დიზაინერ ქრისტიან რაიბერს მრავალფეროვანი გენეტიკური წარმომავლობა აქვს, ამბობს, რომ უნგრულ-პოლონურ-უკრაინულ-ქართულ ნარევს წარმოადგენს, თუმცა გვარი გერმანული აქვს, რაც კარგი მარკეტინგული გათვლაა.
ჩვენმა რესპონდენტმა ადრეული ასაკიდან დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა, კონკურსებში მონაწილეობდა არა როგორც დიზაინერი, არამედ როგორც თვითნასწავლი მხატვარი. სამხატვრო აკადემიის დიპლომის დაცვა მისთვის დიდი შემოქმედებითი გზის დასაწყისი იყო. ახლა კონკურს ბე ნეხტ-ისთვის ემზადება, სადაც კორექტირებულ და გავრცობილ სადიპლომო ნამუშევარს წარმოადგენს, რომლის ინსპირაციის წყაროც აფრიკაა. ''ჩემი კოლექციის დეტალები სულ ხელითაა ნაქსოვი, დიდი შრომა ჩავდე, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ ვარ'', – აღნიშნა ქრისტიანმა.
- მართალია, წლევანდელი მოდის ტენდენციებზე გავლენას გასული საუკუნის 50, 60, 70-იანი წლები ახდენს, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია, მათ შორის სილუეტიც, ზოგს 50-იანი წლების სამოსი უხდება, ზოგს – 20-იანის.
- რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?
- 2015 წლისთვის კლასიკური შავი და რუხი პოპულარობის პიკზეა, ასევე მოდურია პასტელური ფერები, აქტუალურობას ინარჩუნებს მკვეთრი ფერის პრინტები, ზღაპრული მოტივები, მოცისფრო-მწვანე ფერი, ლალისფერი წითელი და ლურჯი. შემოდგომაზე რაც შეიძლება ''არასაშემოდგომო'' ფერები მოირგეთ.
- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- ნაქსოვი ფაქტურა ჩემი სისუსტეა, რომელიც წელს ძალიან მოდურია, ისევე როგორც შიფონი, მაქმანი და კარაკული.
- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, წელს, ამაზე რას გვეტყვით?
- კაბის წელი და ფორმა 50-70 წლების სტილში რჩება. სიგრძე - მუხლზე ოდნავ ზევით და მუხლს ქვემოთ.
- როგორი წელი, ტოტი, ფორმა უნდა ჰქონდეს შარვალს, რომ ის მოდურიც იყოს და კომფორტულიც?
- პირადად მე შარვლების თვალსაზრისით 40-იანი წლების მკაცრ სტილს ვანიჭებ უპირატესობას – მაღალი წელი, მამაკაცური სილუეტი, ვიწრო, ოღონდ არამომდგარი ტოტი.
იხილეთ გაგრძელება