მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი უფლებები არ აქვთ პოლიციელებს "რეიდის" დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს
რისი უფლებები არ აქვთ პოლიციელებს "რეიდის" დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს

პო­ლი­ცი­ის რე­ი­დე­ბი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­საც­ვლე­ლად - ჯერ უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი პირი და­ა­კა­ვეს, რა ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და რა რა­ო­დე­ნო­ბის ია­რა­ღია ამო­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი რე­ი­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ჯერ არ არ­სე­ბობს.

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბის დროს კი, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ რე­ი­დე­ბის დროს, ქუ­ჩა­ში ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის გამო აჯა­რი­მე­ბენ.

და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტე­ბიც - კერ­ძოდ, ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა პი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის დროს.

რა უფ­ლე­ბე­ბი აქვთ პო­ლი­ცი­ე­ლებს პი­რის შე­მოწ­მე­ბის დროს და რა უნდა ქნას მო­ქა­ლა­ქემ, თუ კი პო­ლი­ცი­ე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­მე­ტებს - ამ შე­კი­თხვებ­ზე ambebi.ge-ს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტმა მაია ხუ­ციშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა.

მაია ხუ­ციშ­ვი­ლი:

- პო­ლი­ცი­ელს აქვს უფ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბა გა­ა­ჩე­როს და შე­ა­მოწ­მოს, მათ შო­რის ზე­და­პი­რუ­ლად შე­ა­მოწ­მოს. ზე­და­პი­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა არ ნი­შავს იმას, რომ პირი გა­ჩხრი­კოს და ჯი­ბე­ე­ბი გად­მო­უბ­რუ­ნოს.

თუ ამ ადა­მი­ანს გა­რეგ­ნუ­ლად ეტყო­ბა, რომ აქვს ია­რა­ღი და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩანს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩხრე­კა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს. პო­ლი­ცი­ელს აქვს უფ­ლე­ბა, პირს მოს­თხო­ვოს იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. თუ პირი სა­ეჭ­ვოა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია ან არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ პირ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს, ან იმ­ყო­ფე­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი/ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ქვეშ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მოხ­დეს მისი შე­მოწ­მე­ბა.

პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი გან­მარ­ტავს, რომ შე­მოწ­მე­ბა არ უნდა ლა­ხავ­დეს პი­რის პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას. არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მის მი­მართ წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და ასე შემ­დეგ.

- და თუ პო­ლი­ცი­ე­ლი გა­და­ა­მე­ტებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, მო­ქა­ლა­ქეს რა შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს?

- თუკი მო­ქა­ლა­ქე თვლის, რომ პო­ლი­ცი­ელ­მა გა­და­ა­ჭარ­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, მას შე­უძ­ლია მი­მარ­თოს გან­ცხა­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს და მო­ი­თხო­ვოს ამ პი­რის მი­მართ რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნა.

- ჩხრე­კა რა შემ­თხვე­ვა­შია კა­ნო­ნი­ე­რი რე­ი­დის დროს?

- პო­ლი­ცი­ელს ჩხრე­კის უფ­ლე­ბა არ აქვს, მას აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბი­სა და გა­სინ­ჯვის უფ­ლე­ბა. ჩხრე­კა სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჩხრე­კას სხვა სა­ფუძ­ვლე­ბი სჭირ­დე­ბა, - სჭირ­დე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ პირ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და დო­კუ­მენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა იძ­ლე­ვა ამის ვა­რა­უდს. ეს ვა­რა­უ­დი ქუ­ჩა­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ, ერთი შე­ხედ­ვით, არ ვიცი რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პო­ლი­ცი­ელს.

- რე­ი­დის პრო­ცეს­ში, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია მო­ი­თხო­ვოს პო­ლი­ცი­ე­ლის­გან შე­მოწ­მე­ბის მო­ტივ­ზე ინ­ფორ­მა­ცია?

- მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლე­ბა აქვს, გა­ი­გოს იმ პო­ლი­ცი­ე­ლის ვი­ნა­ო­ბა, ვინც გა­ა­ჩე­რებს. რა­ი­მე დო­კუ­მენ­ტი, რომ შე­მოწ­მე­ბის უფ­ლე­ბა აქვს, პო­ლი­ცი­ელს ვერ ექ­ნე­ბა, რად­გან შე­მოწ­მე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი მო­ვა­ლე­ო­ბაა. პო­ლი­ცი­ელ­მა უნდა გა­ნუ­მარ­ტოს მო­ქა­ლა­ქეს, ვინ არის და რა უნდა ამ ადა­მი­ა­ნის­გან და პირ­და­პირ არ უნდა და­უ­წყოს ჯი­ბე­ე­ბის ამობ­რუ­ნე­ბა.

- შე­მოწ­მე­ბის დროს, აქვს პო­ლი­ცი­ელს უფ­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩხრი­კოს?

- პო­ლი­ცი­ელს არ აქვს ტე­ლე­ფო­ნის შე­მოწ­მე­ბის უფ­ლე­ბა რე­ი­დის დროს, რად­გან ეს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბია ამ შემ­თხვე­ვა­ში და ამის­თვის სჭირ­დე­ბა არ­გუ­მენ­ტი, თუ რა­ტომ აკე­თებს ამას.

- მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც შე­ეს­წრე­ბა რე­ი­დის ფარ­გლებ­ში პი­რის შე­მოწ­მე­ბას, აქვს თუ არა უფ­ლე­ბა გა­და­ი­ღოს ფაქ­ტი?

- აკ­რძალ­ვა, რომ გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, არ­სად არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

- პო­ლი­ცი­ელს თუ აქვს უფ­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა რა­ი­მე მო­ტი­ვით წა­შა­ლოს?

- ჩემი აზ­რით, არ აქვს უფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ელს, რომ წა­შა­ლოს ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი. მი­თუ­მე­ტეს, თუ ჟურ­ნა­ლის­ტი იღებს ამ მა­სა­ლას. მი­მაჩ­ნია, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლის შეშ­ლაა. თუ კი მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს ტე­ლე­ფო­ნი ხომ მო­ქა­ლა­ქის სა­კუთ­რე­ბაა, რი­თიც იღებს. მო­ქა­ლა­ქეს ამ ფაქ­ტის გა­და­ღე­ბა­ზე აკ­რძალ­ვა არ აქვს არ­სად გა­წე­რი­ლი - ფა­რუ­ლად არ იღებს და ამის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

- რა სან­ქცი­ე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის­თვის, თუკი მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა?

- პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის, რო­მე­ლიც გა­და­ა­ჭარ­ბებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, სხვა­დას­ხვა სან­ქცი­ე­ბი არ­სე­ბობს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბამ პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან.

შე­საძ­ლოა, პო­ლი­ცი­ელს დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სას­ჯე­ლი და­ე­კის­როს, შე­იძ­ლე­ბა და­თხოვ­ნი­ლი იქ­ნეს სამ­სა­ხუ­რი­დან, თუმ­ცა თუ მისი ქმე­დე­ბე­ბი გა­და­ი­ზარ­და სის­ხლის სა­მარ­თალ­ში, სხვა სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე, ambebi.ge

სტა­ტი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია | What you need to know: Police Raids

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რისი უფლებები არ აქვთ პოლიციელებს "რეიდის" დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს

რისი უფლებები არ აქვთ პოლიციელებს "რეიდის" დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს

პოლიციის რეიდები კრიმინოგენული ვითარების შესაცვლელად - ჯერ უცნობია, რამდენი პირი დააკავეს, რა ბრალდებები გამოიკვეთა და რა რაოდენობის იარაღია ამოღებული რამდენიმედღიანი რეიდების განმავლობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ არსებობს.

გახმაურებული შემთხვევების უმეტესობის დროს კი, გამოიკვეთა, რომ რეიდების დროს, ქუჩაში ალკოჰოლის მიღების გამო აჯარიმებენ.

დაფიქსირებულია პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც - კერძოდ, ფიზიკური ზემოქმედება და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირების შემოწმების დროს.

რა უფლებები აქვთ პოლიციელებს პირის შემოწმების დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ კი პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს - ამ შეკითხვებზე ambebi.ge-ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა მაია ხუციშვილმა უპასუხა.

მაია ხუციშვილი:

- პოლიციელს აქვს უფლება პიროვნება გააჩეროს და შეამოწმოს, მათ შორის ზედაპირულად შეამოწმოს. ზედაპირული შემოწმება არ ნიშავს იმას, რომ პირი გაჩხრიკოს და ჯიბეები გადმოუბრუნოს.

თუ ამ ადამიანს გარეგნულად ეტყობა, რომ აქვს იარაღი და ვიზუალურად ჩანს, ამ შემთხვევაში ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს. პოლიციელს აქვს უფლება, პირს მოსთხოვოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ პირი საეჭვოა, წარსულში ნასამართლევია ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ან იმყოფება ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობის ქვეშ, შესაძლებელია, რომ მოხდეს მისი შემოწმება.

პოლიციის შესახებ კანონი განმარტავს, რომ შემოწმება არ უნდა ლახავდეს პირის პატივსა და ღირსებას. არ უნდა იქნას გამოყენებული მის მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა და ასე შემდეგ.

- და თუ პოლიციელი გადაამეტებს უფლებამოსილებას, მოქალაქეს რა შეუძლია გააკეთოს?

- თუკი მოქალაქე თვლის, რომ პოლიციელმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, მას შეუძლია მიმართოს განცხადებით სასამართლოს და მოითხოვოს ამ პირის მიმართ რეაგირების მოხდენა.

- ჩხრეკა რა შემთხვევაშია კანონიერი რეიდის დროს?

- პოლიციელს ჩხრეკის უფლება არ აქვს, მას აქვს ადმინისტრაციული დაკავებისა და გასინჯვის უფლება. ჩხრეკა სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება. ჩხრეკას სხვა საფუძვლები სჭირდება, - სჭირდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და დოკუმენტების ერთობლიობა იძლევა ამის ვარაუდს. ეს ვარაუდი ქუჩაში გაჩერებული პირის მიმართ, ერთი შეხედვით, არ ვიცი რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოლიციელს.

- რეიდის პროცესში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს პოლიციელისგან შემოწმების მოტივზე ინფორმაცია?

- მოქალაქეს უფლება აქვს, გაიგოს იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც გააჩერებს. რაიმე დოკუმენტი, რომ შემოწმების უფლება აქვს, პოლიციელს ვერ ექნება, რადგან შემოწმება ამ შემთხვევაში მისი მოვალეობაა. პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, ვინ არის და რა უნდა ამ ადამიანისგან და პირდაპირ არ უნდა დაუწყოს ჯიბეების ამობრუნება.

- შემოწმების დროს, აქვს პოლიციელს უფლება, რომ მოქალაქის ტელეფონი გაჩხრიკოს?

- პოლიციელს არ აქვს ტელეფონის შემოწმების უფლება რეიდის დროს, რადგან ეს პირადი მონაცემებია ამ შემთხვევაში და ამისთვის სჭირდება არგუმენტი, თუ რატომ აკეთებს ამას.

- მოქალაქეს, რომელიც შეესწრება რეიდის ფარგლებში პირის შემოწმებას, აქვს თუ არა უფლება გადაიღოს ფაქტი?

- აკრძალვა, რომ გადაღება არ შეიძლება, არსად არ არის დაფიქსირებული.

- პოლიციელს თუ აქვს უფლება, რომ მოქალაქის მიერ გადაღებული მასალა რაიმე მოტივით წაშალოს?

- ჩემი აზრით, არ აქვს უფლება პოლიციელს, რომ წაშალოს ეს დოკუმენტები. მითუმეტეს, თუ ჟურნალისტი იღებს ამ მასალას. მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედება ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლაა. თუ კი მოქალაქის მიერ გადაღებულ მასალაზეა საუბარი, ეს ტელეფონი ხომ მოქალაქის საკუთრებაა, რითიც იღებს. მოქალაქეს ამ ფაქტის გადაღებაზე აკრძალვა არ აქვს არსად გაწერილი - ფარულად არ იღებს და ამის უფლება გააჩნია.

- რა სანქციებია დაწესებული სამართალდამცველისთვის, თუკი მან უფლებამოსილებას გადააჭარბა?

- პოლიციელისთვის, რომელიც გადააჭარბებს უფლებამოსილებას, სხვადასხვა სანქციები არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ზიანი გამოიწვია უფლებამოსილების გადამეტებამ პოლიციელის მხრიდან.

შესაძლოა, პოლიციელს დისციპლინარული სასჯელი დაეკისროს, შეიძლება დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან, თუმცა თუ მისი ქმედებები გადაიზარდა სისხლის სამართალში, სხვა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ხათუნა გაგნიძე, ambebi.ge

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია | What you need to know: Police Raids

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ