პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება აჩი ფურცელაძე ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სიყვარულზე
რას ჰყვება აჩი ფურცელაძე ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სიყვარულზე

მომ­ღე­რალ­მა აჩი ფურ­ცე­ლა­ძემ ბოლო ერთი თვე მე­უღ­ლე გა­ი­ა­ნე ხა­ჩი­ძე­სა და შვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა. ამ­ჯე­რად ყო­ფილ მე­უღ­ლეს, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს, არ შეხ­ვედ­რია, თუმ­ცა თბი­ლის­ში ბოლო სტუმ­რო­ბი­სას, რო­დე­საც თა­მუ­ნას­თან ერ­თად ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მას­თან შეხ­ვედ­რის სცე­ნა აღ­წე­რა, ოჯახ­ში პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ წელს იან­ვრის ბო­ლოს ჩა­მოვ­დი­ვარ, 25 იან­ვარს დე­და­ჩემს და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ეს ამ­ბა­ვი, მგო­ნი, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. უკვე კარ­გად იცი­ან, წე­ლი­წა­დის რო­მელ დროს შე­უძ­ლი­ათ, თბი­ლის­ში გა­მო­მი­ჭი­რონ. შარ­შან გა­მო­ნაკ­ლი­სი მოხ­და. წე­ლი­წა­დის სამ დროს ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სამი კონ­ცერ­ტი მქონ­და. აქე­დან ორ შემ­თხვე­ვა­ში კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს დავ­დევ­დი, რომ ჩემი ფული ამე­ღო. მე­სა­მე კორ­პო­რა­ტი­ულ­მა სა­ღა­მომ მშვე­ნივ­რად ჩა­ი­ა­რა, რად­გან ქარ­თვე­ლებ­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ფული მა­შინ­ვე გა­და­მი­ხა­დეს.

- აი­ღეთ თან­ხა, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არ გაძ­ლევ­დნენ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თმა­ნე­თის აყი­რა­ვე­ბა და თი­თის ერ­თმა­ნე­თის­კენ გაშ­ვე­რა, რომ მან უნდა გა­და­ი­ხა­დოს და მე - არა, ყო­ველ­თვის იყო. ჩემი თან­ხა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ავი­ღე. ერ­თმა ერთ კვი­რა­ში მომ­ცა, მე­ო­რემ წე­ლი­წად­ზე მეტ ხანს მაწ­ვა­ლა და საქ­მე ლა­მის სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და, მაგ­რამ საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში გარ­ჩე­ვის მე თვი­თონ შემ­რცხვა. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ხა­დეს... ერთ თვე­ზე მე­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ ჩა­მო­სუ­ლი მთე­ლი ოჯა­ხით. ბა­თუმ­სა და კვა­რი­ათ­ში და­ვის­ვე­ნეთ, ძა­ლი­ან კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ. ჩემი ოჯა­ხი მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და, მე თბი­ლის­ში დავ­რჩი რა­ღაც საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

- მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი მას შემ­დეგ, რაც პრო­ექტ "ახალ ხმა­ში"მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ვარ ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­გორც რუ­სეთ­ში. ბა­თუმ­ში ოჯახ­თან ერ­თად დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში ვი­ყა­ვი. გა­მი­მარ­თლა და იმ მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის აღ­მოვ­ჩნდი, ვი­საც დელ­ფი­ნებ­თან თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა. რომ გა­მო­ვე­დი, წამ­ყვან­მა მკი­თხა სა­ხე­ლი და ვუ­თხა­რი, რომ აჩი ფურ­ცე­ლა­ძე ვარ და მა­ყუ­რე­ბელს ჩემი თავი გა­აც­ნო. ტაში კან­ტი­კუნ­ტად და­უკ­რეს. გული კი არ მწყდე­ბა, უბ­რა­ლოდ ათი წლის წინ ჩემს სა­ხელს და გვარს რომ აცხა­დებ­დნენ, მახ­სოვს, რა ხდე­ბო­და, მით უფრო ბა­თუმ­ში. სულ ვამ­ბობ­დი, თბი­ლი­სის მერე თუკი სად­მე ვი­ცხოვ­რებ­დი, ეს იქ­ნე­ბო­და ბა­თუ­მი. ეს ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გა­მო­ვე­დი თუ არა დელ­ფი­ნა­რი­უ­მი­დან, ჩვენ­თან მო­ვი­და ორი რუ­სუ­ლი ოჯა­ხი და მი­თხრეს, გი­ცა­ნით, თქვენ ხომ აჩი ხარ­თო. ეს ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს იმას, რომ რუ­სეთ­ში უფრო მცნო­ბენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

აქ ჰგო­ნი­ათ, რომ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვსაქ­მი­ა­ნობ. ვი­საც ასე ჰგო­ნია, მათ ვე­ტყვი, რომ მე ჩემი სა­ქარ­თვე­ლოს დეს­პა­ნი ვარ და ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვარ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რვა წე­ლია რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ. რუ­სეთ­ში ახლა ბევრ პრო­ექ­ტში ვარ მიწ­ვე­უ­ლი. "ახალ ხმა­ში" წელს ჩვენს სა­ხელს კარ­გად გა­ი­ტანს და­თუ­ნა მგე­ლა­ძე, ჩემი მე­გო­ბა­რი, ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი. და­თუ­ნამ გა­ი­ა­რა მთა­ვა­რი კას­ტინ­გე­ბი და მალე და­ი­წყე­ბა ბრმა კას­ტინ­გე­ბი. პირ­ველ ბრმა კას­ტინგს უჩე­მოდ გა­ივ­ლის. მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გუნდში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სხვა პრო­ექ­ტშიც მიწ­ვე­ვენ. ახალ პრო­ექტს აკე­თე­ბენ. ათ მომ­ღე­რალს შე­არ­ჩე­ვენ. იქ­ნე­ბა ჟი­უ­რი და იქ­ნე­ბა ესე­მე­სე­ბი. ჩემ­თვის გა­მარ­ჯვე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- ქარ­თვე­ლო­ბის გამო მოს­კოვ­ში პრობ­ლე­მე­ბი თუ შე­გქმნია?

- მაქვს დის­კომ­ფორ­ტი მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ვარ. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვართ ისე­თი მა­გა­რი ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გო­რიც გვინ­და, ვი­ყოთ. რუ­სეთ­შიც მოქ­მე­დებს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში გე­ტყვი­ან. თუ გინ­და, საქ­მე გა­ა­კე­თო, ქარ­თველ­თან საქ­მე არ და­ი­ჭი­რო. ამას თა­ვად ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, გვიყ­ვარს ფე­ხის და­დე­ბაც, მო­ტყუ­ე­ბაც და გა­ცუ­რე­ბაც.

- მოს­კოვ­ში ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის კა­ფე­ში ხში­რად მიგ­ყავს სა­ღა­მო­ე­ბი...

- უკვე აღარ მიმ­ყავს, ერთი პე­რი­ო­დი მის კა­ფე­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ამას რომ ვამ­ბობ­დი, ირაკ­ლი სულ ბრაზ­დე­ბო­და. ამ­ბობ­და, ჩემ­თან კი არ მუ­შა­ობ, მეხ­მა­რე­ბიო.

- ბო­ლოს შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად რომ იყო ჩა­მო­სუ­ლი, ამ­ბობ­დნენ, რომ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი შე­რიგ­დნენ.

- თა­ვი­დან რომ და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, ირაკ­ლი კარ­გა ხანს მი­მა­ლავ­და. ის სა­ერ­თოდ აზ­რზე არ იყო, ვინ იყო ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი. გა­იც­ნო გო­გო­ნა, მო­ე­წო­ნა და მერე გა­არ­კვია, რომ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ყო­ფი­ლა თბი­ლის­ში. მათი ქორ­წი­ლის წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი... მერე რაც მოხ­და, ძა­ლი­ან სა­წყე­ნია. ამ გრძელ ომში არც ნი­ნის მხა­რეს ვარ და არც ირაკ­ლის. ირაკ­ლის არ ვე­უბ­ნე­ბი, კარ­გი ტიპი ხარ, ამ თე­მა­ზე ამ­დე­ნი რომ ილა­პა­რა­კე-მეთ­ქი. ახლა მათ შო­რის რა ხდე­ბა, არ ვიცი, ექ­ვსი თვე და­ვე­კარ­გეთ ერ­თმა­ნეთს მე და ირაკ­ლი, თა­ვი­დან მე­ჩხუ­ბა, სად და­ი­კარ­გეო, მაგ­რამ მერე დავ­სხე­დით და ზუს­ტად ხუთ წუთ­ში მი­ამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი. შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი მაჩ­ვე­ნა.

ირაკ­ლის თბი­ლი­სი­დან მის­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნინი კარ­გად გრძნობს თავს, ნი­ნის მოს­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი კარ­გად გრძნობს თავს, ბედ­ნი­ე­რია და უერ­თმა­ნე­თოდ კარ­გად არი­ან. ღმერ­თმა ორი­ვეს მო­უ­მარ­თოს ხელი. არა­ვის გა­კი­ცხვას ან შე­ქე­ბას არ ვა­პი­რებ. ორი­ვეს ისე­თი ტი­პე­ბი ჰყავს გარ­შე­მო, ერ­თად რომ მო­უნ­დეთ კი­დეც ყოფ­ნა, მა­ინც არ გა­მო­უ­ვათ. ყვე­ლამ ჩას­ვა­რა და ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ნინი და ირაკ­ლი ერ­თად არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ამ დროს კი მათ მე­გობ­რე­ბი ჰქვი­ათ. ან შე­იძ­ლე­ბა, მე­გობ­რე­ბი იმ­დე­ნად ცო­ტა­ნი არი­ან, რომ "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებს" ვერ აჯო­ბეს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რას ჰყვება აჩი ფურცელაძე ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სიყვარულზე

რას ჰყვება აჩი ფურცელაძე ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სიყვარულზე

მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ბოლო ერთი თვე მეუღლე გაიანე ხაჩიძესა და შვილთან ერთად საქართველოში გაატარა. ამჯერად ყოფილ მეუღლეს, თამუნა მუსერიძეს, არ შეხვედრია, თუმცა თბილისში ბოლო სტუმრობისას, როდესაც თამუნასთან ერთად ერთ-ერთ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და მასთან შეხვედრის სცენა აღწერა, ოჯახში პრობლემა შეექმნა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა.

- საქართველოში ყოველ წელს იანვრის ბოლოს ჩამოვდივარ, 25 იანვარს დედაჩემს დაბადების დღე აქვს. ეს ამბავი, მგონი, მთელმა საქართველომ იცის. უკვე კარგად იციან, წელიწადის რომელ დროს შეუძლიათ, თბილისში გამომიჭირონ. შარშან გამონაკლისი მოხდა. წელიწადის სამ დროს ვიყავი საქართველოში. სამი კონცერტი მქონდა. აქედან ორ შემთხვევაში კონცერტის ორგანიზატორებს დავდევდი, რომ ჩემი ფული ამეღო. მესამე კორპორატიულმა საღამომ მშვენივრად ჩაიარა, რადგან ქართველებთან არ იყო დაკავშირებული და ფული მაშინვე გადამიხადეს.

- აიღეთ თანხა, რომელსაც ორგანიზატორები არ გაძლევდნენ?

- საქართველოში ერთმანეთის აყირავება და თითის ერთმანეთისკენ გაშვერა, რომ მან უნდა გადაიხადოს და მე - არა, ყოველთვის იყო. ჩემი თანხა ორივე შემთხვევაში ავიღე. ერთმა ერთ კვირაში მომცა, მეორემ წელიწადზე მეტ ხანს მაწვალა და საქმე ლამის სასამართლომდე მივიდა, მაგრამ საქმის სასამართლოში გარჩევის მე თვითონ შემრცხვა. საბოლოოდ გადაიხადეს... ერთ თვეზე მეტია, საქართველოში ვარ ჩამოსული მთელი ოჯახით. ბათუმსა და კვარიათში დავისვენეთ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩემი ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა, მე თბილისში დავრჩი რაღაც საქმეების მოსაგვარებლად.

- მოსკოვში ძალიან პოპულარული გახდი მას შემდეგ, რაც პროექტ ''ახალ ხმაში''მიიღე მონაწილეობა.

- ჩემდა სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში აღარ ვარ ისე პოპულარული, როგორც რუსეთში. ბათუმში ოჯახთან ერთად დელფინარიუმში ვიყავი. გამიმართლა და იმ მაყურებელთა შორის აღმოვჩნდი, ვისაც დელფინებთან თამაშის შესაძლებლობა მიეცა. რომ გამოვედი, წამყვანმა მკითხა სახელი და ვუთხარი, რომ აჩი ფურცელაძე ვარ და მაყურებელს ჩემი თავი გააცნო. ტაში კანტიკუნტად დაუკრეს. გული კი არ მწყდება, უბრალოდ ათი წლის წინ ჩემს სახელს და გვარს რომ აცხადებდნენ, მახსოვს, რა ხდებოდა, მით უფრო ბათუმში. სულ ვამბობდი, თბილისის მერე თუკი სადმე ვიცხოვრებდი, ეს იქნებოდა ბათუმი. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. გამოვედი თუ არა დელფინარიუმიდან, ჩვენთან მოვიდა ორი რუსული ოჯახი და მითხრეს, გიცანით, თქვენ ხომ აჩი ხართო. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ რუსეთში უფრო მცნობენ, ვიდრე საქართველოში.

აქ ჰგონიათ, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე ვსაქმიანობ. ვისაც ასე ჰგონია, მათ ვეტყვი, რომ მე ჩემი საქართველოს დესპანი ვარ და ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქე ვარ მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია რუსეთში ვცხოვრობ. რუსეთში ახლა ბევრ პროექტში ვარ მიწვეული. ''ახალ ხმაში'' წელს ჩვენს სახელს კარგად გაიტანს დათუნა მგელაძე, ჩემი მეგობარი, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი. დათუნამ გაიარა მთავარი კასტინგები და მალე დაიწყება ბრმა კასტინგები. პირველ ბრმა კასტინგს უჩემოდ გაივლის. მისი გულშემატკივრების გუნდში უნდა ვყოფილიყავი. სხვა პროექტშიც მიწვევენ. ახალ პროექტს აკეთებენ. ათ მომღერალს შეარჩევენ. იქნება ჟიური და იქნება ესემესები. ჩემთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- ქართველობის გამო მოსკოვში პრობლემები თუ შეგქმნია?

- მაქვს დისკომფორტი მაშინ, როდესაც ქართველებთან ერთად ვარ. ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვართ ისეთი მაგარი ქართველები, როგორიც გვინდა, ვიყოთ. რუსეთშიც მოქმედებს დაუწერელი კანონი, რომელსაც ნებისმიერ სფეროში გეტყვიან. თუ გინდა, საქმე გააკეთო, ქართველთან საქმე არ დაიჭირო. ამას თავად ქართველები ამბობენ. სამწუხაროდ, გვიყვარს ფეხის დადებაც, მოტყუებაც და გაცურებაც.

- მოსკოვში ირაკლი კუტალაძის კაფეში ხშირად მიგყავს საღამოები...

- უკვე აღარ მიმყავს, ერთი პერიოდი მის კაფეში ვმუშაობდი, მაგრამ ამას რომ ვამბობდი, ირაკლი სულ ბრაზდებოდა. ამბობდა, ჩემთან კი არ მუშაობ, მეხმარებიო.

- ბოლოს შვილის სანახავად რომ იყო ჩამოსული, ამბობდნენ, რომ ნინი ბადურაშვილი და ირაკლი შერიგდნენ.

- თავიდან რომ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, ირაკლი კარგა ხანს მიმალავდა. ის საერთოდ აზრზე არ იყო, ვინ იყო ნინი ბადურაშვილი. გაიცნო გოგონა, მოეწონა და მერე გაარკვია, რომ ძალიან პოპულარული ყოფილა თბილისში. მათი ქორწილის წამყვანი ვიყავი... მერე რაც მოხდა, ძალიან საწყენია. ამ გრძელ ომში არც ნინის მხარეს ვარ და არც ირაკლის. ირაკლის არ ვეუბნები, კარგი ტიპი ხარ, ამ თემაზე ამდენი რომ ილაპარაკე-მეთქი. ახლა მათ შორის რა ხდება, არ ვიცი, ექვსი თვე დავეკარგეთ ერთმანეთს მე და ირაკლი, თავიდან მეჩხუბა, სად დაიკარგეო, მაგრამ მერე დავსხედით და ზუსტად ხუთ წუთში მიამბო ყველაფერი. შვილთან ერთად გადაღებული ვიდეოები მაჩვენა.

ირაკლის თბილისიდან მისდის ინფორმაცია, რომ ნინი კარგად გრძნობს თავს, ნინის მოსდის ინფორმაცია, რომ ირაკლი კარგად გრძნობს თავს, ბედნიერია და უერთმანეთოდ კარგად არიან. ღმერთმა ორივეს მოუმართოს ხელი. არავის გაკიცხვას ან შექებას არ ვაპირებ. ორივეს ისეთი ტიპები ჰყავს გარშემო, ერთად რომ მოუნდეთ კიდეც ყოფნა, მაინც არ გამოუვათ. ყველამ ჩასვარა და ყველამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნინი და ირაკლი ერთად არ ყოფილიყვნენ, ამ დროს კი მათ მეგობრები ჰქვიათ. ან შეიძლება, მეგობრები იმდენად ცოტანი არიან, რომ ''კეთილისმსურველებს'' ვერ აჯობეს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება