საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მუშაობენ და რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო მოხელეთა ცოლები
სად მუშაობენ და რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო მოხელეთა ცოლები

მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ისე­თი­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც თა­ვად მათი მე­უღ­ლე­ე­ბი. ambebi.ge ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცო­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი არ არის და­საქ­მე­ბუ­ლი და მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

მაკა ჩი­ჩუა

პრე­ზი­დენ­ტის საყ­ვა­რე­ლი ქალი მაკა ჩი­ჩუა პრო­ფე­სი­ით ვი­ზა­ჟის­ტი და მხატ­ვა­რია. მაკა ჩი­ჩუ­ამ ერთ დროს სიმ­ღე­რაც სცა­და, მსა­ხი­ო­ბო­ბაც მო­სინ­ჯა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად აქვს. ვი­ზა­ჟის­ტად მუ­შა­ო­ბა პირ­ვე­ლად 15 წლის წინ მაკა შა­ვერ­დაშ­ვილ­მა და­ა­წყე­ბი­ნა, მუ­შა­ობ­და "პიკ ტი­ვი­ზე", "მე­ცხრე არხზე" ახლა კი რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ტვ3"-ის მხატ­ვრულ გა­ფორ­მე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ანუ­კა არე­ში­ძე

კახი კა­ლა­ძის მე­უღ­ლე, ანუ­კი არე­ში­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია. ანუ­კი სა­მო­დე­ლო სახ­ლის "ანო­უ­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლია. ის ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ დი­ზა­ი­ნე­რად ით­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს უკ­რა­ი­ნა­შიც. რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, კახი კა­ლა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ანუ­კი არე­ში­ძე შპს "ანო­უ­კის" პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბა და ან­გა­რიშ­ზე 50 000 ლარი უდევს.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ფსი­ქო­ლო­გია. ის ა.ი.ი.პ "კა­მა­რას" და­მა­არ­სე­ბე­ლია, სა­დაც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ან­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხდე­ბა, წარ­სულ­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა ნივ­თებს ამ­ზა­დე­ბენ. ნა­თია "კა­მა­რას" დი­რექ­ტო­რი და თე­რა­პი­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლია. "კა­მა­რა" ვა­კე­ში, არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. შე­საძ­ლოა, გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ცენ­ტრს ხში­რად აქვს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ცენ­ტრს სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბის ან ქი­რის ფუ­ლიც არ აქვს და მი­ნის­ტრის მე­უღ­ლეს ქი­რის და­ფარ­ვაც კი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან უწევს. ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "კა­მა­რას" პა­რა­ლე­ლუ­რად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში "მენ­ტალ­ვი­ტა" ფსი­ქო­ლო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს.

ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, გია ვოლ­სკის მე­უღ­ლე ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტა­რის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი შპს "თემი გრუ­პის" პარტნი­ო­რია, თუმ­ცა გა­სულ წელს ამ საქ­მი­ნო­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია.

მა­რი­ამ ცქი­ტიშ­ვი­ლი

2013 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სპორ­ტის და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის მე­უღ­ლის, მა­რი­ამ ცქი­ტიშ­ვი­ლის შე­მო­და­ვალ­მა 16800 ლარი შე­ად­გი­ნა. ის კომ­პა­ნია "სილ­ქნეტ­ში" მუ­შა­ობს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ტრე­ნინგ-ცენ­ტრის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი­ის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

ეკა კვი­ტაშ­ვი­ლი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­შია. ის სპორ­ტის და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან უერ­თი­ერ­თო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია. ეკა კვი­ტაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვალ­მა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, გა­სულ წელს 24276 ლარი შე­ად­გი­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სად მუშაობენ და რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო მოხელეთა ცოლები

სად მუშაობენ და რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო მოხელეთა ცოლები

მაღალჩინოსნების მეორე ნახევრები ისეთივე ყურადღების ცენტრში ექცევიან, როგორც თავად მათი მეუღლეები. ambebi.ge ხელისუფლების წარმომადგენლების ცოლების საქმიანობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი არ არის დასაქმებული და მხოლოდ ბავშვების აღზრდით არიან დაკავებულები.

მაკა ჩიჩუა

პრეზიდენტის საყვარელი ქალი მაკა ჩიჩუა პროფესიით ვიზაჟისტი და მხატვარია. მაკა ჩიჩუამ ერთ დროს სიმღერაც სცადა, მსახიობობაც მოსინჯა, მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ტელევიზიაში მუშაობის შედეგად აქვს. ვიზაჟისტად მუშაობა პირველად 15 წლის წინ მაკა შავერდაშვილმა დააწყებინა, მუშაობდა "პიკ ტივიზე", "მეცხრე არხზე" ახლა კი როგორც ამბობენ, "ტვ3"-ის მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობს.

ანუკა არეშიძე

კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე წარმატებული დიზაინერია. ანუკი სამოდელო სახლის "ანოუკის" ხელმძღვანელია. ის ერთ-ერთ ძვირადღირებულ დიზაინერად ითვლება საქართველოში და წარმატებით სარგებლობს უკრაინაშიც. როგორც ენერგეტიკის მინისტრის და ყოფილი ფეხბურთელის, კახი კალაძის დეკლარაციიდან ირკვევა, ანუკი არეშიძე შპს "ანოუკის" პარტნიორად ითვლება და ანგარიშზე 50 000 ლარი უდევს.

ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგია. ის ა.ი.ი.პ "კამარას" დამაარსებელია, სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა რეაბილიტაცია ხდება, წარსულში წამალდამოკიდებული პირები სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ. ნათია "კამარას" დირექტორი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელია. "კამარა" ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ცენტრს ხშირად აქვს ფინანსური პრობლემები, არის შემთხვევები, როცა ცენტრს სამუშაო მასალების ან ქირის ფულიც არ აქვს და მინისტრის მეუღლეს ქირის დაფარვაც კი საკუთარი ხელფასიდან უწევს. ნათია ფანჯიკიძე "კამარას" პარალელურად ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრში "მენტალვიტა" ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობს.

ნინო სოლოღაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მეუღლე ნინო სოლოღაშვილი ინგლისური ენის სპეციალისტია. როგორც პარლამენტარის დეკლარაციაშია მითითებული, ნინო სოლოღაშვილი შპს "თემი გრუპის" პარტნიორია, თუმცა გასულ წელს ამ საქმინობიდან შემოსავალი არ მიუღია.

მარიამ ცქიტიშვილი

2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მეუღლის, მარიამ ცქიტიშვილის შემოდავალმა 16800 ლარი შეადგინა. ის კომპანია "სილქნეტში" მუშაობს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, ტრენინგ-ცენტრის კოორდინატორიის თანამდებობას იკავებდა.

ეკა კვიტაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მეუღლე სახელმწიფო სამსახურშია. ის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამმართველოს უფროსია. ეკა კვიტაშვილის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე, გასულ წელს 24276 ლარი შეადგინა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია