ცოტა ხნის წინ მსახიობმა გია ცანაძემ ("მყუდრო") სოციალურ ქსელში დაწერა: "სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც ილია მეორეს დაიჭერს... ...მანამდე არაფერი გვეშველება". მსახიობი ამ განცხადების გამო ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. ამჯერად "მყუდრო" "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ განცხადებას განმარტავს.
"სანამ ამის დაშეარებითაა ხალხი დაკავებული... ვეცდები მოგახსონოთ ორი სიტყვით...
დავიწყებ იმით, რომ ეს ყველაფერი ასე არ ეწერა, როგორც აქაა მოყვანილი, წერის დროს ყველა დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება, მითუმეტეს სააგენტოს მხრიდან... იქ სიტყვა (დაჭერა) ბრჭყალებში მეწერა და ეს სიტყვა მარტო ხელებზე ბორკილების დადებას არ ნიშნავს, ხელებზე ბორკილს ადებენ, როდესაც კანონს არღვევენ (!) კიდევ ერთი ის, რომ ეს პოსტი მეწერა დაშეარებულ ფოტოზე, რომელზეც ასახული იყო ძველი მთის სოფლის ისტორიული კოშკი, ერთ შავთეთრ ფოტოზე ძველი სახით და მეორეზე ახალი ფოტო თუ როგორ მიაშენა ვილა (!) ამ კოშკს რომელიღაცა მეუფემ.. (ანუ სააგენტომ ეს "გამაზა") და მაგათ გაბლატავებაზე მქონდა საუბარი პლუს სხვა ზოგად რაღაცეებთან ერთად ! ვეთანხმები თუ არა ვინმეს გემოვნებას.. მე მაინც ვცდილობ ასე თუ ისე რაღაც დავიცვა და ამიტომ დაწერიდან 5 წამში გადავავლე რა თვალი.. პოსტი ჩავასწორე მხოლოდ ტექნიკურად გამორჩენილი დეტალით და ჩემს ბოლო ვარიანტს ახლაც ვეთანხმები და მაგ აზრზე ვარ(!) ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში... ეკლესიას უნდა ვუყვარდეთ და თავისი კონკრეტული საქმე აკეთოს, სახელმწიფო საქმეებით უნდა დაკავდეს ის, ვისაც არჩევნების გზით ეძლევა ამის უფლება!
ახლა მესამე და მთავარი (!)
ადამიანებო, მე შეურაცხყოფა პოსტით არავისთვის მიმიყენებია, ყველა ადამიანს გააჩნია თავისი აზრი და უფლება ამ აზრის გამოხატვის.. თქვენც შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი აზრი, ისე, როგორც წესი და რიგია, თქვათ, რომ არ ვარ მართალი, რომ მემიჯნებით, რომ სატანა ვარ, ყ** მიწოდეთ კი ბატონო თუნდაც...
მაგრამ ეს ოჯახის წევრების... სადაც გნახავთ გცემთ და ჩატში მუქარა (!) თან ყველა იმ პირისგან, ვისაც ხატები აქვთ ფბ-ზე და მე მდებენ ბრალს ცუდობაში..
რომელი ხატი ან ბიბლია გასწავლის, რომ ასე უნდა მოექცე ადამიანს, არ შეიძლება ასე.. დააფიქსირეთ თქვენი აზრი, გამაკრიტიკეთ კი ბატონო.. ოღონდ ისე, როგორც უნდა შეგეფერებოდეთ, როდესაც ამბობთ, რომ ჩემზე ღმერთიანები ხართ. ძალიან გთხოვთ ... მე კი გადავიტან როგორმე ამ არასასიამოვნო განცდას.. და რთულს (მოვიტყუები, რომ ძაან მეკიდოს ეს უარყოფითი ენერგიები ჩემს მიმართ.. ცოტათი ადამიანი ვარ.. მეც) ასე მართლა ვერ წავალთ შორს უბრალოდ!
ვიმეორებ, ჩემი აზრი დავაფიქსირე ეთიკის და კანონის არ დარღვევის ფარგლებში და გააკეთეთ იგივე თქვენც!
მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა ყველას ვინც გვერდში მიდგახართ საჯაროდ
(სიმართლე ვთქვა ძაან ცოტა აღმოჩნდით და თან ჩატში.. მაინც მადლობა
უბრალოდ მარტო ჩატში გვერდზე დგომით ნაღდად და მართლა არაფერი გვეშველება)", - წერს მსახიობი.
იხილეთ ასევე: "ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!!" - ბესო ზანგური გია ცინაძის სკანდალურ განცხადებაზე