ძველი ხელისუფლების ნათესავები, რომლებიც სამსახურში არ დადიოდნენ, თანამდებობებიდან გავათავისუფლეთ, - ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე განმარტებით, ყველა, ვინც საბოტაჟს მოინდომებს ან არ ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, მომავალშიც გათავისუფლდება სამსახურიდან.
"ახლობლურ-ნათესაური ნიშნით თანამშრომლები არ დაგვინიშნავს, მაგრამ ძველი ხელისუფლების ნათესავები, ვინც სამსახურში არ დადიოდნენ, გავათავისუფლეთ თანამდებობებიდან. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ვანო მერაბიშვილის სიდედრი, რომელიც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურში იყო გაფორმებული და ხელფასს ისე იღებდა, სამსახურში არ დადიოდა... ყველა, ვინც მოინდომებს საბოტაჟს ან არ ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, მომავალშიც გათავისუფლდება სამსახურიდან", - აცხადებს ნარმანია.