კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

უბნები თბილისში, რომლებსაც ხვალ ელექტროენერგია გაეთიშებათ

უბნები თბილისში, რომლებსაც ხვალ ელექტროენერგია გაეთიშებათ

სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, 9 სექტემბერს თბილისის ცალკეულ რაიონების ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის, ფეიქრების, ქსნის, ბუაჩიძის, გუდამაყრის, ქვიშხეთის, არბოს, ვარდისუბნის და მიმდებარე ქუჩების 3502 აბონენტს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, I, II კვარტლების, თემქის დასახლების X კვარტლის, გუდამაყრის, ჩარგლის და ბუაჩიძის ქუჩების 2210 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება: უნივერსიტეტის, თავხელიძის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, საბურთალოს, ბახტრიონის და მიმდებარე ქუჩების 1207 აბონენტს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი: ყაზბეგის გამზირის, მედეა ჩახავას და ქავთარაძის ქუჩების 154 აბონენტს. სამგორის რაიონში იგივე მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, ბაბუციძის, ოცხელის, ქინძმარაულის, ქაიროს და მიმდებარე ქუჩების 808 აბონენტს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის 536 აბონენტს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში მაჩაბლის, ლეონიძის და სანაპიროს ქუჩების 251 აბონენტსაც. გარდა ამისა, შეეზღუდვა შეეხება

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე საექიმოს გასასვლელის, ციხისძირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების 339 აბონენტს და კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გორგასლის, ახუნდოვის, ფირდოუსის, შუშინის და გრიშაშვილის ქუჩების 163 აბონენტს. შეზღუდვას ექვემდებარება ჩუღურეთის რაიონიც, სადაც

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება თამარ მეფის გამზირის და თევდორე მღვდლის ქუჩების 554 აბონენტს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი ბათუმის ქუჩის 132 აბონენტს, ასევე

გლდანის რაიონში VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის 103 აბონენტს, რომლებსაც შეზღუდვა 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეხება.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - აცხადებენ კომპანია "თელასში".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია