სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დალაი ლამამ პუტინი ეგოცენტრიზმის გამო გააკრიტიკა
დალაი ლამამ პუტინი ეგოცენტრიზმის გამო გააკრიტიკა

გერ­მა­ნუ­ლი გა­ზე­თი Die Welt ბუ­დის­ტე­ბის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის, და­ლაი ლა­მას ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. და­ლაი ლა­მამ შე­ა­ფა­სა რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია და რუ­სე­თის ლი­დე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­აკ­რი­ტი­კა.

და­ლაი-ლა­მას მტკი­ცედ სჯე­რა, რომ ის სახ­ლში - ტი­ბეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბას მალე შეძ­ლებს. მისი ვა­რა­უ­დი ეფუძ­ნე­ბა ჩი­ნე­თის მის­წრა­ფე­ბას, უარი თქვას თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე და შექ­მნას მე­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. და­ლაი ლა­მას ვა­რა­უ­დით, ჩი­ნე­თის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სი ცზიმ­პინ­მა ახა­ლი ერა და­ი­წყო: "მას სურს, უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნას, ვიდ­რე მის მოს­ვლამ­დე, პრე­ზი­დენტ ჰიუ ცზინ­ტა­ოს დროს არ­სე­ბობ­და".

გარ­და ამი­სა, და­ლაი ლა­მამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნიც გა­აკ­რი­ტი­კა.

"ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი თა­ვი­დან იყო პრე­ზი­დენ­ტი, შემ­დეგ პრე­მი­ე­რი, შემ­დეგ ისევ პრე­ზი­დენ­ტი. ეს ცოტა მე­ტის­მე­ტია და აჩ­ვე­ნებს მის ძა­ლი­ან ეგო­ცენ­ტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას: მე! მე! მე! ამა­ში იმა­ლე­ბა ყვე­ლა პრობ­ლე­მის სა­თა­ვე",- აღ­ნიშ­ნა მან.

და­ლაი ლა­მას თქმით, დღეს ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ მის­წრა­ფე­ბებს ამ­ჟღავ­ნებს. და­ლაი ლა­მას მი­აჩ­ნია, რომ ჩი­ნე­თი ცდი­ლობს იყოს გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ნა­წი­ლი, მა­შინ რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი ამას უგუ­ლე­ბელ­ყოფს.

"ჩვენ შე­ვე­გუ­ეთ იმას, რომ ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი და­ინ­გრა. ახლა პრე­ზი­დენტ პუ­ტინს, რო­გორც ჩანს, მისი ახ­ლი­დან აშე­ნე­ბა სურს. მაგ­რამ ის ზი­ანს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას აყე­ნებს. იზო­ლა­ცია - ეს რუ­სე­თის­თვის თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია",- გა­ნა­ცხა­და მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება

დალაი ლამამ პუტინი ეგოცენტრიზმის გამო გააკრიტიკა

დალაი ლამამ პუტინი ეგოცენტრიზმის გამო გააკრიტიკა

გერმანული გაზეთი Die Welt  ბუდისტების სულიერი ლიდერის, დალაი ლამას ინტერვიუს აქვეყნებს. დალაი ლამამ შეაფასა რუსეთსა და ჩინეთში თანამედროვე პოლიტიკური სიტუაცია და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

დალაი-ლამას მტკიცედ სჯერა, რომ ის სახლში - ტიბეტში დაბრუნებას მალე შეძლებს. მისი ვარაუდი ეფუძნება ჩინეთის მისწრაფებას, უარი თქვას თვითიზოლაციაზე და შექმნას მეტად  დემოკრატიული საზოგადოება. დალაი ლამას ვარაუდით, ჩინეთის ახალმა პრეზიდენტმა სი ცზიმპინმა ახალი ერა დაიწყო: "მას სურს, უფრო ჰარმონიული საზოგადოების შექმნას, ვიდრე მის მოსვლამდე, პრეზიდენტ ჰიუ ცზინტაოს დროს არსებობდა".

გარდა ამისა, დალაი ლამამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც გააკრიტიკა.

"ბატონი პუტინი თავიდან იყო პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერი, შემდეგ ისევ პრეზიდენტი. ეს ცოტა მეტისმეტია და აჩვენებს მის ძალიან ეგოცენტრულ დამოკიდებულებას: მე! მე! მე! ამაში იმალება ყველა პრობლემის სათავე",- აღნიშნა მან.

დალაი ლამას თქმით, დღეს ჩინეთი და რუსეთი სრულიად განსხვავებულ მისწრაფებებს ამჟღავნებს. დალაი ლამას მიაჩნია, რომ ჩინეთი ცდილობს იყოს გლობალური პოლიტიკური სისტემის ნაწილი, მაშინ როდესაც პრეზიდენტი პუტინი ამას უგულებელყოფს.

"ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ ბერლინის კედელი დაინგრა. ახლა პრეზიდენტ პუტინს, როგორც ჩანს, მისი ახლიდან აშენება სურს. მაგრამ ის ზიანს საკუთარ ქვეყანას აყენებს. იზოლაცია - ეს რუსეთისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია",- განაცხადა მან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა