბა მქონ­და და ზა­რა­ლი არ მაქვს. სას­ტუმ­რო ჩემი ფუ­ლით ავა­შე­ნე და "კა­ზან­ტი­პის" იმე­დად არ გა­მი­კე­თე­ბია. წელს მო­გე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ოთა­ხე­ბი ხომ დამ­რჩა? ტუ­რის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­მაც შე­უ­შა­ლა ხელი. გარ­ყვნი­ლე­ბა იქ­ნე­ბაო. არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა", - ამ­ბობს მიტო შე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ე.წ. კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ას, აქ და­წე­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩნენ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი. რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ღო­ნის­ძი­ე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ფა­სე­ბი რომ შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ალი­ო­ნას თქმით კი, მას ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი დახ­ლე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლად არ უსარ­გებ­ლია და ცდი­ლობ­და, საკ­ვე­ბი სახ­ლში მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"კაზანტიპის" შედეგები - პოპულარული პროექტიდან "მდარე ფესტივალამდე"

"კაზანტიპის" შედეგები - პოპულარული პროექტიდან "მდარე ფესტივალამდე"

ანაკლიაში დასრულდა სახეცვლილი "კაზანტიპი" - "რეალობის ალტერნატიული რეალობა", რომლის გამართვასაც წინ უძღოდა არაერთი დისკუსია, შეხვედრა, საპროტესტო გამოსვლები სასულიერო პირთა და მრევლის მონაწილეობით. საბოლოოდ პროექტი მაინც განხორციელდა, თუმცა ორგანიზატორების და ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი არ გამართლდა. ანაკლია-განმუხურს დაანონსებულზე გაცილებით ცოტა დამსვენებელი ეწვია და სარგებელიც თავდაპირველი განწყობების ადექვატური არ აღმოჩნდა.

ხალხის სიმცირე განსაკუთრებით ფესტივალის ბოლო დღეს შეიმჩნეოდა. კვების ობიექტების უმრავლესობა დახურული, კონსტრუქციები დაშლილი, მაგიდები დაცარიელებული იყო და მცირე მეწარმეებიც უკმაყოფოფილო სახეებით ისხდნენ საკუთარ დახლებთან. თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მოლოდინები არ გაუმართლდათ. ტურისტების სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი კი მათი დაკვირვებით, პროდუქტებზე დაწესებული ღირებულება გახდა, რის გამოც რამდენიმე ასეულმა მათგანმა მეორე დღესვე უკან გაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

"ნახევარი სესხად გავაკეთე, ნახევარი ცოცხლად, დახმარებით. ზარალი მაქვს 8 ათასი. ზვავი ჩამოწვა, რუსეთიდან ვერ შემოვიდნენო. იყო პატარა პრობლემები. შუქი გაგვეთიშა. მერე საიდანღაც ნათხოვარი ქვესადგური მოიტანეს, იმას სამი საათი ცვლიდნენ. 50 გრადუსიან სიცხეში კი 2 ათასი ლარის პროდუქტი გამიფუჭდა. ახლა მე უნდა ვიწვალო, მე უნდა ვიჯახირო, რომ სესხი დავფარო. ძალიან ცუდად იყო ჩატარებული. ორგანიზატორებმა მოატყუეს მთავრობა, მთავრობამ ორგანიზატორები, არავინ არაფერს არ მიხედა. ვინც ჩამოვიდა და ვისთანაც გვქონდა კონტაქტი, ამბობდნენ, რომ საქართველოში მეორეჯერ არ ჩამოვლენ", - ამბობს ერთ-ერთი კვების ობიექტის მფლობელი მურმან გოგოხია.

მცირე მეწარმე მიტო შელიას სავაჭრო ობიექტთან ერთად საოჯახო ტიპის სასტუმროც აქვს. ამბობს, რომ ქართველებს ბიზნესის არაფერი ესმით და "ერთ დღეში მილიარდების შოვნა უნდათ", რაც საქმისადმი არასწორი მიდგომაა და შედეგიც ადექვატური დგება.

"მე ფასები იგივე შევინარჩუნე, რაც მანამდე მქონდა. ტურისტებიც მივიღე, ხარჯები უფრო მეტი მქონდა, მაგრამ მოძრაობა მქონდა და ზარალი არ მაქვს. სასტუმრო ჩემი ფულით ავაშენე და "კაზანტიპის" იმედად არ გამიკეთებია. წელს მოგება არ მაქვს, მაგრამ მომავალში ოთახები ხომ დამრჩა? ტურისტების ნაკლებობას სამღვდელოებამაც შეუშალა ხელი. გარყვნილება იქნებაო. არაფერი არ მომხდარა", - ამბობს მიტო შელია.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. კაზანტიპის რესპუბლიკის ტერიტორიას, აქ დაწესებული ფასებით უკმაყოფილო დარჩნენ უცხოელი ტურისტები. როგორც ისინი აღნიშნავენ, ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა, თუმცა ფასები რომ შემცირებულიყო, უკეთესი იქნებოდა. უკრაინის მოქალაქე ალიონას თქმით კი, მას ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული დახლების შემოთავაზებით პრაქტიკულად არ უსარგებლია და ცდილობდა, საკვები სახლში მოემზადებინა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია