მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლენუკა ყიფშიძე: ''მთელი ცხოვრება სწორედ ამ დიაგნოზის მეშინოდა''
ლენუკა ყიფშიძე: ''მთელი ცხოვრება სწორედ ამ დიაგნოზის მეშინოდა''

ეს წელი დიდი სი­ხა­რუ­ლით და­ი­წყო ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­თვის. გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ფი­ნალ­ში ბი­ნით და­ა­სა­ჩუქ­რეს, თუმ­ცა ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე გი­ორ­გის დე­დას და დას ექი­მებ­მა უსი­ა­მოვ­ნო დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს - ანევ­რიზ­მა. მარ­ტში ორი­ვემ ოპე­რა­ცია სტამ­ბოლ­ში გა­ი­კე­თა და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ და მათი აკ­რძალ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ა­ტა­რეს. ბოლო დროს ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. ჩვენ მას ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან ერ­თად, წლე­ვან­დელ დას­ვე­ნე­ბა­ზეც ვე­სა­უბ­რეთ.

- ლე­ნუ­კა, სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტს სტუმ­რობ ხოლ­მე. წელს სად და­ის­ვე­ნე?

- (იცი­ნის) ასეა, მაგ­რამ წელს მხო­ლოდ ერთი კუ­რორ­ტი ავარ­ჩიე და­სას­ვე­ნებ­ლად. პენ­სი­ო­ნე­რუ­ლად და­ვის­ვე­ნე. მგო­ნი გა­ვი­ზარ­დე, დავღ­ვინ­დი (იცი­ნის). ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექიმ­მა წყა­ლი და მზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ამიკ­რძა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ასარ­ჩე­ვად არ მქონ­და საქ­მე. მარ­თა­ლია, გულ­მა მა­ინც ზღვის­კენ გა­მი­წია, მაგ­რამ 3-დან 6 სა­ა­თამ­დე მზე­ზე არ გავ­დი­ვარ. მხო­ლოდ დი­ლით და სა­ღა­მოს ვცუ­რავ. მარ­თა­ლი გი­თხრათ, წელს არც მქონ­და გეგ­მა­ში ზღვა­ზე წას­ვლა. ექიმ­მა დამ­რთო ნება, დილა-სა­ღა­მოს შევ­სუ­ლი­ყა­ვი წყალ­ში. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნა გრი­გო­ლეთ­ში. წელს პირ­ვე­ლად ვარ აქ. ძა­ლი­ან მა­გა­რი ად­გი­ლია, მა­ი­სუ­რი გა­და­იც­ვი და ირ­ბი­ნე, ვინ გი­ყუ­რებს, მა­უ­გლის მე­ძა­ხი­ან უკვე აქა­უ­რე­ბი (იცი­ნის). პირ­ვე­ლად ივ­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი ორი კვი­რით. თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი 6 აგ­ვის­ტოს და ისე­თი სი­ცხე­ე­ბი დამ­ხვდა, 10 დღე­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბი ავი­ღე და ჩემს შვილს, ნი­კუ­შას, ვუ­თხა­რი, წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. უარი მი­თხრა, ვერ წა­მო­ვა­ლო. მა­შინ­ვე ჩემს ძმის­შვილს, ნა­ტა­ლი­ას და­ვუ­რე­კე, ზღვა­ზე მივ­დი­ვართ-მეთ­ქი. ჩა­ა­ლა­გა ბარ­გი და ჩა­მო­ვე­დით. თვის ბო­ლომ­დე აქ ვიქ­ნე­ბი, უკვე ერთი თვე გა­მომ­დის გრი­გო­ლეთ­ში ყოფ­ნა.

- არ მოგ­ბეზ­რდა?

- მომ­ბეზ­რდა კი არა, ასე მგო­ნია, ჩემს სახ­ლში ვარ. აქ ხალ­ხი არ არის, სიმ­შვი­დეა და ნამ­დვი­ლი დას­ვე­ნე­ბაა, ისე­თი, რო­გო­რიც ახლა მჭირ­დე­ბო­და.

- ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახ­სე­ნე, ექიმ­მა მზე და სი­ცხე ამიკ­რძა­ლაო, თქვი, იქ­ნებ მკი­თხველს ავუხ­სნათ რას გუ­ლის­ხმობ­დი...

- მე და დე­დას ანევ­რიზ­მა აღ­მოგ­ვაჩ­ნდა, მარ­ტში გა­ვი­კე­თეთ ოპე­რა­ცია ორი­ვემ. დატ­ვირ­თვა და სი­ცხე არც ერ­თის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა.

- მზე­ზე ყოფ­ნა თუ არ შე­იძ­ლე­ბა შენ­თვის, გა­რუ­ჯვა რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- ყვე­ლა მა­გას მე­კი­თხე­ბა. მე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვირუ­ჯე­ბი, ჩრდილ­ში, ხის ქვე­შაც კი ვშავ­დე­ბი. დი­ლით ადრე ვდგე­ბი და ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე დავ­დი­ვარ, ოღონდ ქუდი სულ მა­ხუ­რავს. სა­ღა­მოს 7-ის ნა­ხე­ვარ­ზეც გავ­დი­ვართ. სკამს გა­ვი­ტან ხოლ­მე და მზის ჩას­ვლას ვუ­ყუ­რებ.

- ლე­ნუ­კა, გარ­თო­ბა არ გე­ნატ­რე­ბა? მანდ რო­გორ ერ­თო­ბით?

- მო­გიყ­ვე­ბი ჩვე­ნი დღის რე­ჟიმს. აქ არ ფიქ­რობ იმა­ზე, რას ჩა­იც­ვამ, გა­და­იც­ვამ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ზე პა­ტა­რა მა­ი­სურს, ამო­იც­ვამ შორ­ტს და და­დი­ხარ. არა­ვინ არ გი­ყუ­რებს. დი­ლით ჩაის მო­ვამ­ზა­დებთ, ჩავ­დი­ვართ ზღვა­ზე, ქვი­შა­ზე დავ­დი­ვართ, წიგნს ვკი­თხუ­ლობთ, მუ­სი­კას ვუს­მენთ. არა­ვინ არა­ფერს გვა­ძა­ლებს. სუ­ლი­ე­რად ვის­ვე­ნებთ. ჩემი და­ქა­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბით. არც კი მინ­და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა...…

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ნა­ტა­ლია, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ხომ არ გა­ი­ჩი­ნა მანდ?

- ნა­ტა­ლია ცოტა უკა­რე­ბაა, თან აქ არ არი­ან ბევ­რი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი გა­ი­ჩი­ნა. თა­მა­შობს, ცუ­რავს, ჩემ­თან ერ­თად დარ­ბის, ვა­ვარ­ჯი­შებ. ყურ­სას­მე­ნებს გა­ვი­კე­თებთ და დავ­რბი­ვართ ერ­თად. დე­ბი­ვით ვართ, ნა­ტა­ლია ჩემი მე­ო­რე შვი­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სულ ვამ­ბობ, რომ ძა­ლი­ან მინ­და გო­გო­ნა მყავ­დეს. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, როცა მე­ყო­ლე­ბა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა მო­მი­ვა.

- ხომ არ გა­მოჩ­ნდა ვინ­მე, ვინც გო­გოს გა­ჩუ­ქებს?

- (იცი­ნის) ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. გა­მოჩ­ნდე­ბა მა­შინ, როცა არ ელო­დე­ბი. მჯე­რა, რომ ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვარ და აუ­ცი­ლებ­ლად ამის­რუ­ლებს ამ ოც­ნე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად მე­ყო­ლე­ბა გო­გო­ნა.

- ლე­ნუ­კა, დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია?

- კარ­გად არის. იგი­ვე აკ­რძალ­ვე­ბი აქვს მა­საც, მაგ­რამ დე­დას მა­ინც მო­უ­წია წელს სი­ცხე­ში ყოფ­ნა. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ვე­რა­ფერს ვა­ძა­ლებთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლენუკა ყიფშიძე: ''მთელი ცხოვრება სწორედ ამ დიაგნოზის მეშინოდა''

ლენუკა ყიფშიძე: ''მთელი ცხოვრება სწორედ ამ დიაგნოზის მეშინოდა''

ეს წელი დიდი სიხარულით დაიწყო ყიფშიძეების ოჯახისთვის. გიორგი ყიფშიძე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალში ბინით დაასაჩუქრეს, თუმცა ამ ამბიდან მალევე გიორგის დედას და დას ექიმებმა უსიამოვნო დიაგნოზი დაუსვეს - ანევრიზმა. მარტში ორივემ ოპერაცია სტამბოლში გაიკეთა და სამი თვის განმავლობაში რეაბილიტაციის პერიოდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მათი აკრძალვების გათვალისწინებით გაატარეს. ბოლო დროს ლენუკა ყიფშიძე ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, წლევანდელ დასვენებაზეც ვესაუბრეთ.

- ლენუკა, სხვადასხვა კურორტს სტუმრობ ხოლმე. წელს სად დაისვენე?

- (იცინის) ასეა, მაგრამ წელს მხოლოდ ერთი კურორტი ავარჩიე დასასვენებლად. პენსიონერულად დავისვენე. მგონი გავიზარდე, დავღვინდი (იცინის). ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა წყალი და მზე მაქსიმალურად ამიკრძალა. შესაბამისად, ასარჩევად არ მქონდა საქმე. მართალია, გულმა მაინც ზღვისკენ გამიწია, მაგრამ 3-დან 6 საათამდე მზეზე არ გავდივარ. მხოლოდ დილით და საღამოს ვცურავ. მართალი გითხრათ, წელს არც მქონდა გეგმაში ზღვაზე წასვლა. ექიმმა დამრთო ნება, დილა-საღამოს შევსულიყავი წყალში. ჩემმა მეგობარმა წამომიყვანა გრიგოლეთში. წელს პირველად ვარ აქ. ძალიან მაგარი ადგილია, მაისური გადაიცვი და ირბინე, ვინ გიყურებს, მაუგლის მეძახიან უკვე აქაურები (იცინის). პირველად ივლისში ჩამოვედი ორი კვირით. თბილისში დავბრუნდი 6 აგვისტოს და ისეთი სიცხეები დამხვდა, 10 დღეში უკან დაბრუნება გადავწყვიტე. მატარებლის ბილეთები ავიღე და ჩემს შვილს, ნიკუშას, ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი. უარი მითხრა, ვერ წამოვალო. მაშინვე ჩემს ძმისშვილს, ნატალიას დავურეკე, ზღვაზე მივდივართ-მეთქი. ჩაალაგა ბარგი და ჩამოვედით. თვის ბოლომდე აქ ვიქნები, უკვე ერთი თვე გამომდის გრიგოლეთში ყოფნა.

- არ მოგბეზრდა?

- მომბეზრდა კი არა, ასე მგონია, ჩემს სახლში ვარ. აქ ხალხი არ არის, სიმშვიდეა და ნამდვილი დასვენებაა, ისეთი, როგორიც ახლა მჭირდებოდა.

- ჯანმრთელობის მდგომარეობა ახსენე, ექიმმა მზე და სიცხე ამიკრძალაო, თქვი, იქნებ მკითხველს ავუხსნათ რას გულისხმობდი...

- მე და დედას ანევრიზმა აღმოგვაჩნდა, მარტში გავიკეთეთ ოპერაცია ორივემ. დატვირთვა და სიცხე არც ერთისთვის არ შეიძლება.

- მზეზე ყოფნა თუ არ შეიძლება შენთვის, გარუჯვა როგორ მოახერხე?

- ყველა მაგას მეკითხება. მე ძალიან ადვილად ვირუჯები, ჩრდილში, ხის ქვეშაც კი ვშავდები. დილით ადრე ვდგები და ზღვის სანაპიროზე დავდივარ, ოღონდ ქუდი სულ მახურავს. საღამოს 7-ის ნახევარზეც გავდივართ. სკამს გავიტან ხოლმე და მზის ჩასვლას ვუყურებ.

- ლენუკა, გართობა არ გენატრება? მანდ როგორ ერთობით?

- მოგიყვები ჩვენი დღის რეჟიმს. აქ არ ფიქრობ იმაზე, რას ჩაიცვამ, გადაიცვამ საცურაო კოსტიუმზე პატარა მაისურს, ამოიცვამ შორტს და დადიხარ. არავინ არ გიყურებს. დილით ჩაის მოვამზადებთ, ჩავდივართ ზღვაზე, ქვიშაზე დავდივართ, წიგნს ვკითხულობთ, მუსიკას ვუსმენთ. არავინ არაფერს გვაძალებს. სულიერად ვისვენებთ. ჩემი დაქალებიც ჩამოვიდნენ თავიანთი შვილებით. არც კი მინდა თბილისში დაბრუნება...…

- ძალიან ლამაზია ნატალია, თაყვანისმცემლები ხომ არ გაიჩინა მანდ?

- ნატალია ცოტა უკარებაა, თან აქ არ არიან ბევრი დამსვენებლები, ძირითადად მეგობარი გოგონები გაიჩინა. თამაშობს, ცურავს, ჩემთან ერთად დარბის, ვავარჯიშებ. ყურსასმენებს გავიკეთებთ და დავრბივართ ერთად. დებივით ვართ, ნატალია ჩემი მეორე შვილია. ძალიან მიყვარს. სულ ვამბობ, რომ ძალიან მინდა გოგონა მყავდეს. ღმერთის წყალობით, როცა მეყოლება, წარმომიდგენია, რა მომივა.

- ხომ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც გოგოს გაჩუქებს?

- (იცინის) ჯერჯერობით არ გამოჩენილა. გამოჩნდება მაშინ, როცა არ ელოდები. მჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვარ და აუცილებლად ამისრულებს ამ ოცნებას, აუცილებლად მეყოლება გოგონა.

- ლენუკა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- კარგად არის. იგივე აკრძალვები აქვს მასაც, მაგრამ დედას მაინც მოუწია წელს სიცხეში ყოფნა. გაღიზიანებულია და ვერაფერს ვაძალებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება