ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ბულგარელ მოხუცს, დობრი დობრევს, რომელიც თავისი ქველმოქმედებით გახდა ცნობილი, სიყვარულს საჯაროდ უხსნის.
"ეს ადამიანი ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის გმირია... ნამდვილი კაცი... ნამდვილი ადამიანი... საოცრად დიდი სურვილი მაქვს ვნახო და მაგრად მაგრად ჩავეხუტო.
ის 98 წლის მოხუცია. დობრი დობრევი ბულგარელია და სოფიასთან ათ კილომეტრში ცხოვრობს. მთელი ცხოვრობა მოწყალებას ითხოვდა სოფიას ქუჩებში და 40000 ათასი ევრო დააგროვა, მაგრამ თავისთვის არცერთი კაპიკი არ დაუტოვებია. მთელი თანხა ქველმოქმედებისთვის გაიღო და უდედმამო ბავშვთა სახლებს გადასცა. ის კვლავ ცხოვრობს სახელმწიფო პენსიაზე, რომელიც 80 ევროს შეადგენს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ გავიგე! რაოდენ დიდი სიყვარულია ამ ადამიანის გულში!
სამამულო ომში მიღებული ტრავმის შედეგად სმენა დაკარგა დობრიმ, მაგრამ მის გულს ყველაფერი ესმის!
მიყვარხარ დობრი! კიდევ დიდხანს იცოცხლე! <333", - წერს სურგულაძე.
იხილეთ ასევე: მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს ამ საოცარი ადამიანის შესახებ!