მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზო რომა: ნინი ბადურაშვილს ბიონსესავით ჩავაცმევდი
რამაზო რომა: ნინი ბადურაშვილს ბიონსესავით ჩავაცმევდი

დი­ზა­ი­ნე­რი რა­მა­ზო რომა დიდი ხა­ნია თურ­ქეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ბე­დის სა­ძი­ებ­ლად 17 წლის ასაკ­ში წა­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად, მაგ­რამ ცოტა ხნით სტუმ­რობს ხოლ­მე. წელს ვი­ზი­ტი სახ­ლში რე­მონ­ტის გამო გა­უგ­რძელ­და. ამა­სო­ბა­ში არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­იწ­ვი­ეს და შე­სა­ბა­მი­სად, აქა­ურ შო­უ­ბიზ­ნეს­შიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო.

- რა­მა­ზო, დიდი ხა­ნია აქ ხარ, აქა­ურ ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცა. ვის გა­მო­არ­ჩევ გე­მოვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვინ უწყობს ფეხს მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მომ­წონს აქა­უ­რი სტი­ლი, მოდა. ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი გე­მოვ­ნე­ბით იც­ვა­მენ. აც­ვი­ათ ალექ­სან­დრო პა­უ­ლი­ნის, გა­ლი­ა­ნოს, რიკო ვენ­სი­სა და ისე­თი ფირ­მე­ბის სა­მო­სი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში მასა არ იც­ვამს. თუმ­ცა არ ვფიქ­რობ, რომ ეს კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ტან­საც­მე­ლი უნდა ჩა­იც­ვას ესტრა­დის მომ­ღე­რალ­მა. ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს აკ­ლი­ათ სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა. ყვე­ლა მომ­ღე­რალს თა­ვი­სი იმი­ჯმე­ი­კე­რი უნდა ჰყავ­დეს, რო­მე­ლიც მას სცე­ნის­თვის შე­მო­სავს. სცე­ნა არ არის ქუჩა, კაფე, რეს­ტო­რა­ნი. სცე­ნა­ზე რომ დგა­ხარ, უნდა გან­სხვავ­დე­ბო­დე მა­ყუ­რებ­ლის­გან, შენ და დარ­ბაზ­ში მსხდომ მა­ყუ­რე­ბელს ერ­თნა­ი­რად არ უნდა გეც­ვათ.

- შენ ვისი იმი­ჯმე­ი­კე­რი იქ­ნე­ბო­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით?

- სთა­ი­ლინგს გა­ვუ­კე­თებ­დი ლელა წურ­წუ­მი­ას, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს, თუმ­ცა სო­ფოს ჩაც­მის სტი­ლი მომ­წონს, რა­საც მღე­რის, იმის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვამს. დოლ­ჩე გა­ბა­ნა, ვა­ლენ­ტი­ნო აც­ვია, თუმ­ცა მა­ინც შევ­ცვლი­დი რა­ღა­ცას.

- გინ­და თქვა, რომ ლე­ლას რე­პერ­ტუ­არ­თან შე­უ­სა­ბა­მოდ აც­ვია?

- ლელა მომ­წონ­და 2000 წელს. ახლა და­ქალ­და.

- გა­ი­ზარ­და...

- მა­დო­ნა 52 წლის არის, მაგ­რამ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­დის სცე­ნა­ზე. არ­ტის­ტის­თვის ასა­კი ხე­ლის­შემ­შლე­ლი არ უნდა იყოს სცე­ნა­ზე.

- რო­დის მოგ­წონ­და ლელა, ბი­უს­ტჰალ­ტერ­ზე პი­ჯა­კი რომ ეცვა?

- თუნ­დაც, რა­ტო­მაც არა? ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და და გა­ცი­ლე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლიც იყო მა­შინ.

- ახ­ლაც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- რო­გორც არ­ტის­ტი, მომ­ღე­რა­ლი, ახ­ლაც მომ­წონს, მაგ­რამ ჩაც­მის სტილს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუც­ვლი­დი. სა­ღა­მოს კა­ბებს ჩა­ვაც­მევ­დი, ოღონდ "პრა­რეზს" ფე­ხის და­სა­წყი­სი­დან გა­ვუ­კე­თებ­დი. ლე­ლას მო­უხ­დე­ბა დე­კოლ­ტეც. ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და ლა­მა­ზი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და არა ვულ­გა­რუ­ლი. ბი­ონ­სეც გა­მო­დის ტრუ­სებ­ში, მაგ­რამ არ არის ვულ­გა­რუ­ლი. მთა­ვა­რია სტან­დარ­ტე­ბი და­იც­ვა.

- მა­დო­ნა და ბი­ონ­სე ახ­სე­ნე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის ჩა­აც­მევ­დი მათ­სა­ვით?

- ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტაა მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­საც აქვს კარ­გი გა­რეგ­ნო­ბაც და არის კარ­გი მომ­ღე­რა­ლიც.

- რო­გორ გგო­ნია, ნინი ამას და­თან­ხმდე­ბა?

- რა­ტო­მაც არა.

- ჩვენ ხომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ...

- და რა მერე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, მომ­ღე­რალ­მა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი არ უნდა ჩა­იც­ვას სცე­ნა­ზე? ჩვენ ევ­რო­პე­ლი ერი ვართ, ვიბ­რძვით ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის და რა­ტომ არ უნდა ჩა­ვიც­ვათ ისე, რო­გორც აც­ვი­ათ ევ­რო­პა­ში?

იხი­ლეთ სრუ­ლად

http://www.reitingi.ge/ise/2909-ra-komplimenti-uthkhra-ramazo-romam-nodiko-tatishvils.html?lang=ka-GE
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რამაზო რომა: ნინი ბადურაშვილს ბიონსესავით ჩავაცმევდი

რამაზო რომა: ნინი ბადურაშვილს ბიონსესავით ჩავაცმევდი

დიზაინერი რამაზო რომა დიდი ხანია თურქეთში მოღვაწეობს. მეზობელ ქვეყანაში ბედის საძიებლად 17 წლის ასაკში წავიდა. საქართველოს ხშირად, მაგრამ ცოტა ხნით სტუმრობს ხოლმე. წელს ვიზიტი სახლში რემონტის გამო გაუგრძელდა. ამასობაში არაერთ პროექტში მიიწვიეს და შესაბამისად, აქაურ შოუბიზნესშიც აქტიურად ჩაერთო.

- რამაზო, დიდი ხანია აქ ხარ, აქაურ ცნობილ სახეებთან ურთიერთობის საშუალება მოგეცა. ვის გამოარჩევ გემოვნების თვალსაზრისით, ვინ უწყობს ფეხს მოდის ტენდენციებს?

- სიმართლე გითხრათ, მომწონს აქაური სტილი, მოდა. ქართველი ქალები გემოვნებით იცვამენ. აცვიათ ალექსანდრო პაულინის, გალიანოს, რიკო ვენსისა და ისეთი ფირმების სამოსი, რომელსაც მსოფლიოში მასა არ იცვამს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს კონცეპტუალური ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას ესტრადის მომღერალმა. ქართველ მომღერლებს აკლიათ სექსუალურობა. ყველა მომღერალს თავისი იმიჯმეიკერი უნდა ჰყავდეს, რომელიც მას სცენისთვის შემოსავს. სცენა არ არის ქუჩა, კაფე, რესტორანი. სცენაზე რომ დგახარ, უნდა განსხვავდებოდე მაყურებლისგან, შენ და დარბაზში მსხდომ მაყურებელს ერთნაირად არ უნდა გეცვათ.

- შენ ვისი იმიჯმეიკერი იქნებოდი სიამოვნებით?

- სთაილინგს გავუკეთებდი ლელა წურწუმიას, სოფო ნიჟარაძეს, თუმცა სოფოს ჩაცმის სტილი მომწონს, რასაც მღერის, იმის შესაბამისად იცვამს. დოლჩე გაბანა, ვალენტინო აცვია, თუმცა მაინც შევცვლიდი რაღაცას.

- გინდა თქვა, რომ ლელას რეპერტუართან შეუსაბამოდ აცვია?

- ლელა მომწონდა 2000 წელს. ახლა დაქალდა.

- გაიზარდა...

- მადონა 52 წლის არის, მაგრამ საცურაო კოსტიუმში გამოდის სცენაზე. არტისტისთვის ასაკი ხელისშემშლელი არ უნდა იყოს სცენაზე.

- როდის მოგწონდა ლელა, ბიუსტჰალტერზე პიჯაკი რომ ეცვა?

- თუნდაც, რატომაც არა? ძალიან უხდებოდა და გაცილებით პოპულარულიც იყო მაშინ.

- ახლაც ძალიან პოპულარულია.

- როგორც არტისტი, მომღერალი, ახლაც მომწონს, მაგრამ ჩაცმის სტილს აუცილებლად შევუცვლიდი. საღამოს კაბებს ჩავაცმევდი, ოღონდ ''პრარეზს'' ფეხის დასაწყისიდან გავუკეთებდი. ლელას მოუხდება დეკოლტეც. ოღონდ ეს ყველაფერი იქნებოდა ლამაზი, სექსუალური და არა ვულგარული. ბიონსეც გამოდის ტრუსებში, მაგრამ არ არის ვულგარული. მთავარია სტანდარტები დაიცვა.

- მადონა და ბიონსე ახსენე. საქართველოში ვის ჩააცმევდი მათსავით?

- ნინი ბადურაშვილს. საქართველოში ცოტაა მომღერალი, რომელსაც აქვს კარგი გარეგნობაც და არის კარგი მომღერალიც.

- როგორ გგონია, ნინი ამას დათანხმდება?

- რატომაც არა.

- ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ...

- და რა მერე, რადგან საქართველოში ვცხოვრობთ, მომღერალმა საცურაო კოსტიუმი არ უნდა ჩაიცვას სცენაზე? ჩვენ ევროპელი ერი ვართ, ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის და რატომ არ უნდა ჩავიცვათ ისე, როგორც აცვიათ ევროპაში?

იხილეთ სრულად

http://www.reitingi.ge/ise/2909-ra-komplimenti-uthkhra-ramazo-romam-nodiko-tatishvils.html?lang=ka-GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება