პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტიის ძებნაში ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი ნაზღაიძეს
"პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტიის ძებნაში ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი ნაზღაიძეს

ტელე-რა­დი­ოწ­მაყ­ვან გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს ამ ზა­ფხულს პა­ტა­რა უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი კი შე­ემ­თხვა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კარ­გი დას­ვე­ნე­ბა მო­ი­წყო, - "მთა და ბარი შე­ა­ჯე­რა", ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რა, რი­თიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია.

ის ახლა ჩემი ბლიც-სე­რი­ის სტუ­მა­რი გახ­და, ტრა­დი­ცი­უ­ლი "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბით" შე­ვეხ­მი­ა­ნე.

- გი­ორ­გი, სად ხარ?

- მან­ქა­ნა­ში და ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, ბა­ზა­ლეთ­ზე მივ­დი­ვარ. ასე რომ, გრძელ­დე­ბა ჩემი შვე­ბუ­ლე­ბა...

- რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- იდე­ა­ლურ­ზე, რო­გორც ყო­ველ­თვის. რაც არ უნდა ხდე­ბო­დეს, მე მა­ინც კარგ ხა­სით­ზე ვარ.

- დარდს რითი კლავ?

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სას­მე­ლით...

- დეპ­რე­სია დარ­დის გამო არ გე­რე­ვა?

- ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დეპ­რე­სია ცოტა ხანს მიგ­რძელ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მაგ დროს ჩემს აგა­რაკ­ზე წა­ვი­დე და ერთი-ორი დღის გან­მარ­ტო­ვე­ბით გა­და­მი­ა­როს. იქი­დან სხვა­ნა­ი­რი ჩა­მოვ­დი­ვარ.

- ცაზე ვარ­სკვლა­ვე­ბი თუ და­გით­ვლია?

- არა, მა­გის­თვის სად მცა­ლია? უნდა და­ით­ვა­ლო რამ­დე­ნი ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნი და­დის ქა­ლაქ­ში. ისე, ბინ­ძურს არა­და, ქუ­ჩა­ში ლა­მაზ ადა­მი­ა­ნებს კი ვე­ძებ ხოლ­მე, რაც სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თო­ბაა.

- რისი ბრა­ლია ეს?

- სის­ხლი არ ირე­ვა. ქარ­თულს უცხო­უ­რი სის­ხლი თუ შე­ე­რია, ხომ სა­ერ­თოდ გა­ლა­მაზ­დე­ბა ერი.

- ამის მომ­ხრე ხარ?

- კი, ხომ სულ იმას ვამ­ბობთ, რომ ლა­მა­ზი ერი ვარ­თო, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ უფრო გავ­ლა­მაზ­დე­ბით...

- უხამ­სი სი­ტყვე­ბის თქმას სა­ჯა­როდ არ ერი­დე­ბი. ამას უსი­ა­მოვ­ნე­ბა არას­დროს შე­უქ­მნია შენ­თვის?

- არა. ისე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ცოტა აგ­რე­სი­ას ვგრძნობ, რო­მე­ლიც უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. უზ­რდე­ლი და თავ­ხე­დი ხარო, - უთ­ქვამთ...

- ადა­მი­ა­ნე­ბის რამ­დენ პრო­ცენტს უყ­ვარ­ხარ?

- დიდი პრო­ცენტს ვუყ­ვარ­ვარ, ხომ იცი, უც­ნა­უ­რი ერი ვართ, შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი ცუდი კუ­თხით, აგ­რე­სი­ით გა­მოვ­ხა­ტოთ, ამ დროს კი ვიცი, გუ­ლის სიღ­რმე­ში ბევ­რს ვუყ­ვარ­ვარ. ისე, ყვე­ლა­საც ვერ ვეყ­ვა­რე­ბი. თუ პრო­ცენ­ტუ­ლად უნდა გა­მოვ­ხა­ტო ეს ყვე­ლა­ფე­რი, გე­ტყვი, რომ 40 პრო­ცენტს მარ­თალ ვუყ­ვარ­ვარ...

- პო­ლი­ტი­კო­სო­ბა არ გინ­და?

- რო­გორ არა მინ­და, მე ხომ 35 წლი­სა პო­ლი­ტი­კა­ში უნდა მო­ვი­დე. ახლა პარ­ტის ძებ­ნა­ში ვარ, რო­მე­ლი­მე­ში უნდა დავმკვიდ­რდე...

- ლი­ბე­რა­ლი ხარ?

- არა.

- აბა, დიქ­ტა­ტო­რი?

- რა­ღაც გა­გე­ბით, კი. ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა ისე გა­ი­გოს, რომ დიქ­ტა­ტო­რო­ბა ცუ­დია, არა­და, არც ისე ცუ­დია.

- რო­მე­ლი­მე უწყე­ბის მი­ნის­ტრო­ბა ხომ არ გინ­და?

- ჯერ მაგ­ხე­ლა ამ­ბი­ცია არ მაქვს. როცა ამა თუ იმ პარ­ტი­ა­ში გა­ვერ­თი­ან­დე­ბი, პო­ლი­ტი­კურ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ვი­ძენ, მერე ვნა­ხოთ.

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 29 წლის და 6 წე­ლი­წად­ში მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში გად­მოვ­ბარ­გდე...

- შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის პარ­ტი­ამ რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოს წევ­რო­ბა?

- თუ დიდ თან­ხას გა­და­მიხ­დი­ან (სი­ცი­ლით ამ­ბობს), კი, თა­ნახ­მა ვარ და მა­გათ ყვე­ლას ჯან­საღ აზ­რზე მო­ვიყ­ვან...

- ლა­მა­ზი ქა­ლის და­ნახ­ვი­სას რა ემო­ცია გაქვს?

- ბედ­ნი­ე­რი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა მაქვს ხოლ­მე, სი­ტყვი­ე­რი­ად კი ვამ­ბობ, - რა ლა­მა­ზია?

- ქალს თუ აუხ­სნია შენ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი?

- კი, ბევ­რს აუხ­სნია სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ დროს ცოტა უხერ­ხუ­ლო­ბას კი ვგრძნობ ხოლ­მე, რად­გა­ნაც რა­ღაც მსი­ა­მოვ­ნებს, რა­ღაც - არა. სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა ზო­გა­დად არ მიყ­ვარს, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით უნდა მოხ­დეს.

- სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ზე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია ხომ არ გინ­და, რომ გა­ი­კე­თო?

- არა, არა იდე­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა მაქვს (სი­ცი­ლით ამ­ბობს), რა გა­ვი­კე­თო? ერთი ცხვი­რის პლას­ტი­კა გა­ვი­კე­თე და მაგ ამ­ბავს გა­და­მა­ყო­ლეს. არა­და, ჩემი ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი რომ ნა­ხონ, იგი­ვე ცხვი­რი მაქვს. ბევ­რი არა­ფე­რიც არ გა­მი­კე­თე­ბია. უბ­რა­ლოდ, ცოტა კო­რექ­ტი­რე­ბა შე­ვი­ტა­ნე. მოკ­ლედ, არაფ­რის შეც­ვლას აღარ ვა­პი­რებ.

- "ბეწ­ვის ხიდ­ზე" გა­გივ­ლია?

- ბევ­რჯერ. "ბეწ­ვის ხიდ­ზე" გა­ვი­ა­რე მა­შინ, რო­დე­საც ბა­თუმ­ში და­მი­ჭი­რეს, მერე შარ­შან, თურ­ქეთ­ში მე და თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს კონ­ფლიქ­ტი რომ მოგ­ვი­ვი­და თურქ მე­სა­ზღვრე­ებ­თან. კი­დევ იყო ასე­თი - სა­ში­ნელ გზა­ზე მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დი და კი­ნა­ღამ მან­ქა­ნი­ა­ნად მე და ჩემი მგზავ­რე­ბი გა­და­ვი­ჩე­ხეთ. მოკ­ლედ, "ბევ­რი ბეწ­ვის" ხიდი ყო­ფი­ლა, იგი­ვე შო­უ­ბიზ­ნეს­შიც...

- რო­გო­რი სიმ­თვრა­ლე გაქვს?

- სა­ოც­რად მხი­ა­რუ­ლი ვარ. კარგ გან­წყო­ბა­ზე ვარ და მე­გობ­რე­ბი რა­საც მთხო­ვენ, ყვე­ლა­ფერს ვჩუქ­ნი. მერე გა­მო­ფხიზ­ლე­ბულს მრცხვე­ნია, რომ უკან გა­მო­ვარ­თვა ხოლ­მე, თუნ­დაც ეს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თი, სა­მა­ჯუ­რი, სათ­ვა­ლე იყოს... მაგ­რამ როცა უკვე ძა­ლი­ან მთვრა­ლი ვარ, სახ­ლში მივ­დი­ვარ, რომ ამ­ხე­ლა კაცი ვინ­მეს წა­საყ­ვა­ნი არ გავ­ხდე.

- ბოლო ჭორი, ან ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც შენ­ზე გა­ი­გე?

- ბოლო ჭორი ჩემ შე­სა­ხებ ის იყო, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი­სა და ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ პრე­სა­ში რომ და­წე­რეს. ეს ერთი თვის წინ იყო. მე­ო­რე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჭორი კი ასე­თი იყო: თავს ოთხი ადა­მი­ა­ნი თურ­მე იმი­ტომ და­მეს­ხა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვი­ღა­ცე­ბის­თვის უსი­ა­მოვ­ნო რა­ღა­ცებს ვამ­ბობ ხოლ­მე. ერთი იდი­ო­ტუ­რი ჭორი იყო, მე­ო­რე კარ­გი, - ჩემი და შო­რე­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა, აბა, რა?!

- თა­ვად თუ გი­ცე­მია ვინ­მე და ვინ­მეს­თან გი­ჩხუ­ბია?

- უმი­ზე­ზოდ არა­ვის­თან მი­ჩხუ­ბია და არც მი­ცე­მია. მოკ­ლედ, არც კონ­ფლიქ­ტში შევ­სულ­ვარ და ვინ­მე­ზე არც ხელი ამი­წე­ვია…

- რამ­დე­ნია 7X9?

- 63.

- ყო­ველ­თვის იცი, ჯი­ბე­ში რამ­დე­ნი გაქვს ფული?

- სა­ფუ­ლეს გა­რე­შე ფული ჯი­ბე­ში არ ჩა­მი­დია და მი­ახ­ლო­ე­ბით, ყო­ველ­თვის ვიცი, რამ­დე­ნი მაქვს.

- ახლა რო­მე­ლი­მე ლექ­სი­დან რა­ი­მე ფრა­ზა მი­თხა­რი.

- "არ­წი­ვი ვნა­ხე დაჭ­რი­ლი,/ ყვავ-ყორ­ნებს ეო­მე­ბო­და,/ ეწა­და ბე­ჩავს ად­გო­მა,/ მაგ­რამ ვე­ღა­რა დგე­ბო­და. ეს ლექ­სი დღეს ჩვენს ცხოვ­რე­ბას ესა­და­გე­ბა.

- ნატ­ვრა, რო­მე­ლიც არა­სო­დეს აგის­რულ­დე­ბა.

- არ მაქვს ასე­თი ნატ­ვრა. ძი­რი­თა­დად, ისე­თი სურ­ვი­ლე­ბი მაქვს, რომ რე­ა­ლო­ბას­თან არის ხოლ­მე ახ­ლოს.

- ამ წუ­თას ვის მი­მარ­თავ­დი?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას მივ­მარ­თავ: ხალ­ხო გონს მო­ე­გეთ! სა­ქარ­თვე­ლო ინ­გრე­ვა!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტიის ძებნაში ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი ნაზღაიძეს

"პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტიის ძებნაში ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი ნაზღაიძეს

ტელე-რადიოწმაყვან გიორგი ნაზღაიძეს ამ ზაფხულს პატარა უსიამოვნო ამბავი კი შეემთხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ კარგი დასვენება მოიწყო, - "მთა და ბარი შეაჯერა", ლამის მთელი საქართველო მოიარა, რითიც ძალიან კმაყოფილია.

ის ახლა ჩემი ბლიც-სერიის სტუმარი გახდა, ტრადიციული "მოულოდნელი კითხვებით" შევეხმიანე.

- გიორგი, სად ხარ?

- მანქანაში და ჩემს ოჯახთან ერთად, ბაზალეთზე მივდივარ. ასე რომ, გრძელდება ჩემი შვებულება...

- როგორ ხასიათზე ხარ?

- იდეალურზე, როგორც ყოველთვის. რაც არ უნდა ხდებოდეს, მე მაინც კარგ ხასითზე ვარ.

- დარდს რითი კლავ?

- მეგობრებთან ერთად, სასმელით...

- დეპრესია დარდის გამო არ გერევა?

- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დეპრესია ცოტა ხანს მიგრძელდება. შეიძლება მაგ დროს ჩემს აგარაკზე წავიდე და ერთი-ორი დღის განმარტოვებით გადამიაროს. იქიდან სხვანაირი ჩამოვდივარ.

- ცაზე ვარსკვლავები თუ დაგითვლია?

- არა, მაგისთვის სად მცალია? უნდა დაითვალო რამდენი ბინძური ადამიანი დადის ქალაქში. ისე, ბინძურს არადა, ქუჩაში ლამაზ ადამიანებს კი ვეძებ ხოლმე, რაც სამწუხაროდ, იშვიათობაა.

- რისი ბრალია ეს?

- სისხლი არ ირევა. ქართულს უცხოური სისხლი თუ შეერია, ხომ საერთოდ გალამაზდება ერი.

- ამის მომხრე ხარ?

- კი, ხომ სულ იმას ვამბობთ, რომ ლამაზი ერი ვართო, მაგრამ სასურველი იქნება, თუ უფრო გავლამაზდებით...

- უხამსი სიტყვების თქმას საჯაროდ არ ერიდები. ამას უსიამოვნება არასდროს შეუქმნია შენთვის?

- არა. ისე, საზოგადოებისგან ცოტა აგრესიას ვგრძნობ, რომელიც უფრო სოციალური ქსელში გამოიხატება. უზრდელი და თავხედი ხარო, - უთქვამთ...

- ადამიანების რამდენ პროცენტს უყვარხარ?

- დიდი პროცენტს ვუყვარვარ, ხომ იცი, უცნაური ერი ვართ, შეიძლება სიყვარული ცუდი კუთხით, აგრესიით გამოვხატოთ, ამ დროს კი ვიცი, გულის სიღრმეში ბევრს ვუყვარვარ. ისე, ყველასაც ვერ ვეყვარები. თუ პროცენტულად უნდა გამოვხატო ეს ყველაფერი, გეტყვი, რომ 40 პროცენტს მართალ ვუყვარვარ...

- პოლიტიკოსობა არ გინდა?

- როგორ არა მინდა, მე ხომ 35 წლისა პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტის ძებნაში ვარ, რომელიმეში უნდა დავმკვიდრდე...

- ლიბერალი ხარ?

- არა.

- აბა, დიქტატორი?

- რაღაც გაგებით, კი. ბევრმა შეიძლება ისე გაიგოს, რომ დიქტატორობა ცუდია, არადა, არც ისე ცუდია.

- რომელიმე უწყების მინისტრობა ხომ არ გინდა?

- ჯერ მაგხელა ამბიცია არ მაქვს. როცა ამა თუ იმ პარტიაში გავერთიანდები, პოლიტიკურ ცოდნასა და გამოცდილებას შევიძენ, მერე ვნახოთ.

- რამდენი წლის ხარ?

- 29 წლის და 6 წელიწადში მინდა, რომ პოლიტიკაში გადმოვბარგდე...

- შალვა ნათელაშვილის პარტიამ რომ შემოგთავაზოს წევრობა?

- თუ დიდ თანხას გადამიხდიან (სიცილით ამბობს), კი, თანახმა ვარ და მაგათ ყველას ჯანსაღ აზრზე მოვიყვან...

- ლამაზი ქალის დანახვისას რა ემოცია გაქვს?

- ბედნიერი სახის გამომეტყველება მაქვს ხოლმე, სიტყვიერიად კი ვამბობ, - რა ლამაზია?

- ქალს თუ აუხსნია შენთვის სიყვარული?

- კი, ბევრს აუხსნია სიყვარული, მაგ დროს ცოტა უხერხულობას კი ვგრძნობ ხოლმე, რადგანაც რაღაც მსიამოვნებს, რაღაც - არა. სიყვარულის ახსნა ზოგადად არ მიყვარს, მიმაჩნია, რომ ყველაფერი თავისით უნდა მოხდეს.

- სხეულის რომელიმე ნაწილზე პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გინდა, რომ გაიკეთო?

- არა, არა იდეალური გარეგნობა მაქვს (სიცილით ამბობს), რა გავიკეთო? ერთი ცხვირის პლასტიკა გავიკეთე და მაგ ამბავს გადამაყოლეს. არადა, ჩემი ძველი ფოტოები რომ ნახონ, იგივე ცხვირი მაქვს. ბევრი არაფერიც არ გამიკეთებია. უბრალოდ, ცოტა კორექტირება შევიტანე. მოკლედ, არაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ.

- "ბეწვის ხიდზე" გაგივლია?

- ბევრჯერ. "ბეწვის ხიდზე" გავიარე მაშინ, როდესაც ბათუმში დამიჭირეს, მერე შარშან, თურქეთში მე და თამუნა მუსერიძეს კონფლიქტი რომ მოგვივიდა თურქ მესაზღვრეებთან. კიდევ იყო ასეთი - საშინელ გზაზე მანქანით მივდიოდი და კინაღამ მანქანიანად მე და ჩემი მგზავრები გადავიჩეხეთ. მოკლედ, "ბევრი ბეწვის" ხიდი ყოფილა, იგივე შოუბიზნესშიც...

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- საოცრად მხიარული ვარ. კარგ განწყობაზე ვარ და მეგობრები რასაც მთხოვენ, ყველაფერს ვჩუქნი. მერე გამოფხიზლებულს მრცხვენია, რომ უკან გამოვართვა ხოლმე, თუნდაც ეს ძვირად ღირებული საათი, სამაჯური, სათვალე იყოს... მაგრამ როცა უკვე ძალიან მთვრალი ვარ, სახლში მივდივარ, რომ ამხელა კაცი ვინმეს წასაყვანი არ გავხდე.

- ბოლო ჭორი, ან ამბავი, რომელიც შენზე გაიგე?

- ბოლო ჭორი ჩემ შესახებ ის იყო, შორენა ბეგაშვილისა და ჩემი ურთიერთობის შესახებ პრესაში რომ დაწერეს. ეს ერთი თვის წინ იყო. მეორე აქტუალური ჭორი კი ასეთი იყო: თავს ოთხი ადამიანი თურმე იმიტომ დამესხა, რომ ტელევიზიით ვიღაცებისთვის უსიამოვნო რაღაცებს ვამბობ ხოლმე. ერთი იდიოტური ჭორი იყო, მეორე კარგი, - ჩემი და შორენას ურთიერთობა სასიამოვნოა, აბა, რა?!

- თავად თუ გიცემია ვინმე და ვინმესთან გიჩხუბია?

- უმიზეზოდ არავისთან მიჩხუბია და არც მიცემია. მოკლედ, არც კონფლიქტში შევსულვარ და ვინმეზე არც ხელი ამიწევია…

- რამდენია 7X9?

- 63.

- ყოველთვის იცი, ჯიბეში რამდენი გაქვს ფული?

- საფულეს გარეშე ფული ჯიბეში არ ჩამიდია და მიახლოებით, ყოველთვის ვიცი, რამდენი მაქვს.

- ახლა რომელიმე ლექსიდან რაიმე ფრაზა მითხარი.

- "არწივი ვნახე დაჭრილი,/ ყვავ-ყორნებს ეომებოდა,/ ეწადა ბეჩავს ადგომა,/ მაგრამ ვეღარა დგებოდა. ეს ლექსი დღეს ჩვენს ცხოვრებას ესადაგება.

- ნატვრა, რომელიც არასოდეს აგისრულდება.

- არ მაქვს ასეთი ნატვრა. ძირითადად, ისეთი სურვილები მაქვს, რომ რეალობასთან არის ხოლმე ახლოს.

- ამ წუთას ვის მიმართავდი?

- საზოგადოებას მივმართავ: ხალხო გონს მოეგეთ! საქართველო ინგრევა!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"